ტვინის 12 სტიმულატორი, რომლებიც ყავზე უკეთესია

ტვინის 12 სტიმულატორი, რომლებიც ყავზე უკეთესია

1. იხტუნავეთ
High Point Chiropractic Wellness-ის დამფუძნებელი ირუმ ტახირი თვლის, რომ ხტუნაობა ძალიან სასარგებლოა და თავად ყოველ დღე ხტუნაობს. ასეთი ვარჯიში გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, აყენებს სხეულის ფორმას, ამაღლებს ენდორფინების დონეს ორგანიზმში. ხტუნვისას ასევე იწვება დიდი რაოდენობით კალორიები. ხტუნვა კარგია გულსისხლძარღვთა სისტემისთვის. ირუმი ყოველ დილით 10 წუთის მანძილზე ხტუნაობს. ის ამ დროს იყენებს იმისათვის, რომ დაიმუხტოს მთელი დღისთვის საკმარისი ენერგიით, თან იძახის: «მე ძლიერი ვარ!», «მე ბედნიერი ვარ!», «მე წარმატებული ვარ!», «მე ჯანმრთელი ვარ!».

2. აკეთეთ სიკეთე
ZinePak-ის დამფუძნებელი კიმ კოუპი თვლის, რომ ვარჯიშის უნიკალურ მეთოდს მიაგნო. დღის მეორე ნახევარში ის 15 წუთს ადამიანების დახმარებას უთმობს. ის ცდილობს რაიმე სიკეთე გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად მოხუცს ჩანთების წაღებაში დაეხმაროთ, კარგი გაუღოთ და ა.შ. ზოგჯერ კიმი ელ-ფოსტით ეკითხება თავის თანამშრომლებს და მეგობრებს, რამე დახმარება ხომ არ სჭირდებათ მათ ან ვინმე სხვას. კეთილი საქმის გაკეთების შემდეგ ის თავს კმაყოფილად გრძნობს და დარწმუნებულია, რომ კარმას გლობალური მიმოცვლისას სიკეთე დაუბრუნდება სიკეთით.

3. იმუშავეთ ფეხზე დამდგარმა
Myriad Mobile-ის დამფუძნებელმა რაიან რაგუზიმ მუშაობა გადაწყვიტა ფეხზე დამდგარმა. ამას ის 2013 წლიდან აკეთებს. სულ რამოდენიმე თვის შემდეგ მან შეამჩნია, რომ უფრო ამტანი, მობილიზებული და მხნე გახდა. თავიდან მან ეს ექსპერიმენტი ჩაატარა ზურგის ძლიერი ტკივილის გამო, მას შემდეგ, რაც ფეხზე დამდგარი მუშაობს, ტკივილი მკვეთრად შეუმსუბუქდა. მან გადაწყვიტა გაერკვია რა უპირატესობები ჰქონდა ფეხზე დგომით მუშაობას – კვლევის თანახმად, რომელიც ინგლისში ჩატარდა, თუ დღის მანძილზე სამი საათი დადგებით, შეძლებთ იმდენივე კალორიის დაწვას, რამდენიც შესაძლებელია წელიწადში 10 მარათონული გარბენისას. არსებობს ასევე კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს თავიდან აცილებას. სხვა კვლევები ადასტურებენ, რომ გადაბმულად რამოდენიმე საათი ჯდომა ისეთივე მავნეა, როგორც ორი კოლოფი სიგარეტის მოწევა დღის მანძილზე.

4. დადექით თავდაყირა
Popup Archive-ის თანადამფუძნებლები ანე ვუტონი და ბეილი სმიტი დღის მანძილზე გარკვეული დროით თავდაყირა დგებიან – ეს ეხმარებათ როგორც პრობლემების გადაჭრაში, ისე ძალების განახლებაში. ისინი ოფისში პოულობენ ადგილს, სადაც არავინ შეაწუხებთ და დგებიან თავდაყირა. ეს საუკეთესო შეხსენებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს სხეულს, როცა თავი მუდმივად საქმით არის დაკავებული. ინვერსია – ასე ეწოდება ამ სავარჯიშოს იოგაში, რაც შესანიშნავი საშუალებაა, რადგან არის გასართობი, სწრაფად შესასრულებელი და სასარგებლო როგორც სხეულისთვის, ისე ტვინისთვის.

5. დალიეთ ბევრი წყალი
Greatist-ის დამფუძნებელი დერეკ ფლაინცრაიხი გვირჩევს ვსვათ ბევრი წყალი, რადგან თავად ასე იქცევა და თავს უკეთესად გრძნობს. სამეცნიერო კუთხით, წყლის არსებობა ორგანიზმში 100%-ით ზემოქმედებს მასში მიმდინარე პროცესებზე. კვლევები აჩვენებენ, რომ წყალი გვეხმარება ვიყოთ უფრო თავდაჯერებული, აჩქარებს ტვინში მიმდინარე პროცესებს, ამაღლებს პროდუქტიულობას და განწყობასაც კი აუმჯობესებს. რამდენი წყალი უნდა დავლიოთ დღეში? ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს წყლის მიღებაზე, მაგრამ საშუალოდ დღის მანძილზე საჭიროა 1,5-2 ლიტრი წყლის მიღება.

6. ადექით მარჯვენა ფეხით
RAIN-ის დამფუძნებელმა სკაილერ სატონმა დაიწესა ყოველდღე გაეღვიძა საჭირო განწყობით. სანამ საწოლიდან ადგება, ის საკუთარ თავს ეკითხება: «რამდენად კარგად ვგრძნობ თავს?». თუ ის დადებით განწყობაზე და შთაგონებულია, ფიქრებსაც განაწყობს საუკეთესოზე, რაც შეიძლება მოუტანოს დღემ. მთავარი წესია – ეს უნდა გააკეთოთ ტელეფონში შეტყობინებების, ტელევიზორის ჩართვის და ვინმესთან საუბრის დაწყებამდე.

7. ავარჯიშეთ პრესი სახლის პირობებში
Women 2.0-ის დამფუძნებელი შეიხი როუზ ჩარანია კოლეგებთან ერთად ჯავშნის საკონფერენციო დარბაზს, იხდის ფეხსაცმელს, იატაკზე წვება და რთავს ვიდეოს «როგორ დავიყენოთ მუცლის პრესი სახლის პირობებში». 20 წუთის მანძილზე ისინი საკმაოდ რთულ სავარჯიშოს ასრულებენ. სირთულეების გუნდურად გადალახვა მათ ერთობის გრძნობას უღვივებს. იზრდება ნდობა ერთმანეთის მიმართ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყველა გრძნობს, რომ ეს იყო დღის მანძილზე ყველაზე რთული საქმე და დანარჩენი სამუშაო უკვე რთული აღარ ჩანს. გარდა ამისა, ყველა ერთობა, იცინის და ერთმანეთთან მეტი კონტაქტი აქვთ.

8. კომპანიაში დანერგეთ ენერგიის გაცვლის კულტურა
Yodle-ის დამფუძნებელი ბენ რუბინშტეინი თვლის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგიული გუნდის ყოლა და სწორედ ასეთ ადამიანებს ქირაობს. მის კომპანიაში დანერგილია ენერგიის გენერირების რამოდენიმე მეთოდი – გამამხნევებელი მუსიკა, როცა წარმატებული გაყიდვა შედგება გონგზე დარტყმა და ა.შ. შთამაგონებელი გამოსვლები, ვიდეოები და გზავნილები – ეს ნორმაა. ყოველი კრება მთავრდება გუნდური სიმღერით.
თავად ბენი ენერგიის აღდგენას ადამიანებთან მისალმებით ახერხებს. ესალმება იმდენ ადამიანს, რამდენიც შესაძლებელია. გასცემს და იღებს პოზიტივს, რაც ენერგიას სრულად აღადგენს.

9. წათვლიმეთ
Bloomboard-ის თანადამფუძნებელი ჯეისონ ლანგი ამბობს, რომ მისი ყველაზე ენერგიული დღეები არის მაშინ, როცა დღის მანძილზე ახერხებს ნახევარი საათით წათვლიმოს. მისი აზრით გადართვის საუკეთესო საშუალებაა რაიმე ისეთის კეთება, რაც არ ძაბავს გონებას და კავშირი არ აქვს მუშაობასთან. ეს ხანმოკლე დასვენება მას საშუალებას აძლევს გვიან ღამემდე იმუშაოს, იმ პერიოდში სიმშვიდეა და ყველას სძინავს. არსებობს უამრავი კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხანმოკლე ძილი პროდუქტიულობას ზრდის.

10. ყოველდღიურად ისეირნეთ მინიმუმ ნახევარი საათი
ბიზნესის მართვა რთულია ემოციურად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად. REP Interactive-ის დამფუძნებელი სტივ გოტენდამ დაიწყო 30 წუთიანი გასეირნებით დღეში. ორი წლის შემდეგ ის დღეში 9,5 კმ-ს გადიოდა და ახლა უკვე გეგმავს თავის გუნდთან ერთად მიიღოს მონაწილეობა NFL-ის სპორტსმენების წვრთნაში სანტა-მონიკას მთებში, კალიფორნიის შტატში. მას შემდეგ, რაც ფეხით სიარული დაიწყო, მან დაიკლო 20 კგ, გაზარდა ბიზნესი ორჯერ და დაქორწინდა. ის გახდა წარმატებული და ბედნიერი.

11. განივითარეთ მადლიერების ჩვევა
One Month-ის თანადამფუძნებელი კრის კასტილიონი, ყოველ საღამოს, ძილის წინ იწერს სამ რამეს, რისთვისაც მადლობელია. ზოგჯერ ის იმდენად წარმატებულია, რომ სამზე მეტ საკითხს წერს. ხშირად მის სიაში წვრილმანი სასიხარულო მოვლენები ხვდება, როგორიცაა მეგობრებთან ერთად ფინჯანი ყავის დალევა ან ახალი ცოდნის შეძენა. დადებითი განცდების ჩაწერით ის თვლის, რომ ტვინს ბედნიერებაზე განაწყობს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბედნიერებაის ზრდასა და მსგავსი ბლოკნოტის წარმოებას შორის ურთიერთქმედება 25%-ია. სხვა ბონუსები, რაც ამ ქმედებას ახლავს, არის ძილის გაუმჯობესება და კარგი განწყობა.

12. შეისწავლეთ სუნთქვის ვარჯიშის ტექნიკა
Circa Ventures-ის დამფუძნებელი როჰიტ ანაბრეჰი დღეში 15 წუთს უთმობს სუნთქვით ტექნიკას საერთო ჯანმრთელობისთვის. ეს ჩვევა მას საშუალებას აძლევს მეტად პროდუქტიული იყოს და ფოკუსირება მოახდინონ ყველაზე მთავარზე სამსახურსა და პირად ცხოვრებაში.
ეს მეთოდი ასე მუშაობს: მარჯვენა ნესტო დაიხშეთ დიდი თითით, მარცხენა – უსახელო და ცერა თითით. პირი დამუწეთ და არ ისუნთქოთ. მორიგეობით გაათავისუფლეთ ნესტოები. სუნთქვის დროს არ უნდა ისმოდეს ხმაური. შეასრულეთ ეს სავარჯიშო 10-10-ჯერ ყოველი ნესტოთი. ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ გააკონტროლოთ სიმსუქნე, ჰიპერტონია, შაქრისა და ქოლესტერინის დონე, გაიუმჯობესოთ გულის ფუნქციები და მხედველობითი ფუნქციები.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like