ტრანსფორმაციული ინტერვიუ-ტრენინგი ფსიქოლოგ – ხათუნა მუზაშვილთან

ტრანსფორმაციული ინტერვიუ-ტრენინგი ფსიქოლოგ – ხათუნა მუზაშვილთან

”…მე სულ ვფიქრობდი, რომ როგორმე უნდა მეპოვა ჩემი ოცნებების ასრულების გასაღები, მაგრამ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს მოხდებოდა ასეთი ფორმით! მინდა გითხრათ, რომ ოცნებების ასრულების გასაღებიც სწორედ ეს არის: პოულობთ თქვენ მისიას, თქვენ ადგილს და თქვენ გზას ამ ცხოვრებაში! ჩემთვის დღეს უკვე გასაკვირია როგორ ვცხოვრობდი ამის გარეშე, როცა არ იცი სად ხარ, არ იცი სად უნდა მიხვიდე, არ იცი რა უნდა აკეთო… ამიტომ მინდა წინასწარ მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ არ ააქვს თავის მისია აღმოჩენილი, რადგან ფაქტიურად ეს იქნება მათთვის ოცნების გასაღების აღმოჩენის ტოლფასი.”

ამ სიტყვების ავტორი და რუბრიკა #წარმატებისისტორიების  დღევანდელი სტუმარია, ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.

-პირველ რიგში მოგვიყევით თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ? როგორ მოხვედით დღევანდელ წარმატებამდე?
პირველ რიგში აღმოვაჩინე ჩემი გზა. თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი მისია, საკუთარი გზა და თავის საკეთებელი. მიუხედავად იმისა ეს მან იცის, თუ არა. როდესაც ადამიანს ცხოვრებაში რაღაც არ გამოსდის, არ ეწყობა და რაღაც არ ლაგდება ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რაღაც უნდა გადააფასოს და რაღაც უნდა შეცვალოს მის ცხოვრებაში, მის არჩევანში, მის პროფესიაში, მის საქმიანობაში და ა.შ. სინამდვილეში როცა თითოეული ჩვენგანი იპოვის თავის გზას, იმ გზაზე გაათმაგებული ძალა მიეცემა, რადგან ყველა ვინც თავის გზაზეა, ყოველთვის გრძნობს რაღაც ჯადოსნურ ძალას და უდიდეს სიამოვნებას.
როდესაც ჩვენ გზაზე ვხვდებით და ჩვენი საქმით ვკავდებთ, იქ დაბრკოლებების გადალახვა და პრობლების დაძლევა სასიამოვნოდაც კი გვეჩვენება და აღარ ვუყურებთ მას პრობლემატურად. აი, ამით განსხვავდება ჩვენი საკეთებელი ზოგადად რაღაც საკეთებლისგან. ამიტომ თუ შეიძლება ორი სიტყვით ითქვას როგორ მოვედი დღევანდელ დღემდე, მე უბრალოდ ვიპოვე ჩემი გზა და როდესაც ჩემი გზით დავიწყე მოქმედება გაცილებით უფრო სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი რადგან, როცა რაღაცა გიყვარს, როცა რაღაც მოგწონს, როცა ხვდები, რომ ეს შენია, როცა ხვდები რომ გამოგდის, გაქვს უკუკავშირი ადამიანებისგან ამ დროს გაცილებით დიდ შრომას დებ მასში და რაც უფრო მეტად იღლები, მით უფრო მეტად ენერგიით ივსები.

როცა ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენს გზას, საინტერესო ის არის რომ გარშემო გვექმნება დაბრკოლებები, გვექმნება პრობლემები და ბევრი მტკივნეული სიტუაციები, რომლებიც მიგვითითებენ რომ ჩვენ საკუთარ გზაზე არ ვდგავართ. ჩემს ცხოვრებაშიც ესეც მოხდა. ფაქტიურად მე ფსიქოლოგიაში მოვედი ”დახუნძლული” პრობლემებით, მე არასოდეს არ მიოცნებია გამოვსულიყავი ფსიქოლოგი ან ვყოფილიყავი ტრენერი, მე სულ ვფიქრობდი  როგორმე უნდა მეპოვა ჩემი ოცნებების ასრულების გასაღები, მაგრამ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს მოხდებოდა ასეთი ფორმით! და მინდა გითხრათ, რომ ოცნებების ასრულების გასაღებიც სწორედ ეს არის: პოულობთ თქვენ მისიას, თქვენ ადგილს და თქვენ გზას ცხოვრებაში! ჩემთვის დღეს გასაკვირია როგორ ვცხოვრობდი აქამდე ამის გარეშე, როცა არ იცი სად ხარ, არ იცი სად უნდა მიხვიდე არ იცი რა უნდა აკეთო. ამიტომ, მინდა წინასწარ მიულოცო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჯერ არ ააქვს თავისი მისია აღმოჩენილი, რადგან ფაქტიურად ეს იქნება მათთვის ოცნების გასაღების ტოლფასი.

-რა მიმართულებებით ეხმარება ადანიანებს ”გამოყენებითი ფსიქოლოგიის გალერეა”?

ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სჭირდებათ მათ დახმარება. დახმარების პირველი ნაბიჯია, რომ მან გადააწყოს გონებაში აზრები და მიხვდეს, რომ სანამ აზროვნებას არ შეცვლის ფაქტიურად მის ცხოვრებაში არაფერი არ შეიცვლება … თუმცა, ჩვენთან მოდიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც უკვე არიან მზად იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც შეცვალონ და რწმენა თუ არა ეჭვი, მაინც აქვთ რომ მათ ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემების საწყისი თავად არიან და არა მთავრობა, მშობლები და ა.შ.

ჩვენი ტრენინგების მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ დაეხმარონ საკუთარ თავს, საკუთარი თავის პოვნაში. მე ზუსტად ვიცი, რომ იქნებიან ადამიანები, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს და ვისთვისაც ეს იქნება ერთი შეხედვით უცხო ენაზე ნათქვამი სიტყვები, მაგრამ უბრალოდ სხვა გვარად არ შეიძლება ითქვას… როგორც კი ჩვენ ვიპოვით საკუთარ თავს, ეს იქნება უმთავრესი დახმარება ვინც შეიძლება ოდესმე რამეში დაგვახმაროს. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის პოვნაში შედის უამრავი უნარის განვითარება, უამრავი ნიჭის და ტალანტის აღმოჩენა და მერე ამ ტალანტების რეალიზების გზები გამოძებნა, მუშაობა წარსულ გამოცდილებაზე და ა.შ. ფაქტიურად ეს არის ცხოვრების ტრანსფორმაციას და ჩვენი ტრენინგ ცენტრი ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავს აღმოჩენაში და ტრანსფორმირებაში, რათა იქცნენ იმ ადამიანებად, რომლებიც ყოველთვის სურდათ რომ ყოფილიყვნენ.

-რა სიახლეები გაქვთ დაგეგმილი ამ უახლოეს მომავალში?
ჩვენთან სულ იგეგმება სიახლეები, თუმცა გამოვყოფდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს,  რომელზეც ძალიან დიდიხანია ვმუშაობთ. ეს არის ”ქოუჩინგის და სპიკერ სკოლა”, რომელიც მაისის 24-ში დაიწყება და სასწავლო პროცესი გასტანს 20 დეკემბრამდე. ”ქოუჩინგის და სპიკერ სკოლ”-ში  იქნება ჩემი და არამარტო ჩემი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების გამოცდილების გაზიარება, რომლებიც არიან მნიშვნელოვნები და კორიფეები თავიანთ სფეროებში. მინდა გითხრათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც თავისი საყვარელი საქმით არის დაკავებული, ოდესღაც დგება მომენტი, როცა მან ის ცოდნა, რომელიც დააგროვა აუცილებლად უნდა გასცეს, სწორედ ამიტომ ეს პროექტი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი ასეთი ადამიანების კარიერისთვის.

”ქოუჩინის და სპიკერ სკოლა” მათთვს იქნება განკუთვნილი, ვისაც უნდა გამოვიდეს ქოუჩი , ტრენერი, პრეზენტატორი, ვისაც აქვს სურვილი პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს, ანუ ვისი ცხოვრებაც დაკავშირებულია სიტყვის ძალასთან. ვისაც სურს გამოვიდეს სიტყვის ძალის ოსტატი. მაგრამ სანამ სიტყვის ძალამდე მივალთ, ბევრი ელემეტარულ ცოდნა არის საჭირო, იმისთვის, რომ ჩვენი სიტყვები იძენდეს რაღაც განსაკუთრებულ ძალას, მადლს და განსაკუთრებით მიდიოდეს და ხვდებოდეს იმ ადამიანების გულზე, გონებაზე თუ სულში, ვისკენაც ჩვენ გვინდა ეს სიტყვები მივმართოთ. გარდა ამისა, იყო ქოუჩი თუ იყო სპიკერი, ანუ იყო სიტყვის ძალის ოსტატი, ესეც არის ადამიანი ერთგვარი მისია და ჩვენ მზად ვართ ამ მისის განხორციელებაში დავეხმაროთ ადამიანებს.

-როგორი იქნება ქოუჩინგის და სპიკერ სკოლის სასწავლო პროგრამა?

ამ სკოლაში იქნება როგორც ლექციები ასევე პრაქტიკული გაკვეთილები, როგორც მუშაობა საჯარო გამოსვლებზე, ასევე მუშაობა საკუთარ თავზე. უდიდესი სიამოვნებით შევადგინეთ პროგრამა მთელმა გუნდმა და იმდენად მომწონს ეს პროგრამა, რომ მაქვს სურვილი მე თვითონაც დავესწრო ამ ყველაფერს (იცინის…) და კიდევ თავიდან ვისწავლო ეს ყველაფერი. იქნება როგორც მეტყველება, მსახიობის ოსტატობა, სასცენო ხელოვნება, დარწმუნების ხელოვნება, ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი იმუშავებს ამ ყველაფერზე, ასევე გვექნება ზოგადი ფსიქოლოგიის ლექციები, რათა ადამიანები გაერკვიონ ადამიანის და მასის ფსიქოლოგიაში და ეს ყველაფერი არაა, ამ პროგრამის ფარგლებში გვეყოლება მოწვეული მადიტა დისკჰუტი და ჩაატარებს ლეგენდარულ NLP ქოუჩინგიგს, გვექნება ფსიქოსომატიკის, ენერგეტიკის, ეზოთერიკის, ასტროლოგიის ლექციები და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანმა ზოგადი წარმოდგენა იქონიოს ყველაფერ იმაზე, რაც გავლენას ახდენს მასზე და იმ ადამიანებზე, ვისთვისაც უნდა რომ იყოს სიტყვის ძალის ოსტატი. აქვე გვექნება მუშაობა საკუთარ სხეულზე და ენერგეტიკული ვარჯიშები. ასევე მინდა გითხრათ, რომ საჯარო გამოსვლის ხელოვნების და სპიკერობის გაკვეთილები იქნება იმდენი, რამდენიც დაჭირდება კონკრეტულ ადამიანს, იქნება რეპეტიციები, ტრენინგის შედგენა და პროგრამის ბოლოს, დეკემბერში იქნება ტურნე მთელი საქართველოში, სადაც პროგრამაში ჩართული ადამიანები, რომლებიც უკვე დახვეწავენ თავის უნარებს და შეადგენენ თავის საჯარო გამოსვლებს თუ ტრენინგებს, შეძლებენ გაუზიარონ ადამიანებს და ცოცხალი პრაქტიკა იქონიონ, შეეხონ პუბლიკას, რომელიც მას პირველად ხედავს და დაიპყრონ მათი გულები, შეასრულონ თავიანთი მისია და ადამიანები, რომლებიც მათ ტრენინგებზე თუ საჯარო გამოსვლებზე მოვლენ, უკეთესი მომავლის შექმნის ხასიათზე წავიდნენ მათი ტრენინგის შემდეგ და თუნდაც ერთი ნათელი ნაბიჯი გადადგან საკუთარი მიზნისკენ.

მოკლედ, აი ასეთი გრანდიოზული გეგმები გვაქვს და ფაქტიურად სხვა რამეზე ვერც ვფიქრობთ, მთელი გუნდი ამ პროექტში ვართ ჩართული და ველოდებით 24 მაისს, ნებისმიერ მსურველს, 20 წლის ზევით ვისაც აქვს სურვილი ამ პროფესიით დაკავდეს შეუძლია შემოგვიერთდეს.

-ზოგიერთ ადამიანს აშინებს პასუხისმგებლოს საკუთარ თავზე აღება და საკუთარი თავის გარდა ყველაფერს სხვას აბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას, თქვენი აზრით როგორ უშლის ხელს ადამიანებს ეს ჩვევა წარმატების მიღწევაში და რას ურჩევდით მათ?
ადამიანები, რომლებიც არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, არის უდიდესი უმრავლესობა, ხოლო ისინი ვინც იღებენ უმცირესობა. სწორედ ამიტომაც, წარუმატებელი ადამიანები ბევრად მეტია ვიდრე წარმატებულები. ადამიანს აქვს ორი არჩევანი, ან მის ცხოვრებაში ყველა დამნაშავეა და ის არის უბედური ან თქვენ პასუხიხმგებელი ხართ და მიდიხართ წინ. არ არსებობს სხვა გზა. თუ თქვენ ცხოვრებაში ყველა დამნაშავეა ყოველთვის უბედური იქნებით. თუმცა არსებობს მეორე გამოსავალი აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მიაღწიოთ იმ დგომარეობას რასაც ჰქვია ჰარმონია საკუთარ თავთან, რასაც ჰქვია თვითრეალიზება და რასაც ჰქვია წარმატება. თუმცა, როგორც კი გადახვალთ პასუხისმგებლობის აღების მხარეს, გეტყვით, რომ ამ გზაზე არც თანვიდან შეგხვდებათ ია-ვარდი და არც ბოლოს, საერთოდ ია-ვარდი თქვენ თვითონ უნდა გააშენოთ ყველგან და ყოველთვის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ თუ გვინდა ჩვენს ცხოვრებაში იყოს ბაღნარი, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს ბაღნარი და არა მშობლებმა დაგიტოვონ მემკვიდრეობით. ჩვენი რჩევები მათთვისაა, ვისაც უნდა ცვლილებები და არ მათთვის ვინც ეძებს მიზეზებს რატომ იყოს ცუდად. ამიტომ არჩევანი ორია. ან თქვენ პასუხიხმგებელი ხართ და მიდიხართ წინ, ან ყველა დამნაშავეა და თქვენ დგახართ ადგილზე.

-როგორ ფიქრობთ, უმჯობესია დავისახოთ ჩვენი შესაძლებლობებს შესაბამისი მიზანი თუ ბევრად უფრო თამამები ვიყოთ მიზნების დასახვისას?

იმისათვის, რომ რომელი მიზანი შეეესაბამება ჩვენს შესაძლებლობებს, პირველ რიგში უნდა ვიცნობდეთ ჩვენს შესაძლებლობებს. დავიწყოთ იქედან რომ ჩვენ შესაძლებლობებს არ ვიცნობთ, ამიტომ განვსაზღვროთ მიზნები შესაძლებლობების მიხედვით ნიშნავს უმეცრებით დავკავდეთ, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მიზნები უნდა დავისახოთ ჩვენი ამბიციების მიხედვით და ამბიციები აუცილებლად მაღალი უნდა ვიქონიოთ. თუ ამბიციები არ გვაქვს, ვერ გვექნება შესაბამისი მიზნები და ვერც წავალთ წინ. აქედან გამომდინარე მიზანი უნდა იყოს არა შესაძლებლობებზე ზევით და ქვევით, არამედ ეს უნდა იყოს, ის რაც მე მინდა. ჩვენი სურვილები და ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის ტოლია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ჩვენს სურვილებს ვაფართოებთ და ჩვენს ფანტაზიას სურვილებში ვზრდით, შესაძლებლობების ზღავრიც იზრდება.

ჩვენმა მკითხველმა უფრო მარტივად რომ გაიგოს, მაგალითად მოვიყვანოთ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა შტანგის აწევაში რეკორდი მოხსნას, მისი შესაძლებლობა დღეს არის 20 კილოიანი შტანგა, მაგრამ ის აგრძელებს მუშაობას და მისი შესაძლებლობა ხვალ და ერთი თვის მერე იქნება 100 კილო და ერთი წლის მერე 300 კილო. აი ამის მერე მოხსნის ის რეკკორდს. აქედან გამომდინარე, ის როცა 20 კილოიან შტანგა წევდა, მას რომ ეთქვა მოდი მე ამ 20- 21 კილო შტანგაზე შევჩერდები, ის ვერსოდეს ვერ მივიდოდა 300 კილომდე და ვერასოდეს მიაღწევდა მიზანს შტანგის აწევაში. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა გგვინდა და დავიწყოთ მუშაობა და მივიდეთ იქამდე. წარმატების მიღწევაც სწორედ მაშინ შეუძლია ადამიანს თუ მას ამის უდიდესი სურვილი გააჩნია. უდიდესი სურვილი ეს არის, როცა შენ იმდენად გინდა რაღაც რომ მზად ხარ დაისახო გამომწვევი მიზანი, როცა მზად ხარ გადადგა ნაბიჯები და დისკომფორტის მიუხედავად ყველაფერი გააკეთო ამ მიზნის მისაღწევაად. ამ შემთხვევაში წარმატება მიიღწევა! მასშტაბური მიზნების მიღწევას კი მასშტაბური მიზნების დასახვა, მასშტაბური მუშაობა საკუთარ თავზე და მასშტაბური ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

-წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რა ხელისშემშლელი ბარიერები შესაძლოა წარმოიშვას ადამიანის გონებაში და როგორ უნდა გადალახოს ეს ბარიერები?

ამ თემაზე ჩემს საყვარელ ფსიქოლოგ ქრისტი მარი შელდონს აქვს ძალიან საინტერსო 24 ბლოკი, რომელიც ჩნდება ადამიანის გონებაში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ და თვითონ გაეცნოთ, რადგან მასზე უკეთესად და ამომწურავად ვერ გეტყვით. თუმცა, მოდით გაგიზიარებთ რა ხდება, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას წავიდეს წარმატებისკენ. პირველი რაც უშლის ხელს ეს არის წინააღმდეგობა, როცა საკუთარ თავს თვითონ ადამიანი ეწინააღმდეგება და უმტკიცებს რომ იგი ამას ვერ შეძლებს. ამიტომ ვისაც ეს თემა დეტალურად აინტერესებს, შეძულია ნახოს ქრისტი მარი შელდონის ‘’წარმატებისკენ მიმავალ გზაზე 24 ბლოკი’’ შეისწავლოს ეს თემა და ამის შემდეგ გაეცინებათ კიდეც და აღარც გაღიზიანდებიან, როდესაც ეცოდონებთ, რომ ესეთი გზა აბსოლიტურად ყველა წარმატებულმა ადამიანმა გაიარა.

რაც შეეხება ბარიერების გადალახვის თემას, გეტვით რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბარიებს ადვილად ლახავენ, როდესაც ხედავან რომ რაღაცის ეშიანიათ, მიდიან, შედიან ამ მდგომარეობაში, იპყრობენ ამ მდგომარეობას, მანამ სანამ არ დაძლევენ. თუმცა ყველასთვის ერთნაირი რეკომენდაციები ვერ გვექნება, რადგან ადამიანები განხვავებულები ვართ, გვაქვს განსხავებული ფსიქიკა და მითუმეტეს როცა ჩვენ აქ დიდ წარმატებაზე ვსაუბრობთ.

თუმცა იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი გრანდიოზული მიზნები დაისახონ და მათ უბრალოდ არ უნდათ დიდი მწვერვალები. ისინი მშვიდად და კომფორტულად იქნებიან რაღაც სტაბილურ გარემოში და ასე იცხოვრებენ… მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლიდერებზე, რომლებიც არიან სრულიად გადარეულები და სანამ გადარეულები არიან, არიან ლიდერები და როგორც კი დავაჭკვიანებთ და დავამშვიდებთ მეორე უკიდეურესობაში ვარდებიან, მათთვის რეკომენდაციები სულ სხვა არის. ამიტომ ბარიერების გადალახვის გზა ყველამ უნდა იპოვოს თავისი. ან თავისი ცხოვრების გამოცდილებებიდან გამომდინარე, ან გადახედოს წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, რომელთაც წიგნები აქვთ დაწერილი ბესტსელერებად და რომლებიც მსოფლიოს უზარებენ როგორ მიაღწიეს წარმატებას. ამიტომ, ადამიანებს ვურჩევდი დაკავდნენ ამ საქმიანობით და თავად იპოვონ ბარიერების გადაჭრის გზები თავად, თავისი შესალებლოებების გამოყენებით. თავიდან არავის არაფერი არ გამოსდის, ყველამ გაიარა წარუმატებლობის ისტორიები, სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ მეტი წარმატების ისტორიების ცოდნა, რომლებიც მოგვითხრობენ იმაზე წარუმატებლობიდან წარმატება როგორ შექმნეს.

 

-რა რჩევას  მისცემდთ მათ, ვინც გარკვეული მდგომარეობის გამო მუშაობს არასაინტერსო სამსახურში, თუმცა სურვილი აქვს რომ შეცვალოს ცხოვრება?

გამოუვალი მდგომარეობა ფაქტიურად არ არსებობს. მეც ვიყავი ამ მდგომარეობაში, როცა მქონდა არჩეული რაღაც სამსახური, რომელიც არ მაკმაყოფილდებდა არც ფინანსურად არც სულიერად მაგრამ მე მეგონა, რომ ამის მეტი არ შემეძლო. სანამ მე ეს მეგონა, რომ გამოუვალი მდგომარეობის გამო მე აქ უნდა ვიმუშაო, სწორედ ეს იყი ჩემი შეცდომა.

შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში დადგეს ისეთი მომენტი როცა თქვენ მოგიწიოთ არა იმის კეთება რაც გინდათ, არამედ ჭურჭლის რეცხვა მაგალითად, მაშინ როცა ოცნებობდეთ იყოთ ლექტორი. მაგრამ ეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა, ეს შეიძლება იყოს დროებითი ჩავარდნა, პატარა ხიდი B პუქტამდე გადასასვლელი.. თუ თქვენ ამ მდგომარეობს არქმევთ ტრაგიზმს მინდა გითხრათ, რომ დიდი შანსია აქ ჩარჩეთ. ეძებეთ გზები. თუ ახლა ხართ იმ კონკრეტულ სასახურში მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არ გაქვთ, ნუ ქმნით ამით ტრაგედიას, ნუ ხდებით ამ სიტუაციის მსხვერპლი უბრალოდ სანამ აქ ხართ იფიქრეთ როგორ მოხვდეთ იქ სადაც გინდათ. თუ ამის სურვილი გაქვთ, ეს ნიშნავს რომ უნდა გადადგათ ნაბიჯები. რადგა გზა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა თქვენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას იწყებთ.

და ბოლოს, ტოპ 5 რჩევა როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ვიცხოვროთ ბედნიერად?

1.გამოვიდეთ მსხვერპლის პოზიციიდან. დავანებოთ სხვების დადანაშაულებას თავი და ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

2. გავაცნობიეროთ რა გვინდა. ვიღაცის ჯიბრზე კი არა, ან სხვას რომ აქვს იმიტომ კი არა, არამედ ჩვენ რა გვინდა რეალურად, ვიპოვოთ ჩვენი საკეთებელი, ჩვენი სურვილი, ჩვენი მიზანი, ჩვენი გზა.

3. შევქმნათ მოქმედების სტრატეგია და გეგმა. როგორ და რა დროში ვაპირებთ ჩვენ იქ მისვლას. თუმცა დაგეგმვა ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად ისე იქნება, როგორც ჩვენ დავსახეთ, შეიძლემა მან ცვლილებები განიცადოს, მაგრამ მთავარია რომ გეგმის შედგენის შემდეგ აუცილებლად დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, მოქმედება.

4. ვიყოთ ძალიან მოქნილნი, რადგან ხანდახან იცვლება მიზნისკენ მიმავალი გზები. ის ზოგჯერ მოკლეა იქნება ზოგჯერ გრძელი. თუმცა აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ და ვიაროთ წინ.

5. როდესაც მიაღწევთ ამ მიზანს, აუცილებლად უნდა ისწავლოთ იყოთ მიღწეულით კმაყოფილი, მაგრამ ამავე დროს უნდა ითვალისწინებდეთ, რომ ცხოვრება გრძელდება და ეს პროცესი: დავსახე მიზანი, ვიმოქმედე და მივაღწიე, არის მუდმივი პროცესი. ბედნიერება არის პროცესი, წარმატება არის პროცესი, მიზნების მიღწევა არის პროცესი და არა საბოლოო წერტილი. ანუ როცა თქვენ აღწევთ მიზანს, აქებთ საკუთარ თავს, ისვენებთ და ისევ შემდეგ წრეზე აგრძელებთ მოქმედებას. ეს არ სრულდება. აქედან გამომდინარე ილუზია იმისა, რომ ოდესღაც მივაღწევ საოცნებო ცხოვრებას და მერე დავისვენებ, ეს არის ყველაზე დიდი ილუზია და დიდი სიცრუე. ისიამოვნეთ პროცესით და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ.

 

უღრმესი მადლობა ქალბატონ ხათუნას ასეთი სასგებლო და საინტერესო ინტერვიუსთვის და ექსკლუზივისთვის, რომელიც მხოლოდ B2P.GE -ის მკიხველებს გაუზიარა ”ქოუჩინგის და სპიკერ სკოლის” შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატია გახდება ადამიანებისთვის  სტიმული, რომ  დღესვე გადადგან პატარა ნაბიჯები ცვლილებებისკენ.

დიდ წარმატებებს ვისურვებ ქალბატონ ხათუნას თავის საქმიანობაში, რათა კიდევ ბევრ ადამიანს დაეხმაროს საკუთარი  წარმატების ისტორიის შექმნაში.

 

პატივისცემით 

მარიამ შარიქაძე

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 64 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ