თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული
1828 Views

თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული

ბევრს წერენ მამაკაცებზე, რომლებიც არ აფასებენ თავაიანთ მეორე ნახევრებს და სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგმა კაცმა მართლა არ იცის პატივისცემის გამოხატვა ქალის მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია თავაზიანი ქცევის გამოვლენა.
ქალბატონებს გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ დაიმსახუროთ მამაკაცის მხრიდან პატივისცემა და ააგოთ მყარი ურთიერთბები.

1. ნუ დაეთანხმებით ყველაფერში
მამაკაცები, ზოგადად, აფასებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი აზრი გამოთქვან და დაიცვან პოზიციები. ქალი, რომელიც ყველაფერში ეთანხმება იმას, რასაც მამაკაცი ამბობს და ყველაფერზე პასუხობს „კი“-ს, ძალიან მალე კარგავს მამაკაცის მხრიდან პატივისცემას.

2. არ დათვრეთ
მამაკაცებს, როგორც წესი, დალევასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი აქვთ. თუ მათი მეგობარი მამაკაცი დათვრა, თვლიან, რომ ამით მან განტვირთვა მიიღო და დაისვენა, ხოლო თუ ქალი დათვრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ეს მამაკაცების უმრავლესობისთვის უბრალოდ მიუღებელი და დამამცირებელია.
როცა ქალი მსუბუქად დალევს, იღიმის და კარგ ხასიათზეა – ეს მშვენიერია, მაგრამ თრობამდე მისვლა – მამაკაცის მხრიდან პატივისცემის დაკარგვის გარანტიაა.

3. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით
მამაკაცების უმრავლესობას სურს იყოს ქალის ცხოვრების მხოლოდ ნაწილი და არა მთელი მისი ცხოვრება. მამაკაცები აფასებენ დამოუკიდებელ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ თავისი მეგობრები, აქვთ საკუთარი ინტერესები და ამბიციები.
დარწმუნებული იყავით, რომ მამაკაცების უმრავლესობას არ სურს ძველმოდური მეოჯახე ქალი ჰყავდეთ გვერდით, რომელიც სულ სახლში ზის, სადილს ამზადებს და ალაგებს. ზოგჯერ ესეც უნდათ, მაგრამ უფრო მეტად აფასებენ ისეთ ქალებს, რომლებსაც საკუთარი პირადი ცხოვრებაც აქვთ.


4. თავი შეიკავეთ სექსუალური ურთიერთობისგან პირველივე შეხვედრაზე

გულახდილად რომ ითქვას, ეს საკთხიც მამაკაცის ერთ-ერთ ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არცერთი მამაკაცი არ იტყვის უარს ასეთ შესაძლებლობაზე პირველივე შეხვედრისას, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ მისი მხრიდან პატივისცემას ნამდვილად დაკარგავთ.
თუ ხანგრძლივი ურთიერთობა გინდათ მამაკაცთან, გარკვეული დროის მანძილზე თავი შეიკავეთ მსგავსი ურთიერთობისგან. სოწრედ ამას ელის ის და ამის გამო პატივისცემასაც დაიმსახურებთ.

5. არასოდეს არ მოატყუოთ
კეთილსინდისიერება – პატივისცემის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ძალიან პატარა ტყუილიც კი ყველაფერს აფუჭებს. თუ მამაკაცთან სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობთ, სიმართლე უთხარით თავიდანვე და არასოდეს არ მოატყუოთ, რადგან ტყუილს უსიამოვნო ჩვევა აქვს – უკან ბრუნდება. ამიტომ, იყავით გულახდილი მამაკაცთან და ამის გამო ის ძალიან დაგაფასებთ.

6. ნუ იწიწუნებთ მასთან ყოფილებზე
იმის მოყოლა, თუ როგორი ცუდი იყო თქვენი ყოფილი პარტნიორი, პატივისცემას თქვენს მიმართ არაფრით გაზრდის.
პირველი – მას არაფრის გაგონება არ უნდა თქვენი ყოფილების თაობაზე, მეორე – ეს ერთგვარი ნდობის დაკარგვის მომენტია და მამაკაცი დაფიქრდება იმაზე, თუ რა შეიძლება თქვათ მასზე, როცა ერთად აღარ იქნებით.

7. ნუ გააბამთ ფლირტს სხვა მამაკაცებთან
თქვენთვის ეს შეიძლება უწყინარი გასართობი იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ სხვებს ეპრანჭებით ნამდვილად არ მოეწონება მამაკაცს, რომელთანაც ურთიერთობის აწყობას აპირებთ.
ამ შემთხვევაში საქმე არამარტო მას, არამედ მის გრძნობებსაც ეხება. ამის შემდეგ მან შეიძება საერთოდ სერიოზულადაც კი აღარ აღგიქვათ, მაშინაც კი, თუ ადრე უყვარდით.

8. ნუ მოაჩვენებთ თავს ისეთად, როგორიც სინამდვილეში არ ხართ
მამაკაცები პატივს სცემენ ისეთ ქალებს, რომლებიც საკუთარი თავის ერთგულნი არიან პირველ რიგში. ნუ ეცდებით რაიმე როლი მოირგოთ მამაკაცის წინაშე. ის ამას შეამჩნევს და პატივისცემას დაკარგავს თქვენს მიმართ. მამაკაცს სურს გაგიცნოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ, მთელი თქვენი ნაკლოვანებებით.
მამაკაცების უმრავლესობას მოსწონს “რეალური” ქალები და ვერ ეგუებიან არაბუნებრიობასა და მოჩვენებითობას.

9. ყოველთვის იყავით ლედი
მამაკაცებს ნამდვილად მოსწონთ დამოუკიდებელი ქალები, მაგრამ მათ ასევე მოსწონთ ქალები, რომლებიც იქცევიან როგორც ლედი.
გაითვალისწინეთ, მამაკაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც მათთან ერთად სვამენ და ბილწსიტყვაობენ.
ეს რომ მოსწონდეთ, რომელიმე თავიანთ მეგობარს შეხვდებოდნენ!

იყავით ბედნიერი და აუცილებლად გაუზიარეთ ეს რჩევები სხვა ქალებსაც!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like