უილიამ შექსპირის მუდამ აქტუალური 25 ციტატა

უილიამ შექსპირის მუდამ აქტუალური 25 ციტატა

B2P.GE-მ შეაგროვა 25 ღრმა და საინტერესო ციტატა უდიდესი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის შემოქმედებიდან იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ყველაზე მთავარზე:

უილიამ შექსპირი დამსახურებულად ითვლება ყველაზე დიდ ინგლისურენოვან მწერლად და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დრამატურგად. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა იყოფა ორ ნაწილად: ლექსებად (პოემები და სონეტები) და დრამატურგიად, მთლიანობაში კი მოიცავს 154 სონეტას, 38 პიესას, 4 პოემას და 3 ეპიტაფიას. მისი ნაშრომები გადათარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენების უმეტესობაზე და თეატრებში მსოფლიოს ყველა დანარჩენი დრამატურგის პიესებზე ხშირად იდგმება.

უილიამ შექსპირის ნაშრომები სავსეა ღრმა დაკვირვებებით ადამიანის ბუნებაზე, სიყვარულზე, ცხოვრებასა და მეგობრობაზე. თითქმის 5 საუკუნე გავიდა, მაგრამ ისინი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც არასდროს.

1. უსულობის ნიშანი არ არის მდუმარება, ქუხს მხოლოდ ის, რაც შიგნიდან ცარიელია .
2. თაფლი ისეთი ტკბილია, რომ ბოლოს მწარდება. გემოს სიჭარბე გემოს კლავს.
3. ჩვენ წვრილმანების გამო ვღიზიანდებით, მაშინ როცა რაღაც სერიოზულით ვართ შეწუხებულნი.
4. ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.
5. დედაბუნება ბრძენია, შვილი ჰყავს მხოლოდ უჭკუო.
6. სადაც ცოტაა სიტყვები, იქ მათ ფასი აქვთ.
7. სიყვარული გაურბის იმას, ვინც მას მისდევს, ხოლო ვინც სიყვარულს გაურბის, მას კისერზე ეკიდება.
8. სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომაც, კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.
9. იმისათვის, რომ ბედნიერება დაიჭირო, სირბილი უნდა ისწავლო.
10. ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგანაც სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე – აღონებს.

11. კაცები აპრილს ჰგვანან , როდესაც ურთიერთობას იწყებენ, და დეკემბერს, როცა  დაქორწინებულნი არიან.
12. ნეტარების იმედი თითქმის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თვით ნეტარება.
13. ძალიან ნუ აანთებთ ცეცხლს ღუმელში თქვენი მტრებისთვის, თორემ თქვენვე დაიწვებით.
14. ბასრი სიტყვის წარმატება უფრო დამოკიდებულია მსმენელის ყურზე, ვიდრე მთქმელის ენაზე.
15. რას ნიშნავს სახელი? ვარდს ვარდის სურნელი ასდის, თუნდაც სხვა სახელი უწოდო.
16. ნებისმიერ სიგიჟეს თავისი სახელი აქვს.
17. სილამაზემ შეიძლება მოგხიბლოს, თუმცა მხოლოდ სულის შეყვარებაა შესაძლებელი.
18. ყვავს, თუნდაც ჭუჭყში იბანაოს, არავინ შეამჩნევს, ხოლო გედი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბოლომდე ლაქას მაინც ვერ მოიშორებს.
19. სიყვარულის მოკვლა ერთი მზერითაა შესაძლებელი, თუმცა ერთი მზერით მისი გაცოცხლებაც შეიძლება.
20. მშიშარა ყოველი საფრთხის წინ კვდება, ხოლო მამაცი – მხოლოდ ერთხელ.

21.  გაჭყლეტილი მწერიც ისევე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი.
22. სამი წესი წარმატების მისაღწევად: იცოდე მეტი, ვიდრე სხვებმა; იმუშავე მეტი, ვიდრე მუშაობენ სხვები; ელოდე ნაკლებს, ვიდრე სხვები ელიან.
23. არ არსებობს არაფერი ცუდი და კარგი ამ სამყაროში. არის მარტო ჩვენი დამოკიდებულება საგნებისადმი.
24. ყველაზე კარგია – პირდაპირ და უბრალოდ ნათქვამი სიტყვა.
25. სხვების ცოდვების განსჯისაკენ ისე ძალიან მიისწრაფით – დაიწყეთ თქვენი ცოდვებით და სხვის ცოდვამდე ვერასდროს მიხვალთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like