ტვინის შტურმის – ე.წ. Brainstorming-ის  6 ეფექტური ნაბიჯი
1783 Views

ტვინის შტურმის – ე.წ. Brainstorming-ის 6 ეფექტური ნაბიჯი

1. ეს ღონისძიება ყოველთვის გასვლებით ჩაატარეთ
არასოდეს არ ეცადოთ ტვინის შტურმის სამსახურში მოწყობა. ეს კარგი წესია ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ აბსოლიტურად მშვიდ გარემოში იმისათვის, რომ გონება მოიკრიბოთ. ბილიარდის მაგიდასთან უფრო მეტი იდეა მოგივათ, ვიდრე სამსახურში. მეორე – ტვინის შტურმი რეგულარულად არ უნდა ტარდებოდეს. ყოველთვიურადაც კი უკვე ხელოვნური ხდება ეს პროცესი, ხოლო ამან შეიძლება მოკლას შემოქმედებითი პოტენციალი.

2. განსაზღვრეთ თქვენი ყურადღების ცენტრი
დაიწყეთ ტვინის შტურმის მთავარი პუნქტით და შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მაგალითად, მთავარი პუნქტი «პროდუქტი, რომლის საჭიროებაც აქვს ჩვენს ბაზარს» – უკეთესად ჟღერს, ვიდრე «ჩვენი კომპანიის შემდეგი პროდუქტი». თქვენი ყურადღების ცენტრში ჩართეთ დამატებითი ასპექტები იმისათვის, რომ იდეების გენერაცია მიმართული იყოს არა თვისებებზე, არამედ პროექტის რეალიზაციიდან მიღებულ სარგებელზე.

ნუ შეგეშინდებათ შეზღუდვების დამატება! გავრცელებული დაბნეულობა შეზღუდვებთან დაკავშირებით მოწმობს იმას, რომ ისინი ახშობენ შემოქმედებით პოტენციალს, რეალურად კი პირიქით არის. არაფერია იმაზე მეტად გაურკვეველი და საშინელი, ვიდრე იჯდე ქაღალდის სუფთა ფურცელთან და გვერდით ფერადი ფანქრები გედოს. მოახდინეთ პრობლემური განცხადების ფორმულირება, განსაზღვრეთ თქვენი ტვინის შტურმის მნიშვნელოვანი შეზღუდვები იმისათვის, რომ გამოიწვიოთ შემოქმედებითი იდეების გაჩენა.

3. დახაზეთ კავშირების დიაგრამა
ჩვენ გამოვიტანე დასკვნა, რომ ყველაზე ეფექტური საშუალება ტვინის შტურმის დროს ჩანიშვნების გასაკეთებლად არის კავშირების დიაგრამის გამოყენება. კავშირების გრაფიკული სქემა ახდენს თქვენი ყურადღების კონცენტრაციას მთავარ იდეაზე მაშინ, როცა არახაზობრივი სქემა ახდენს იდეების სისტემატიზაციას ჯგუფებად და არა ქრონოლოგიურად.

იდეების ეს სივრცითი ორგანიზაცია გეგმასთან ან ტრადიციულ ჩანაწერთან შედარებით უფრო ინტუიტიურია. ბოლოს თქვენ იღებთ სმარტფონს და უღებთ ფოტოს თქვენი განხილვის საფინალო ვარიანტს.

4. შექმენით იდეები და არა გეგმები
მნიშვნელოვანია იმის დამახსოვრება, რომ ტვინის შტურმის მიზანი გეგმებისა და სქემების შექმნა კი არ არის, არამედ იდეების შექმნა და მათი განხილვა. თქვენი მიზანი არის იდეების გენერაცია იმისათვის, რომ ჯგუფმა შეძლოს კამათი სხვადასხვა კუთხით. გარდამავალი მომენტი სწორედ პერსპექტიულ იდეაში და მის განვითარებაშია. თუმცა გამოცდილებასთან ერთად თქვენ იგრძნობთ როდის არის საჭირო შემდეგი იდეისკენ წასვლა.

5. შეაჩერეთ «მბლოკავები» და «დაივერები»
«მბლოკავებს» და «დაივერებს» შეუძლიათ ძალიან სწრაფად გააბათილონ ნებისმიერი ტვინის შტურმი. «მბლოკავს» ეძახიან ადამიანს, რომელიც სწრაფად კვეთს იდეას, რადგან თვლის, რომ მისი განხორციელება შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო. დიახ, იდეები რეალისტური უნდა იყოს, მაგრამ, კამათის მონაწილეებმა საკუთარ თავს უნდა მისცენ გამოწვევა იმისათვის, რომ მოიგონონ თუნდაც ერთი საბაბი, რომელიც კამათს შექმნის და მხარს დაუჭერს იდეას მანამ, სანამ მასზე უარს იტყვიან. ტვინის შტურმის დაწყებამდე მიიტანეთ წყლის თოფი იმისათვის, რომ ხუმრობის ფონზე შეარცხვინოთ იდეის «მბლოკავი» როცა ის გამოჩნდება!

«დაივერი» წარმოადგენს «მბლოკავის» საპირისპიროს – ეს ადამიანი დაიწყებს იდეის განვითარებას ისე, რომ არ მიიღებს მის განხილვაში მონაწილეობას და არ ჩაუღრმავდება დეტალებს. ტვინის შტურმის მიზანი სწორედ დეტალების განხილვაა.
თუ ყველა მონაწილე ეთანხმება იდეას და მზადაა მისი განვითარებისთვის – დროა წინ წაიწიოთ.

6. შეადგინეთ შემდეგი ქმედებების ჩამონათვალი
ტვინის შტურმის ჩაგდების ყველაზე მარტივი საშუალებაა ერთი ან რამდენიმე იდეის შემდგომი განვითარების შესახებ აღნიშვნების გარეშე შეხვედრის დასრულება. თუ თქვენ არ გაქვთ დრო იმისათვის, რომ აღნიშნოთ იდეის განვითარების შემდგომი ნაბიჯი, მაშინ ტვინის შტურმიც არ უნდა ჩაატაროთ.

ტვინის შტურმი გაძლევთ მასშტაბურად ფიქრისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამასთან ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების მიყოლა აუცილებელია.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like