თვითმოტივაცია – 6 კონკრეტული მაგალითი
1730 Views

თვითმოტივაცია – 6 კონკრეტული მაგალითი

სურვილი არ გაქვთ იმუშაოთ ან მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება დაიწყოთ?
გთავაზობთ რამოდენიმე მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ დაბალი მოტივაციის დაძლევაში.

შეასრულეთ მოცემული რეკომენდაციები თანმიმდევრულად. ეს მნიშვნელოვანია.

1. აღწერეთ სასურველი შედეგი
რამოდენიმე სიტყვით აღწერეთ რა არის გასაკეთებელი. რაიმეს გაყიდვა, ინგლისურად საუბრის სწავლა, საჭირო ადამიანის გაცნობა.

ეს უნდა იყოს დასრულებული ქმედება კონკრეტული რეზულტატით. ადამიანის ტვინი არ იღებს აბსტრაქტულ, არეულ სურვილებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, თუ გინდათ გაიგოთ როგორ მოახდინოთ თვითმოტივაცია.

შესრულების დრო: 1 წუთი.

2. წარმოიდგინეთ მომავალი შედეგი
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ მიზანს აღწევთ. წარმოსახვაში დაატრიალეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი. თქვენ მთავარ როლში ხართ. ყველაფერს, რაც ხდება, შეხედეთ თვითმხილველის თვალით. შემდეგ ჩქარ ტემპში დაატრიალეთ ყველა მოვლენა, დაწყებული ამ მომენტიდან, სასურველი შედეგის მიღწევამდე. სწორედ იმ შედეგის, რომლის ფორმულირება რამოდენიმე სიტყვაში მოახდინეთ პირველი ნაბიჯის გადადგმისას.

ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ შედეგის მიღწევისთვის საჭირო ქმედებების ჯაჭვი.

შესრულების დრო: 5 წუთი.

3. წარმოიდგინეთ რით დაიწყო ყველაფერი
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ რით იწყებოდა თქვენი გზა. წარმოსახვაში ისევ დაატრიალეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი. თქვენ მთავარ როლში ხართ. ყველაფერს შეხედეთ თვითმხილველის თვალით. შემდეგ სწრაფ ტემპში დაატრიალეთ ყველაფერი, რაც მომხდარა ბავშვობიდან დაწყებული ამ მომენტამდე. როცა დაინახავთ რამდენი რამ მოგისწრიათ, აღიარეთ თქვენი წარმატებები და თქვით: «რა ყოჩაღი ვარ, რამდენს მივაღწიე უკვე».

ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ რამდენად ბევრს მიაღწიეთ ცხოვრებაში კონკრეტულად ამ საკითხში. ეს სავარჯიშო წინას ჰგავს, მაგრამ აქ თქვენ წარმოიდგენთ არა მომავალს, არამედ წარსულ წარმატებებს.

შესრულების დრო: 5 წუთი.

4. ჩამოწერეთ ყველა ნაბიჯი სიის სახით
აიღეთ ქაღალდი და ჩამოწერეთ სიის სახით ყველა ნაბიჯი, რაც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. ამის შემდეგ, ახალ ფურცელზე გადაიტანეთ თითოეული მათგანი და დაყავით კიდევ რამოდენიმე ნაწილად. თქვენ თითოეული ნაბიჯი უნდა დაყოთ იმდენად, რომ სიის ყველა პუნქტი მარტივად შესასრულებელი იყოს, 1-2 საათი შეუსვენებელი მუშაობით გასაკეთბელი.

ჩვეულებრივ, შედეგის მისაღებად ჩვენ გვჭირდება არა ერთი ნაბიჯის გადადგმა, არამედ რამოდენიმეს. ამიტომ, სჯობს ყველა ნაბიჯი ერთ სიაში ჩამოწეროთ. ასევე დაიმახსოვრეთ, დაბალი მოტივაციის მთავარი მიზეზი არის აბსტრაქტულ და გაურკვეველ ამოცანებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ტვინი იღებს მხოლოდ კონკრეტულ დავალებებს. აბსტრაქცია – ინგლისური ენის შესწავლა, იმდენად საერთო და გაურკვეველია, რომ მოქმედების ყოველგვარი სურვილი იკარგება. აი როცა თვალწინ ზუსტი სია გაქვთ და ყოველი საკითხი მოითხოვს არაუმეტეს 2 საათისა შესასრულებლად, ისღა გრჩებათ, რომ ადგეთ და შეასრულოთ.

შესრულების დრო: 10 წუთიდან 1 საათის განმავლობაში.

5. დაადგინეთ ვადები
სიის ყოველი პუნქტისთვის, რომელიც დასასრულებელია განსაზღვრეთ ვადები. დროის გათვლის ოქროს წესი: საბოლოოდ თარიღის ან დროის განსაზღვრის შემდეგ გაამრავლეთ ის 2-ზე.

ჩვენ მიდრეკილნი ვართ საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარებებით შეფასებაში და არ გვეხერხება დავალებისთვის დროის ზუსტი განსაზღვრა. ამიტომ, დაიცავით მარტივი წესი და განსაზღვრული დრო გაამრავლეთ 2-ზე.

ვადები აუცილებელია. მათ გარეშე უბრალოდ გადავდებთ საქმის შესრულებას.

შესრულების დრო: 5 წუთი.

6. დაიწყეთ შესრულება
შეუდექით გეგმის თანმიმდევრულ შესრულებას. სიიდან შეარჩიეთ პირველი ნაბიჯი, განსაზღვრეთ შესრულების დრო (მაგალითად 1 საათი), შეუდექით შესრულებას. არ გაჩერდეთ და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ საკუთარი თავი დააჯილდოვეთ რაიმე საჩუქრით. ამოშალეთ შესრულებული საკითხი სიიდან და გადადით შემდეგზე.

ამ ნაბიჯის ამოსავალი მომენტი არის საქმის ბოლომდე მიყვანა. ნებისმიერი წყვეტა, საქმის გადადება და ა.შ. წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სასურველი შედეგის გადადებას. სასურველის მიღების უფრო სწრაფი საშუალება უბრალოდ არ არსებობს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like