უნარი გაუშვა, ან როგორ გახდე მიმტევებელი ადამიანი!
1555 Views

უნარი გაუშვა, ან როგორ გახდე მიმტევებელი ადამიანი!

წინა სტატიაში ჩვენ ვნახეთ, რომ Discovery Channel–ის სერიალის მრავალ მონაწილეს არ ავიწყდება, რომ ფულით შესაძლებელია აღმოუჩინო დახმარება ადამიანებს: ისინი საკუთარი ქონებიდან მილიონებს ახმარენ საქველმოქმედო ფონდების დაფინანსებას!

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ ყველამ იცით მიზიდულობის კანონის შესახებ. იცნობთ თუ არა მიტევების ხელოვნებას? ხართ კი თქვენ მიმტევებელი ადამიანი?

მრავალმა ადამიანმა არ იცის სამყაროს ასეთი კანონის შესახებ და ვერ იგებს, რატომ არ მოქმედებდა მიზიდულობის კანონი ყოველთვის, როცა ის ასე სჭირდება? ესთერ და ჯერი ჰიკსის წიგნი „მიზიდულობის კანონი“, ნათლად გვპასუხობს ჩვენს შეკითხვაზე. ახლა შევეცდებით თქვენც აგიხსნათ.

გვითხარით, აქცევთ თუ არა ყურადღებას ადამიანის იმ თვისებებსა და ჩვევებს, რომლებიც არ მოგწონთ? (ანდა მის რომელიმე ქმედებას). ანდა, მაგალითად, თქვენ საუბრობთ ადამიანთან და იწყებთ კამათს, დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ის მტყუანია, თუ მხოლოდ გამოთქვამთ თქვენს აზრს და გაერიდებით კამათს? ან იქნებ გსურდათ ახლობელი ადამიანის გადაკეთება, რომ იგი მოქცეულიყო სხვანაირად?

ამჩნევთ ასეთ მინუსებს საკუთარ თავში? უფრო მნიშვნელოვანი კითხვა; ცდილობთ კი  მისგან განთავისუფლებას?

გადავიდეთ განმარტებაზე:
უპირველესყოვლისა, როცა თქვენ საკუთარ ყურადღებას არ ამახვილებთ მეორე ადამიანის რომელიმე უარყოფით (თქვენი შეხედულებით) თვისებაზე, ქმედებაზე, სიტყვებზე და ა.შ., მაშინ უფრო იოლია. ანუ თქვენ უკვე აღარ ატარებთ საკუთარ თავში ამ უარყოფით ემოციებს (რომლებიც თქვენ გეუფლებათ ხოლმე) და შესაბამისად არც გრძნობთ მათ.

მეორე, აქ უკვე მოქმედებს მიტევების კანონი და თქვენ ხდებით მიმტევებელი ადამიანი. ანუ თქვენ არ იციკლებით უარყოფით თვისებებზე და აძლევთ უფლებას ადამიანს იყოს ისეთი როგორიც არის. ანდა როცა კამათობთ ადამიანთან და ის მტყუანად მიგაჩნიათ… მაგრამ თუ თქვენ მიმტევებელი ადამიანი ხართ, არ გაამახვილებთ ყურადღებას ამაზე და არ გაატარებთ საკუთარ თავში უარყოფით ემოციებს. ამით უბრალოდ გულში აძლევთ იმ ადამიანს უფლებას იქონიოს ესა თუ ის შეხედულება, ანდა უბრალოდ აპატიებთ მას.

ალბათ თქვენ იკითხავთ – „რისთვისაა ეს საჭირო“?
ბევრმა იცის მიზიდულობის კანონის შესახებ, მაგრამ ყველას ესმის როგორ მოქმედებს ის?

როცა ადამიანი ბედნიერია, კეთილია, აქვს ნათელი აზრები და განზრახვები, როცა მხოლოდ კარგ სიტყვებს წარმოსთქამს, მაშინ მისკენ მიიზიდება ყველაფერი კარგი, ნათელი და კეთილი.

მაგრამ ასევე ადამიანისკენ მიიზიდება ყველაფერი ცუდიც: წარუმატებლობა, სევდა, იმედგაცრუება, როცა ადამიანი იციკლება ყველაფერ უარყოფითზე და ხედავს მხოლოდ უარყოფითს ირგვლივ. შესაბამისად, როცა თქვენ ურთიერთობა გაქვთ ნეგატიურ ადამიანთან, ან თქვენ ის არ მოგწონთ ინტუიტიურ დონეზე და თუ მასთან შეხვედრის შემდეგ არა მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს განიცდით, არამედ ფიქრობთ მასზე (იმაზე, რომ მისი ნახვა აღარ გსურთ), მაშინ ასეთი ადამიანები და სიტუაციები თქვენსკენ უფრო მეტად მიიზიდებიან.

ხვდებით ახლა, რატომაა ძალზე მნიშვნელოვანი იყო მიმტევებელი ადამიანი?
იმიტომ, რომ სამყარო რეაგირებს ყველა თქვენს ემოციაზე, როგორც დადებითზე, ასევე უარყოფითზე და ბუნებრივია, გაძლევთ ყოველივე ამას მეტი რაოდენობით.

ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია თავში არ დავიტოვოთ ნეგატიური აზრი და ადამიანები. უბრალოდ უნდა ისწავლოთ როგორ არ მოახდინოთ მათზე რეაგირება და როგორ გაუშვათ ისინი.

და მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ თვითონ გახდებით ნათელი ადამიანი, როცა თქვენს თავში მხოლოდ ნათელი აზრები იქნება, როცა თქვენ წარმოთქვამთ მხოლოდ კეთილ სიტყვებს, როცა ისწავლით მიტევებას და ყოველივე ნეგატიურის გაშვებას, თქვენ გახდებით მიმტევებელი ადამიანი. და მხოლოდ მაშინ ასაჩუქრებს სამყარო ადამიანს ყველაფერი ნათელით და კეთილით. და მხოლოდ მაშინ იმუშავებს მიზიდულობის კანონი თქვენს ცხოვრებაში დადებითად. და მხოლოდ მაშინ მიიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში კეთილ ადამიანებს, სასიხარულო მომენტებს, წარმატებას, სიყვარულს და სიმდიდრეს… ამ სიის გაგრძელება შესაძლებელია დაუსრულებლად!

“მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.” ეფესელთა 4:32

ძვირფასო მკითხველნო, გისურვებთ ბედნიერებას და იყავით ყოველთვის მიმტევებელნი! და მოხარული ვიქნებით შევიტყოთ თქვენი აზრი ამ კანონის შესახებ🙂

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like