მეცნიერულად დამტკიცებული ტვინის გადატვირთვის 14 მეთოდი
2664 Views

მეცნიერულად დამტკიცებული ტვინის გადატვირთვის 14 მეთოდი

თქვენი ტვინი, როგორც ყველაზე თანამედროვე მანქანა, აკონტროლებს ყოველ ქმედებას და როგორც ყველა რთულ მოწყობილობას, დრო და დრო მას „გადატვირთვა“ სჭირდება. გთავაზობთ მეცნიერულად დამტკიცებულ 14 მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ტვინი გადატვირთოთ და ინტელექტუალური დატვირთვისთვის მუდამ მზადყოფნაში გქონდეთ.

1. ყოველდღიურად მიიღეთ დანამატები, რომლებიც შეიცავენ B12 ვიტამინს
ვიტამინი B12 არა მარტო მუხტავს თქვენს ტვინს, ის ზომაშიც ზრდის მას! დროთა განმავლობაში თქვენი ტვინი პატარავდება, ხოლო ეს ვიტამინი ებრძვის ამ მოვლენას.

დამტკიცებულია, რომ ვიტამინი ხელს შეგიწყობთ სწავლაში, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. B12 ვიტამინის შემცველი კომპლექსური დანამატების მიღებისას, თქვენ უზრუნველყოფთ ტვინს ამ ელემენტის საკმარისი რაოდენობით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტვინი შესანიშნავად იმუშავებს!

2. გახადეთ თქვენი საუზმე მსუბუქი და ადრიანი
ადრიანი და მსუბუქი საუზმე ჯანსაღი კვების და ლამაზი სხეულის საწინდრია. გარდა ამისა, ეს თქვენი ტვინისთვის დამატებითი დამუხტვაა. ადრიანი საუზმე საშუალებას მოგცემთ უკეთ დაიძინოთ, რადგან ასეთ დროს ორგანიზმს აღარ სჭირდება აქტიურად იმუშაოს მიღებული საკვების გადამუშავებაზე.

«ნუ მისცემთ საშუალებას ალკოჰოლს და მსუყე საკვებს თქვენი ძილი დაარღვიონ, რადგან მშვიდი ძილი აუცილებელია ტვინისთვის!»

გარდა ამისა ადრიანი საუზმე უზრუნველყოფს თქვენი ტვინის თანაბარ მუშაობას, შაქრისა და სისხლის წნევის დავარდნისა და აწევის გარეშე.

3. ჭამეთ ბევრი ნუში
ნუშს ხშირად ეძახიან სუპერ-საკვებს და ამის საბაბი ნამდვილად არის. აუარება დადებითი თვისების ჩათვლით, ნუში, როგორც სხვა თხილეული, წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს. ეს ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც დაბერების პროცესში ადამიანის ორგანიზმს კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებაში ეხმარება.

გარდა ამისა, ნუში შეიცავს ამინომჟავებსა და ცხიმებს, რომელბიც ტვინს კონცენტრაციის შენაცრჩუნებაში ეხმარება. დადებითი თვისებების მიუხედავად აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ რაოდენობა – ნუში ძალიან კალორიულია.

4. უსმინეთ მუსიკას
მრავალრიცხოვანი გამოკვლევები ამტკიცებს, რომ მშვიდი, განტვირთვისთვის კარგი მუსიკის მოსმენა ანელებს პულსს და გულისცემას, ადაბლებს სისხლის წნევას და სტრესის ჰორმონების დონეს სისხლში. ამრიგად, კარგი და სწორი მუსიკის მოსმენა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის მუხტავს თქვენს ტვინს და გიქმნით კარგ განწყობას.

5. სვით ვაშლის წვენი
მასაჩუსეცის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ვაშლის წვენის გამოყენება ზრდის აცეტილჰოლინ ნეირომედიატორის რაოდენობას, რაც უზრუნველყოფს შესანიშნავ მეხსიერებას.

ამ კვლევის საფუძველზე, ვაშლის წვენი აღიარებული იქნა ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად, რომელიც შესაძლებელია დაემატოს ადამიანის კვების რაციონში, განსაკუთრებით მოხუცების და ბავშვების, რადგან ის ხელს უწყობს სხეულს აუცილებელი ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებაში, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას.

ვაშლი და ვაშლის წვენი ტვინს იცავს და ებრძვის ალცგეიმერის დაავადებას.

6. მეტი სექსი
ყველამ იცის, რომ სექსი – კარგია, მაგრამ ბევრი ვერც კი ხვდება, რომ ის სიამოვნების მინიჭებასთან ერთად ტვინის კარგი დამუხტვაა. სექსი ხელს უწყობს თავის ტკივილისგან გათავისუფლებას, ხსნის სტრესს, ხელს უწყობს კარგ ძილს, აუმჯობესებს ტვინისათვის სისხლის მიწოდებას და მთლიანობაში დადებითად მოქმედებს ტვინის მდგომარეობაზე!

7. გაატარეთ დრო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში
მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში დროის გატარება საკუთარი ჯანმრთელობის მხარდაჭერას ნიშნავს! სოციალური მხარდაჭერის შეგრძნება უზრუნველყოფს ბევრ ენერგიას და შთაგონებას თქვენში, ეს კი ტვინის მუშაობაზე დადებითად აისახება.

8. გაიკეთეთ მასაჟი
მასაჟი იმდენად სასარგებლოა ტვინისთვის და მთლიანად სხეულისთვის, რომ მასზე უარის თქმა ნამდვილად გაუმართლებელია. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი, 90 წუთიანი სეანსიც კი საკმარისია ორგანიზმში კორტოზოლის და ინსულინის დონის დასაწევად. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ორგანიზმი სტრესისაგან გაათავისუფლოთ და ტვინს უკეთესად მუშაობის საშუალება მისცეთ.

9. იკითხეთ
იკითხეთ – ეს შესანიშნავი საშუალებაა გონებრივი განვითარებისთვის. ერთ-ერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კითხვა ხსნის ფსიქიკური დაძაბულობის 68%-ს. ეს იმის შედეგია, რომ კითხვის დროს თქვენი გონება მთლიანად იმ სამყაროშია, რომელიც აღწერილია წიგნში და გონება ვეღარ აღიქვამს ყოველდღიუ პრობლემებს.

10. შეარჩიეთ რაიმე შემოქმედებითი ჰობი
როცა თქვენ თავისუფალ დროს ხარჯავთ შემოქმედებით ჰობიზე, ეს, ისევე როგორც კითხვა, გათავისუფლებთ ყოველდღიური პრობლემებისა და სტრესისაგან. თქვენ ინაცვლებთ ზონაში,წნევის, დედლაინებისა და წესების გარეშე და საკუთარ ტვინს საშუალებას აძლევთ დაიმუხტოს. ლექსებისა და რომანების წერა, ხატვა, ხეზე მუშაობა – ნებისმიერი შემოქმედებითი ჰობი გახდება შესანიშნავი საშუალება თქვენი ტვინის გადასატვირთად.

11. ფიზიკური ვარჯიშები
ფიზიკური ვარჯიშები – ეს ტვინის დამუხტვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დამტკიცებულია, რომ სავარჯიშოები ხელს უწყობს ტვინის კონცენტრირებულად მუშაობას, საჭირო საგნებზე მომართვას, ასევე დისციპლინიზირებულობას და სტრესისადმიმდგრადობას.

12. ბუნებრივი სინათლე
თუ ადამიანს ხშირად უწევს ხელოვნურ შუქზე მუშაობა, ეს ცუდად მოქმედებს ტვინზე: რთულდება ყურადღების კონცენტრაციის პროცესი, ძილის ხარისხი უარესდება. თუ თქვენ ხშირად გიწევთ ხელოვნურ შუქზე მუშაობა, ეცადეთ მზის შუქზე ხშირად გახვიდეთ – ბუნებრივი შუქი ხელს უწყობს კარგი განწყობის შექნას და ტვინის დამუხტვას.

13. ისეირნეთ ბუნებაში
სუფთა ჰაერზე გასეირნება ეს მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის, ეს ტვინის ენერგიით დამუხტვის საშუალებაა. მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების კვლევების მიხედვით გამოვლინდა, რომ ცუდ ამინდშიც კი, გასეირნება ბუნებაში აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას 20%-ით, თუ თან ტელეფონს და სხვა მოწყობილობებს არ წაიღებთ, გასეირნება ტვინისათვის საუკეთესო დასვენება და გადატვირთვა იქნება.

14. შეწყვიტეთ მრავალსაქმიანობა
როცა თქვენ ცდილობთ ერთდროულად შეასრულოთ რამოდენიმე დავალება, თვენი ყურადღება გფანტულია. ასეთი სიტუაცია ძალიან ცუდად მოქმედებს პროდუქტიულობაზე და ტვინზე, აუარესებს მეხსიერებას.

გარდა ამისა, მსგავსი სამუშაო რეჟიმი სტრესული მდგომარეობის მაპროვოცირებელია, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.

დასკვნა: შეწყვიტეთ რამოდენიმე საქმის ერთდროულად კეთება!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like