ულტრააზროვნება: გამარჯვების ხელოვნება

ულტრააზროვნება: გამარჯვების ხელოვნება

ტრევის მეისიმ (www.travismacy.com) გამოიარა გამძლეობის ასზე მეტი ურთულესი გამოცდა და მოიგო წარმოუდგენელი Leadman-ი — რომელიც არის სირბილისა და ველორბოლის სერია, დაწყებული დიდ სიმაღლეზე ხტომით და 100-ზე მეტი მილის ველოსიპედით გავლით დამთავრებული. წარმოგიდგენთ ტრევისის რამოდენიმე წესს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში. ეს წესები მან აღწერა თავის წიგნში «ულტრააზროვნება» – პრაქტიკაში მათი გამოყენება გასწავლით როგორ უნდა გაიმარჯვოთ.

სიტუაციის გადაფასება
მიდგომა ფიქოლოგიური ტრენინგისთვის, აღებული კოგნიტური ფსიქოლოგიიდან. ეს არის «კოგნიტური გადაფასების» კონცეფცია: გადააზრება ან სიტუაციის ახლებურად შეფასება. ჩვენი ტვინი ახდენს სიტუაციის დაყოფას ახალი მნიშვნელობებით და რეაგირებს მასზე შესაბამისი ფორმით. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ რამე არ მოგწონთ, შეეცადეთ ამაზე აღარ იფიქროთ, განვითარებულ მოვლენებს შეხედეთ სხვა თვალით. უთხარით საკუთარ თავს: «ეს კარგი გამოცდაა გონებისთვის… ეს მე გამაძლიერებს, უფრო მოქნილს გამხდის და მომამზადებს სხვა ცხოვრებისეული სირთულეებისთვის». ამასთან, აუცილებელი არ არის მაინცადამაინც 75 მილიან ველორბოლაზე იმყოფებოდეთ (ეს იშვიათი შემთხვევაა).

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს ჩვეულებრივი ცხოვრებიდან, სადაც კოგნიტურ გადაფასებას შეუძლია თქვენი გონება გადართოს განწყობიდან «ყველაფერი ცუდად არის» – ულტრააზროვნების რეჟიმზე.

— უნივეერსიტეტში საგამოცდო პერიოდის ბოლო კვირაა. გიწევთ ბევრი მეცადინეობა შუაღამემდე, ლექციებზე სიარულის გარდა ფულის გამომუშავებაზეც ზრუნავთ, დაკავებული ხართ სპორტით, რჩეულ გოგონას უნდა შეხვდეთ, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ. ამ დროს იწყებთ ფიქრს: «რაში მჭირდება ეს კურსი? ლექტორი მოსაწყენი ტიპია… ახალი მეგობარი გოგო კი ისეთი კარგია». ვრთავთ გადაფასებას: «ლექციის ეს კურსი — ბოლო ნაბიჯია დიპლომის მისაღებად – გვირაბის ბოლოს უკვე პასუხიც ჩანს – მე ჩავაბარებ გამოცდას და ყველაფერი უკან დარჩება. შეგიძლიათ გამოყოთ სწავლისთვის საათნახევარი ყოველ საღამოს, რაც ასევე დაგეხმარებათ დროის რაციონალურად გადანაწილება ისწავლოთ. ეს კარგი ფსიქოლოგიური ტრენინგი იქნება».

— პატარას კბილები ამოსდის, ქმარი მივლინებით მიემგზავრება. ზეგ დიდი პრეზენტაციაა, ღამით კი მინიმუმ ხუთჯერ მომიწევს ადგომა ბავშვისთვის ყურადღების მისაქცევად. გამოძინება არ მიწერია, არადა პრეზენტაცია უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს. მენტალიტეტი «ყველაფერი ცუდად არის» ისევ აქტიურია და თქვენ ფიქრობთ: «რატომ არის მივლინებები ყოველთვის შეუფერებელ დროს? ამ კბილებსაც რაღა ეხლა მოუნდათ ამოსვლა? კარგი იქნებოდა ბავშვი უფრო დიდი რომ იყოს… იქნებ ჯერ ადრე იყო ბავშვის გაჩნა?» ულტრააზროვნება ამბობს შემდეგს: «ცოტა კიდევ მოვემზადო და ყველაფერი გამოვა. საღამოს ერთი საათი წავიმუშავებ პრეზენტაციაზე, შემდეგ შევეცდები წავიძინო. შედარებით დასვენებული ვიქნები და თითქმის მზად ხვალისთვის, ეს დაძაბულობის მოხსნაში დამეხმარება და ბავშვის მოვლაც ძალიან არ დამღლის. მარტივი არ არის თავის გართმევა, მაგრამ კარგი ფსიქოლოგიური ტრენინგია».

— ხელმძღვანელმა უკვე მესამედ დაგიბრუნათ ანგარიში, რომლის მომზადებაში დიდი ძალისხმევა ჩადეთ. მან ყველაფერი წითელი კალმით გადახაზა და მოგიწევთ ხელახლა გადაკეთება. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ანგარიში გენიალურია, თუმცა ის უფროსია და შენიშვნის გათვალისწინება და ანგარიშის გადაკეთება მაინც მოგიწევთ. გონების პესიმისტური წყობით თქვენ გაბრაზდებით და ბოროტულ ფიქრს დაიწყებთ იმაზე, თუ როგორ გახდა საერთოდ ეს ადამიანი ხელმძღვანელი.

ულტრააზროვნება გიბიძგებთ რაც შეიძლება სწრაფად შეიტანოთ შესწორებები ანგარიშში, ფიქრს დაიწყებთ იმაზე, რომ დროა ახალი სამსახურის ძებნაზე იზრუნოთ და სიტუაცია შეცვალოთ. რატომ? იმიტომ, რომ ეს კარგი ფსიქოლოგიური ტრენინგია.

— თქვენ არ გიყვართ სპორტი, რადგან სიარული, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და სიმძიმის აწევა რთულია და არაკომფორტული. თუმცა ხვდებით, რომ თქვენს მიერ დაწყებული რეგულარული ვარჯიში გაჯანსაღებთ, ენერგიას და საკუთარი თავის რწმენას გმატებთ. მაგრამ, როცა დილის ექვს საათზე მაღვიძარა რეკავს – თიშავთ. «მაინც არანაირი შედეგი არ მაქვს, — ბუტბუტებს მენტალიტეტი „ყველაფერი ცუდად არის“ — რატომ უნდა დავიძაბო დამატებით?». ულტრააზროვნება ამბობს: «საკმაოდ შორს წავედი, შედეგი სახეზეა და ისევ უნდა გავაგრძელო, რადგან ვარჯიშის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობ და სხვათა შორის ესეც კარგი ფსიქოლოგიური ტრენინგია». ამ დროს ტვინი მართალია, რადგან გასეირნების ბოლო კილომეტრზე ამოდის მზე და თქვენ იწყებთ უფრო სწრაფად მოძრაობას. ივსებით ენერგიით, ყველაფერი შესაძლებლად გეჩვენებათ. იქნებ სწორედ ეს არის სირბილის ის ეიფორია, რომელზეც ყველა საუბრობს? შეიძლება, მაგრამ ეს ალბათ უფრო არის ულტრააზროვნების მოქმედების შედეგი. გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია.
რეფლექსია

თქვენ ესესაა გაიგეთ როგორ შეიძლება გადაიაზროთ სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციები განსაკუთრებული განწყობის დახმარებით და გამოიყენოთ ეს გონების სავარჯიშოდ.
ახლა თქვენი ჯერია: გამოყავით თქვენი სამი ყველაზე რთული ამოცანა მოცემული მომენტისთვის. ჩამოწერეთ რა გაბრაზებთ ან გაწუხებთ თითოეული მათგანიდან. შემდეგ აღწერეთ ეს სიტუაციები ულტრააზროვნების კუთხით. მოახდინეთ ყოველი სიტუაციის გადაფასება.

ჩაიწერეთ პასუხები, რომლებსაც დაიწყებთ შემდეგი სიტყვებით: «ეს კარგი ფსიქოლოგიური ტრენინგია, რადგან…» – ამგვარად, თქვენი პრობლემები გახდება ამოცანები. ყოველი პასუხი შეიძლება დასრულდეს მოკლე სამოქმედო გეგმით, რომელიც გაწერილი იქნება პუნქტებად. გეგმა დაიწყეთ შემდეგი ფრაზით: «როგორ მოვაგვარებ ამ საკთხს».

image078

სავარჯიშო: შეცვალე შენი კომფორტის ზონა!
ცხელ ამინდში საჭირო აკლიმატიზაციის გარეშე სირბილი ძალიან არაკომფორტულია და თან საშიშიც. მე მოგიყვებით როგორ ემზადებიან ცხელი ამინდებისთვის პროფესიონალი ულტრამარათონელები. თუ «ცხელი» რბოლა გელით წინ, ან უბრალოდ საინტერესო და რთული ამოცანა გაქვთ შესასრულებელი, შეგიძლიათ დააპარქტიკოთ «კარგი ფსიქოლოგიური ტრენინგის» პრინციპი, როგორც ამას პროფესიონალები აკეთებენ. საუნაში ერთ ადგილას მინიმუმ საათის მანძილზე სირბილი არც თუ ისე ცუდი იმიტაციაა ამისთივს, მაგალითად Badwater-ის მარათონის პირობების, რომელიც ტარდება კალიფორნიაში, „სიკვდილის ველზე“, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღლა ადის.

ასე ვარჯიშობდნენ მამაჩემი და მისი მეგობარი, ტიტულოვანი ზემარათონელი მარშალი იურლიჰი, ასევე ვვარჯიშობდი მე. კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ცივ კლიმატში ცხოვრობს, ვარჯიშობდა სახლში, სარდაფში არსებულ სარბენ ბილიკზე და ჩართული ჰქონდა საშრობი მანქანიდან მომავალი ცხელი ჰაერის ნაკადი. იგივე ფორმით, ოღონდ საპირისპირო კლიმატურ პირობებში ვარჯიშობდა მორბენალი სან-დიეგოდან – მარკ პირსი, ის ცივ კლიმატურ პირობებში საასპარეზოდ ემზადებოდა. მან ხორცის საწყობ-მაცივარს ნახვრეტები გაუკეთა და მასში ვარჯიშობდა. შეჯიბრებების დაწყების წინ ანტარქტიკული მაიკი, როგორც ახლა ის თავის თავს უწოდებს, მშვენიერ ფორმაში იყო და შეეძლო ეასპარეზე მინუს 6 გრადუსის პირობებში. შესანიშნავი შედეგია სამხრეთ-კალიფორნიელი ადამიანისთვის! მამაჩემმა, მარშალმა და სხვა მრავალმა მოასპარეზემ მსგავსი აკლიმატიზაცია წარმატებით გაიარეს.

რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ? ეს სპორტსმენები არამარტო სპეც-მომზადებას გადიოდნენ სამომავლო შეჯიბრის პირობებიდან გამომდინარე, არამედ გაცნობიერებულად აყენებდნენ საკუთარ თავს დისკომფორტულ სიტუაციაში. სწორედ ამაშია ფსიქოლოგიური მომზადების არსი. მე არ მოგიწოდებთ რომ საუნაში ირბინოთ, საშრობის ცხელი ჰაერის ნაკადის ქვეშ დადგეთ ან ხორცის საწყობ-მაცივარში შეხვიდეთ. გამოწვევა საკუთარ თავს შეგიძლიათ სხვა ფორმითაც გამოუცხადოთ. დაამატეთ ცოტა მეტი დისკომფორტი საკუთარ ცხოვრებაში და შედეგის მიღწევა უფრო გაგიადვილდებათ.

— მომდევნო ნახევარი თვე შეეცადეთ ნახევარი საათით ადრე ადგეთ კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც და ივარჯიშოთ (ეს შეიძლება მოგეწონოთ კიდეც!)

— მოძებნეთ სახლის სიახლოვეს გორაკი ან მთა რომელიც ჩვეული სარბენი მარშრუტიდან სულ სხვა მიმართულებით იქნება და შემდეგ გარბენზე გვერდი არ აუაროთ.

— სპორტდარბაზში მომდევნო ვარჯიშის დაწყებამდე შეადგინეთ იმ ტრენაჟორებისა და ვარჯიშების სია, რომლებსაც ჩვეულებრივ აიგნორებთ. ეს იქნება ვარჯიში სხეულის იმ ნაწილებისთვის, რომელთა დამუშავება არ გიყვართ — ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ მათ სჭირდებათ დამუშავება და ამ საკთხს უნდა მიხედოთ! კვირაში ორჯერ აუცილებლად შეასრულეთ ეს სავარჯიშოები. შეადგინეთ გეგმა და მიყევით მას. ჰკითხეთ მწვრთნელს ან გადაამოწმეთ ინტერნეტში, სწორად აკეთებთ თუ არა სავარჯიშოებს.

— ელიპსოიდზე, სარბენ ბილიკზე ან ველოტრენაჟორზე ვარჯიშის დროს სირთულეს მოუმატეთ, გააგრძელეთ ასე ვარჯიში სამი წუთის მანძილზე და დაბრუნდით ჩვეულ რეჟიმში. ასეთი გადართვები გაზარდეთ ვარჯიშისას მინიმუმ სამამდე. ინტენსივობის მონაცვლეობით თქვენი მიიღებთ უფრო მეტ სარგებელს ფიზიკურ დატვირთვისგან. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სარგებელი გონებისთვის: ეს არის კარგი ფსიქოლოგიური ტრენინგი, ის დაგეხმარებათ იყოთ უფრო მხნე და საკუთარ თავში დარწმუნებული, რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოგადგებათ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like