როგორ უნდა აიმაღლოთ თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის მაჩვენებელი
1364 Views

როგორ უნდა აიმაღლოთ თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის მაჩვენებელი

გთავაზობთ 11 რჩევას, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ

1. შეეშვით საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარებას. ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენზე მეტი ექნება და ისეთებიც, ვისაც თქვენზე ნაკლები ექნება რაიმე. თუ თქვენ დაკავდებით ასეთი შედარებებით, ყოველთვის გეყოლებათ ბევრი ოპონენტი ან მოწინააღმდეგე, რომლებსაც ვერასოდეს აუხვალთ! შეადარეთ, ოღონდ საკუთარი თავი გუშინდელ და დღევანდელ დღეს. აღნიშნეთ ზრდისა და დადებითი განვითარების ნიშნები – შეაქეთ საკუთარი თავი!

2. შეეშვით საკუთარი თავის კრიტიკას და ლანძღვას. თქვენ ვერ შეძლებთ თვითშეფასების მაღალ დონეს მიაღწიოთ, თუ საკუთარი თავის და შესაძლებლობების მიმართ ნეგატიურ ტექსტებს და დამოკიდებულებას გამოიყენებთ. როცა საუბრობთ საკუთარ გარეგნობაზე, კარიერაზე, ურთიერთობებზე, ფინანსურ მდგომარეობაზე თუ პირადი ცხოვრების სხვა ნებისმიერ ასპექტზე, თავი შეიკავეთ თვითგამანადგურებელი კომენტარებისგან. თვითშეფასების კორექცია პირდაპირ კავშირშია თქვენს მიერ საკუთარ თავზე გაკეთებულ კომენტარებთან.

3. მიიღეთ ყველა კომპლიმენტი და მილოცვა და პასუხად გაეცით “მადლობა”. როცა თქვენ კომპლიმენტზე პასუხობთ მაგალითად: “არაფერია განსაკუთრებული”, თქვენ უარყოფთ ამ კომპლიმენტს და იმავდროულად საკუთარ თავს უგზავნით შეტყობინებას იმაზე, რომ არ იმსახურებთ შექებას, ამით კი ახდენთ თვითშეფასების დაბალ ფორმულირებას. ამიტომ, მიიღეთ შექება და ნუ დააკნინებთ საკუთარ ღირსებას!

4. გამოიყენეთ სემინარები, წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას.
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ცნობიერებაში უშვებთ იდგამს იქ ფესვებს და შემდეგ გავლენას ახდენს თქვენს ქცევაზე. დომინანტი ინფორმაცია გავლენას ახდენს თქვენს ქცევაზე დომინანტურად. თუ თქვენ ნეგატიურ სატელევიზიო პროგრამებს უყურებთ ან გაზეთებში კრიმინალურ ქრონიკას კითხულობთ, თქვენი განწყობა გახდება ცინიკური და პესიმისტური. ზუსტად ასე, თუ თქვენ წაიკითხავთ წიგნებს ან უყურებთ გადაცემებს, რომელბიც შინაარსობრივად პოზიტიური იქნება, თქვენ შეძლებთ ამით სარგებელი მიიღოთ და შექმნილი დადებითი განწყობიდან გამომდინარე თვითშეფასების მაჩვენებელიც გაზარდოთ!

5. შეეცადეთ ურთიერთობა იქონიოთ პოზიტიურ და თვითდაჯერებულ ადამიანებთან, რომელბიც მზად არიან მხარდაჭერა გამოგიცხადონ. როცა თქვენ ნეგატიური ადამიანებით ხართ გარემოცული, რომელბიც მუდმივად თრგუნავენ თქვენს იდეებსაც და თქვენც, თვითშეფასება კლებულობს. მეორეს მხრივ, როცა თქვენ გაღიარებენ და გაქებენ, თავს უკეთ გრძნობთ და თქვენი პიროვნული თვითშეფასების მაჩვენებელიც მაღლდება.

6. შეადგინეთ თქვენი ადრინდელი მიღწევების ჩამონათვალი. სავალდებულო არ არის ის შედგებოდეს რაიმე მონუმენტალურისგან. ჩამონათვალი შეიძლება შეიცავდეს პატარა გამარჯვებებს, მაგალითად: სნოუბორდით სრიალი ისწავლეთ, მართვის მოწმობა აიღეთ, დაიწყეთ სპორტ-დარბაზში რეგულარულად სიარული და ა.შ. ხშირად გადახედეთ ამ ჩამონათვალს. საკუთარი წარმატებებისა და მიღწევების კითხვისას შეეცადეთ დახუჭოთ თვალები და კვლავ შეიგრძნოთ კმაყოფილება და ბედნიერება, რომელიც მაშინ განიცადეთ.

7. მოახდინეთ საკუთარი დადებითი თვისებების ფორმულირება.
ალალი ხართ? უანგარო ხართ? სასარგებლო ხართ სხვებისთვის? კრეატიული ხართ? გამოხატეთ საკუთარი თავის მიმართ მხარდაჭერა და ჩამოწერეთ დაახლოებით 20 დადებითი თვისება, რომელიც გახასიათებთ. ისევე როგორც წინა ჩამონათვალს, ამ ჩამონათვალსაც ხშირად უნდა გადახედოთ. ბევრი ადამიანი ფოკუსირებას ახდენს საკუთარ ნაკლოვანებებზე, ამით ხელს უწყობენ თვითშეფასების მაჩვენებლის დადაბლებას და შემდეგ უკვირთ რატომ არის მათ ცხოვრებაში ყველაფერი ცუდად და არა ისე, როგორც მათ სურთ. კონცენტრაცია გააკეთეთ საკუთარ დადებით თვსებებზე და თქვენ გაცილებით მეტი შანსი გექნებათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ!

8. ეცადეთ მეტი გასცეთ.
საუბარი არ არის მარტო ფულზე, აქ იგულისხმება საკუთარი შესაძლებლობების გაზიარება, საკუთარი დადებითი თვისებების გამოხატვა, რომლითაც თქვენ შგიძლიათ სხვების დახმარება ან მათზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა. როცა თქვენ სხვებისთვის რამეს აკეთებთ, ხვდებით, რომ ხართ ღირებული ინდივიდი, ხოლო თქვენი თვითშეფასების მაჩვენებელი და განწყობა ამაღლდება.

9. შეეცადეთ დაკავდეთ იმით, რაც მოგწონთ.
რთულია საკუთარი მე-ს მიმართ პოზიტიური განცდა გქონდეთ, როცა ისეთ სამსახურში მუშაობთ, რომელსაც ვერ იტანთ. თვითშეფასება ყვავის, როცა თქვენ დაკავებული ხართ საქმით, ან რაიმე სხვა აქტივობით, რომელსაც თქვენთვის მოაქვს სიამოვნება და კმაყოფილების შეგრძნება. მაშინაც კი, როცა თქვენი სამსახური სრულად ვერ გაკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ თავისუფალი დრო დაუთმოთ ისეთ საკითხებს, რაც მოწონთ.

10. იყავით საკუთარი თავის ერთგული. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით. თქვენ ვერასოდეს დააფასებთ საკუთარ თავს, თუ ცხოვრებას ისე არ გაატარებთ, როგორც ამის სურვილი გაქვთ. თუ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას თქვენი მეგობრების და ნათესავების რჩევების შესაბამისად, თქვენ არ ხართ საკუთარი თავის ერთგული და შესაბამისად თვითშეფასების მაჩვენებელიც დაბალი გექნებათ.

11. იმოქმედეთ!
თქვენ ვერ შეძლებთ აიმაღლოთ თვითშეფასების მაჩვენებელი, თუ უმოქმედოდ იქნებით და არ მიიღებთ გამოწვევებს. როცა თქვენ მოქმედებთ, მიუხედავად იმისა რა რეზულტატს გექნებათ, იზრდება თქვენი თვითპატივისცემით განცდა, გაცილებით სასიამოვნო შეგრძნებებით სავსე და კმაყოფილი ხართ. როცა მოქმედებებში აქტიური არ ხართ, შიშით ან რაიმე სხვა ნეგატიური განცდით ხართ, თქვენ მხოლოდ იმედგაცრუებას და ცუდ განწყობას იღებთ, ამას კი საბოლოოდ მიყავხართ თვითშეფასების მაჩვენებლის დაწევამდე.

გახსოვდეთ, თქვენ უნიკალური პიროვნება ხართ დიდი შესაძლებლობებით და პოტენციალით! იმის მიხედვით, თუ როგორ გაიზრდება თქვენი თვითშეფასების მაჩვენებელი, თქვენი ნამვდილი შესაძლებლობებიც გაიხსნება. თქვენ საკუთარ თავზე დიდი რისკის აღებას შეძლებთ და უარის არ შეგეშინდებათ. თქვენ არ იქნებით სხვა ადამიანების აზრზე დამოკიდებული, გააკეთებთ იმას, რაც სიხარულს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი თვითშეფასების მაჩვენებელი მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს და თქვენ რეალურად შეძლებთ საკუთარი თავის შეფასებას!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like