უბრძოლველად გამარჯვების სიბრძნე
1719 Views

უბრძოლველად გამარჯვების სიბრძნე

იქ, სადაც ორი ადამიანია, ყოველთვის არის უთანხმოება. ყოველ დღე ჩვენ გვიხდება სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა ადამიანებთან. რაც უფრო დიდი სოციალური როლის მქონეა ადამიანი, მით უფრო ხშირად ხვდება განსხვავებულ შეხედულებებს. სწორედ ამ განსხვევებული შეხედულებელის გამო ადამიანები ოპონენტებთან შედიან ფსიქოლოგიურ ბრძოლაში, რომელიც ხშირად მთავრდება სერიოზული სულიერი ტრავმებით. აუცილებელია თუ არა ასეთი მსხვერპლის გაღება საჭირ?

B2P.GE-მ თავისი მკითხველისთვის შეარჩია ფსიქოლოგიური აიკიდოს მაგალითები, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემა ჩხუბის გარეშე მოაგვაროთ.

• ფსიქოლოგიური აიკიდო გავს ბოროტი აგრესიის წინააღმდეგ ბალანსირებას, ანუ ბალანსირება დედამიწაზე. დათმობით ადამიანი გამოცდას გადის აღმოსავლეთით. დათმეთ, რათა დაასუსტოთ წინააღმდეგობა – გვასწავლიან ბუდისტები.

• ნუ იბრძოლებ, თორემ შემთხვევაში შენ ის ხდები, რის წინააღმდეგაც იბრძვი. ზედმეტად ბევრი ძალა იწვევს უკუ შედეგს.

• ნუ იქნები ბრმა, რათა სხვების ტარებაც შეძლო.

• ის, ვინც გიყვირით, აფექტის მდგომარეობაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ცნობიერება გამორთულია. სასაცილოა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან საუბარი. ეს იგივეა, რომ მძინარეს ესაუბროთ. გინახავთ ოდესმე, რომ კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანი ვინმეს უყვიროდეს?

• საპასუხოდ ყვირილი — იგივეა, რომ თავში რამე ჩაარტყათ ოპონენტს. ის ისედაც ბრაზში იხრჩობა. ნუ დაეხმარებით მას ჩაძირვაში.

• რას ვაკეთებთ, როცა ცუდად ვართ? ვიღაცას ვადანაშაულებთ, ვჩხუბობთ, ვყვირით. ამიტომ გაითვალისწინეთ, თუ ადამიანი გვიყვირის, ესეიგი ის ცუდად არის.

იცით როგორ უნდა შეაჩეროთ მისი ყვრილი და ჩხუბი? გაჩუმდით და საშუალება მიეცით „კვამლი გამოუშვას“. ყურადღებას ნუ მიაქცევთ მის სიტყვებს, მას ალაპარაკებს შინაგანი ტკივილი. გაინტერესებთ როგორ უნდა შეიკაოთ თავი ასეთ დროს? შეაქეთ საკუთარი თავი შემდეგი სიტყვებით: «რა ნიჭიერი ვარ! მე ასეთ ადამიანთანაც კი შემიძლია ვიყო მშვიდი!» ცივი წყლის ფუნქციას ასრულებს უბრალო დუმილიც. სანამ პარტნიორი ყვირის, ყურადღებით მოუსმინეთ და უყურეთ. საშუალება მიეცით ბოლომდე თქვას ყველაფერი.

დათმობა და გაჩუმება შეიძება ძალიან რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ მაშინ, როცა გინდათ საკუთარი სიმართლის დამტკიცება, მაგრამ სიჩუმე ნამდვილად ღრს იმად, რა შედეგსაც მიიღებთ, რადგან კონფლიქტის დროს როცა ერთი მხარე ბრძნულად იქცევა, საბოლოოდ ყველა მშვიდდება. თქვენი და თქვენი ახლობლების სულიერი სიმშვიდისა და ჯანმრთელობისთვის ნამდვილად ღირს ფსიქოლოგიური აიკიდოს სიბრძნის შესწავლა და გათავისება.

მიხაილ ლიტვაკი: “ფსიქოლოგიური აიკიდო”-ს მიხედვით

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like