თუ გამუდმებით ფიქრობთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე

თუ გამუდმებით ფიქრობთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე

მოსწონდე სხვებს – ეს ბონუსია. მოგწონდეს საკუთარი თავი – აი, ეს არის რეალური პრიზი.

ჯერ ჩვენ მოვიწონოთ, დავაფასოთ, შევიყვაროთ და ვირწმუნოთ საკუთარი თავის და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა….. და სხვები…

ნუ მოვსთხოვთ სხვებს იმას, რაც თავად შეგვიძლია გავაკეთოთ და ან იმას, რაც ჩვენ თავად გვაქვს უკვე.

და კიდევ,

ერთ ბრძენს უთქვამს – ‘’თქვენ არ ცხოვრობთ ნამდვილი ცხოვრებით, თუ გამუდმებით ფიქრობთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე’’-ო და მე სრულიად ვეთანხმები მას! სად უნდა გვქონდეს დრო, ვიფიქროთ ‘’სხვებზე’’ და მითუმეტეს მათ ფიქრებზე…..?

კი ბატონო, ზოგს არ მოვეწონებით, მაგრამ იცით რა? ‘’ზოგი’’ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში…!

ამიტომ…..

1. ყველგან და ყოველთვის პატივი დასდეთ თქვენს თავს, თქვენს უდიდებულესობას;

2. ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენეთ საკუთარი თავი და ინტერესები;

და

3. მხოლოდ საკუთარი თვალებით უმზირეთ თქვენს თავსაც და მთლიანად თქვენს ცხოვრებას.

წარმატებები!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 57 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ