თქვენს გულწრფელ მადლიერებას სასწაულები შეუძლია!

თქვენს გულწრფელ მადლიერებას სასწაულები შეუძლია!

მხოლოდ გულწრფელ მადლიერებასაც კი შეუძლია მოხდინოს სასწაულები და გადაგადგმევინოთ მთები. აგიმაღლოთ ენერგია და აგიტაცოთ ცხოვრების ისეთ დიდებულ მწვერვალებზე, სადაც ასვლას ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდით. ნათქვამია, იყავი მადლიერი იმის რაც გაქვთ, რათა მოგეცეთ ის რაც გინდათ – ო. მე მჯერა ამ გამონათქვამის ჭეშმარიტება და ვფიქრობ, ადამიანში მადლიერების უნარი ეს არის ყველაზე დიდი განძი სიყვარულის შემდეგ და მჯერა, რომ მადლიერებას ყოველთვის მოსდევს სასწაული.

არ გჯერათ? მე მესმის თქვენი, თუმცა მოდით ვცადოთ და ნახავთ, რომ მადლიერ ადამიანს ცხოვრება გაუღებს კარებს იქ, სადაც ადრე კედელი ხვდებოდა. გზა გამოჩნდება იქ, სადაც ადრე უფსკრული ხვდებოდა და უკან აბრუნებდა. სადაც წახვალთ დაგხვდებათ ყველგან ღიმილი, მიმღებლობა და პოზიტივი…და სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადრე ვერ გამჩნევდნენ, ვერ გიღებდნენ გულის კარს.

ნუ გამოტოვებთ ბედნიერ მომენტებს იყოთ მადლიერი ცხოვრებაში. რადგან ისევ და ისევ თქვენივე დამოკიდებულება ცვლის ცხოვრებას და სამყაროს თქვენს ირგვლივ.

წლების წინ, როდესაც პირველად ვიგრძენი მადლიერების ძალა დავრწმუნდი, რომ გაცემული ყოველთვის გიბრუნდება ადამიანს და თანაც საუკეთესო გზებით. მახსოვს, წინა ღამით ნაოცნებარი შანსები, დილით როგორ გამოჩენილა თითქოს და არსაიდან. ყოველდღიურად ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ სიხარულით გაეზიარებინათ ჩემი იდეები, დამხმარებოდნენ და მათაც სარგებელი მიეღოთ ჩვენი თანამშრომლობით.

ვცდილობდი მეპოვა მიზეზი რა იყო ასეთი, ”იღბლიანი დღეების” და გავაცნობიერე, რომ ცხოვრება ერთი დიდი ქვევრია, რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს. გაუღიმებ? ისიც გაგიღიმებს. იწუწუნებ? ისიც მიზეზს მოგცემს იწუწუნო. გაუგზავნი სამყაროს მადლიერებას? კიდევ უამრვ მიზეზს მოგცემს იცხოვრო მადლიერების შეგრძნებით. სწორედ ამ გაცნობიერების მერე მივხვდი, თუ რა ძალა აქვს ყოველ პოზიტიურ გაელვებასაც კი ჩვენს გონებაში. ჩვენი ცხოვრება კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია და რაც არ უნდა მწარე იყოს ახლა ამის მოსმენა, ეს სიმართლეა, რომელიც გაიძულებთ შეიცვალოთ.

ძალიან ბევრჯელ მითქვამს: მე ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ…. და ვწერდი, არა მხოლოდ იმას რაც მქონდა, არამედ იმასაც რაც მინდოდა მქონოდა და ვიღებდი კიდეც. ეს ერთგვარი თამაშია, წინასწარ გამოხატო მადლიერება და სიხარული იმისთვის, რაც ჯერ კიდევ შორსაა შენგან და გულწრფელი მადლიერების ძალა, აუცილებლად მოგართმევს გამატერიალებულ სურვილს. სცადეთ, მე დღემდე ვიყენებ ამ პრინციპს.

რა თქმა უნდა შეგიძლიათ არ დამიჯეროთ და იფიქროთ, რომ მხოლოდ მადლიერება ვერ გვიშველის. გეთანხმებით! თუმცა მადლიერების გარეშეც არაფერი გვიშველის. ეს ხომ ასეთი ადვილია? თქვა ყოველ დღე მადლობა რაც გაქვს და რაც გინდა რომ გქონდეს? და თუკი ამ პატარა მარტივი ნაბიჯის გადადგმაც არ შეგიძლიათ დასახული მიზნებისკენ, მაშინ დაფიქრდით, რაღაც ხომ არ უნდა შეცვალოთ თქვენში…?

იოცნებეთ მკიფიოდ, აქციეთ ისინი მიზნებად, მიზნები ამოცანებად და ყოველდღიურ სამოქმედო გეგმათ. იყავით მადლიერი რაც გაქვთ და დღესვე გამოხატეთ მადლიერება და სიხარული იმისთვის, რაც გსურთ მიიღოთ და აუცილებლად მიიღებთ კიდეც! მე კი წინასწარ გილოცავთ შედეგს!

გმადლობთ დროისთვის, რომელიც სტატიის კითხვას დაუთმეთ და არ დამივიწყოთ გამიზიაროთ თქვენი შედეგები და მადლიერების სასწაულები.

ბედნიერად!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დააქვეითონ თქვენი თვითშეფასება

ბევრი ჩვენგანი შეხვედრია ადამიანებს, რომელბიც სხვების დამცირებით სიამოვნებას იღებენ. ასეთ მოვლენას სახელწოდებაც კი აქვს – სოციალურ-დესტრუქციული ქცევა. ეს თითქოს უწყინარი ქცევაა, თუმცა მისი შედეგები შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს. ადამიანი იღებს

Print Friendly, PDF & Email

დალაი ლამას 40 ცხოვრებისეული გაკვეთილი

ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია. თუ ეჭვობ, გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ. ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რომ მისი სიძულვილზე დახარჯვა არ ღირს. სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები

Print Friendly, PDF & Email

ბიზნესმენი რომან ფიფია სტიქიით დაზარალებულებს ბინებით დაეხმარება

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი, რომან ფიფია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სტიქიით დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები შეუძინოს. „დღეს გლოვის დღეა საქართველოში. მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით

Print Friendly, PDF & Email

ჰარვ ეკერის 17 ღირებული საიდუმლო მილიონერების გონებიდან

ჰარვ ეკერის წიგნი “მილიონერი გონების საიდუმლო” არის ერთერთი საუკეთესო , რაც კი დაწერილა ამ მიმართულებთ, აქ განხილულია როგორ ავაშენოთ ფინანსური კეთილდღეობა. ამ წიგნში ვისწავლით განსხვავებას მდიდარ ადამიანებისა და ღარიბ ადამიანების

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული ადამიანის 14 თვისება

1. მათ იციან, როდის დარჩნენ და როდის წავიდნენ. წარმატებულმა ადამიანებმა ზუსტად იციან, როდის შეიცვალონ სამსახური, როდის დაიწყონ თავისი საქმე ან როდის დახურონ კომპანია. მათ კარგი ინტუიცია აქვთ და არ ეშინიათ

Print Friendly, PDF & Email

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ იქნებით მეხსიერების იმედად. ჩაინიშნეთ თქვენი დავალებები და განტვირთეთ ტვინი. 2. შეადგინეთ პრიორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მთავარზე და დრო არ ხარჯოთ მეორეხარისხოვან და უმნიშვნელო საკითხებზე. 3. ყოველი კვირის

Print Friendly, PDF & Email