თუ ვინმეს პატიება არ შეგიძლიათ, უბრალოდ წაიკითხეთ

თუ ვინმეს პატიება არ შეგიძლიათ, უბრალოდ წაიკითხეთ

პატიება — ეს არის გაუვალი ჯუნგლები იმათთვის, ვისაც სამართლიანობა სწყურია. თავად ფიქრი იმისა, რომ ვიღაც დაუსჯელი დარჩება – ტკივილს აყენებს ადამიანს. ხშირად ჩვენ გვინდა დამნაშავემ იგივე ტკივილი იგრძნოს, რაც ჩვენ.

პატიება საკუთარი თავის ღალატად მიგვაჩნია. უმეტესწილად ბრაზი შიგნიდან დუღს და გვწამლავს. ჩვენ ეს ვიცით და მიუხედავად ამისა არ ვეშვებით. რისხვა ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება, ჩვენი სხეულის ნაწილი, როგორც გული, ტვინი ან ფილტვები. ბრაზი გულისცემასთან ერთად ძგერს.
მაგრამ აი რა უნდა ახსოვდეს ყველას ბრაზზე: ეს არის ინსტრუმენტალური ემოცია. ჩვენ ვბრაზობთ, რადგან სამართლიანობას ვითხოვთ. ვბრაზობთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლოა. ვფიქრობთ, რომ რაც უფრო ავები ვიქნებით, მით უფრო მეტ რამეს შევცვლით.
ბრაზს არ ესმის, რომ წარსული უკვე დასრულდა და ტკივილიც გადატანილია. ბრაზის გამო ვფიქრობთ, რომ სამაგიეროს გადახდა ყველაფერს გამოასწორებს.
ბრაზით ცხოვრება ნიშნავს მუდმივად განიახლო იარა. ამ დროს თითქოს ფირქობ – ადამიანი, ვინც ტკივილი მოგაყენა ერთხელაც მოვა და მოგირჩენს ჭრილობას ისე, რომ კვალიც არ დარჩება. სიმართლე კი ისაა, რომ იარის მოშუშების შიში აქვს ადამიანს, რადგან ამის შემდეგ ახალ კანთან ერთად უნდა იცხოვროს, მას კი ძველის დაბრუნება სურს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზის დროს ვხვდებით – მიტევება სწორი გზაა, რომელიც გაგვათავისუფლებს, დაგვამშვიდებს – ამას მაინც ვერ ვახერხებთ.
ეს იმიტომ ხდება, რომ პატიების შესახებ მთავარი რამ ჩვენთვის არავის უთქვამს: – ის არაფრის გამოსწორებას არ აპირებს. ის არ შეცვლის ტკივილს, რომელთან ერთადაც თქვენ იცხოვრეთ და ვერ მოგიტანთ მომენტალურ სიმშვიდეს. პატიება მხოლოდ ის არის, რაც საშუალებას მოგცემთ ცხოვრების გზაზე თავი დაიცვათ «გამოფიტვისგან».
პატიება ნიშნავს სხვა წარსულის ქონის იმედზე უარის თქმას. ანუ იმის გაგებას, რომ ყველაფერი დასრულდა და რაც მოხდა, იმას ვეღარ შეცვლით. ეს იმის აღიარებაა, რომ ვერანაირი სასწაულით ვერ ანაზღაურდება მიყენებული ზიანი. დიახ, ქარიშხალი უსამართლო იყო, მაგრამ თქვენ მოგიწევთ იცხოვროთ საკუთარ დანგრეულ ქალაქში. მითუმეტეს ვერანაირი ბრაზი ვერ აღადგენს მას. თქვენ ეს თავად უნდა გააკეთოთ.

პატიება ნიშნავს პირადი პასუხისმგებლობის აღებას – არა დანგრევაზე, არამედ აღდგენაზე. ეს არის საკუთარი სიმშვიდის დაბრუნების გადაწყვეტილება.
პატიება არ ნიშნავს, რომ თქვენს წინაშე დამნაშავეების ბრალეულობა გამართლებულია. ეს არ ნიშნავს, რომ მათთან უნდა იმეგობროთ, მოგწონდეთ ისინი. თქვენ აღიარებთ ფაქტს – მათ კვალი დატოვეს თქვენც ცხოვრებაში და ამით მოგიწევთ წინ იაროთ ისე, რომ აღნიშნული მოვლენა თქვენს ცხოვრებაში პირველხარისხოვანი არ იყოს. თქვენ შეწყვეტთ იმ ადამიანის მოსვლის ლოდინს, რომელმაც ჭრილობა მოგაყენათ, იმისათვის რომ ყველაფერი დააბრუნოს ისე, როგორც იყო. თქვენ დაიწყებთ იარების მოშუშებას მიუხედავად იმისა დარჩება თუ არა ნაკვალევი. ეს არის ცხოვრების იარებით გაგრძელების გადაწყვეტილება.
პატიება — ეს არ არის უსამართლობის ზეიმი. საქმე ეხება საკუთარი სამართლიანობის, ბედის და კარმის შექმნას. საქმე ეხება კვლავ ფეხზე დადგეთ ისე, რომ წარსულის გამო უბედური არ იყოთ. პატიება — ეს იმის გაგებაა, რომ თქვენი იარები ვერ განსაზღვრავენ თქვენს მომავალს.
პატიება არ ნიშნავს, რომ ნებდებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ ძალა მოიკრიბოთ და წინ იაროთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ტვინის შტურმის – ე.წ. Brainstorming-ის 6 ეფექტური ნაბიჯი

1. ეს ღონისძიება ყოველთვის გასვლებით ჩაატარეთ არასოდეს არ ეცადოთ ტვინის შტურმის სამსახურში მოწყობა. ეს კარგი წესია ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ აბსოლიტურად მშვიდ გარემოში იმისათვის, რომ გონება

Print Friendly, PDF & Email

მიიღეთ ფული სახლიდან გაუსვლელად

კრედიტის აღება მარტივია თუ კარგ მიკროსაფინანსო კომპანიას შეარჩევთ, სწორ არჩევანში კი sesxebi.com  დაგეხმარებათ. ვებ პორტალზე განთავსებულია ყველა ქართული ონლაინ მსესხებლი კომპანია, რომელიც განსხვავებულ პირობებსა და საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს მომხმარებლებს. ფულის

Print Friendly, PDF & Email

15 უტყუარი საშუალება მარკეტინგის სტიმულირებისთვის

1. მომსახურების და პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ახალი პროდუქტების დახურული გაყიდვების მოწყობა. 2. მოძებნეთ და შექმენით ფანატების წრე. თქვენ უნდა დაუმეგობრდეთ ყველაზე კარგ კლიენტებს და დაიწყოთ მათთან ურთიერთობა, მოახდინოთ მათი

Print Friendly, PDF & Email

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. გამოიწერეთ

Print Friendly, PDF & Email

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: შაბათი

დაიწყეთ დღე პოზიტიურად, შემატეთ ფიქრს დადებითი მუხტი და იმოქმედეთ ამ შემართებით. მარცხის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. ამიტომ უშიშარი უნდა იყო, თუ გამარჯვება გწადია. წლები ჩვენი სიმდიდრეა და სულის ყოველი ნაიარევი

Print Friendly, PDF & Email

რა გვაბრკოლებს, რომ ლაღად და თავისუფლად ვიცხოვროდ

როდესაც ვუშვებთ ხელს წარსულს ჩვენ კი მივიწევთ წინ, უსასრულობისკენ, არ უნდა გაგვიკვირდეს რომ რეალობა ახალი და გეგმებიც ახალი ჩნდება ცხოვრებაში. წინსვლას აბრკოლებთ და ფერხდებით გზაზე თუ კი ფიქრებით წარსულზე მიეჯაჭვებით

Print Friendly, PDF & Email