8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ და თქვენ შეიძლება ეშინოდეთ
2572 Views

8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ და თქვენ შეიძლება ეშინოდეთ

ადამიანებს ეშინიათ თქვენი? შესაძლებელია ისინი თქვენში ძლიერ პიროვნებას ხედავენ.
როცა ადამიანები ძლიერ პიროვნებას ხვდებიან, მათ უჭირთ გაერკვნენ რა ტიპის პიროვნებასთან აქვთ საქმე.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს იმისა, რომ ძლიერი პიროვნება ხართ, რომელსაც ადამიანები პატივისცემით და რიდით უნდა მოეპყრან.

1. თქვენ ვერ იტანთ თავის მართლებას
ძლიერი ადამიანები ვერ იტანენ თავის მართლებას. თქვენ არ გაინტერესებთ სხვისი წუწუნი იმის თაობაზე, თუ რა შეეძლოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. თქვენ კონცენტრირებული ხართ პირად შესაძლებლობებზე, იმაზე თუ რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მეტს მიაღწიოთ.

ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, თუ რატომ ვერ მიაღწიეთ რაიმე მიზანს, მაგრამ ძლიერ ადამიანებს საკმარისზე მეტი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ იცოდნენ, რატომ არის საჭირო ამ მიზნის მიღწევა.

2. თქვენ ძალიან ფრთხილი ხართ იმ ადამიანების შერჩევაში, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაში უშვებთ
ძლიერი ადამიანი არ ეყრდნობა სხვის მოსაზრებებს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ის, როგორია და რა შეუძლია. თქვენ აცნობიერებთ, რომ უბრალოდ ზოგჯერ გჭირდებათ სხვისი აზრი მოისმინოთ საკუთარ თავზე, ისევე როგორც სხვებს აინტერესებთ რა აზრის არიან გარშემომყოფები მათზე.

3. თქვენ ვერ იტანთ უაზრო ყბედობას
თუ თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ, თქვენი თავი სავსეა იდეებით. თქვენ არ გაქვთ სურვილი, რომ დრო უქმად დაკარგოთ ფუჭ საუბარზე ან ჭორაობაზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ დროის გამოყენება შეიძლება სამყაროს შესაცვლელად.

ზოგჯერ თქვენ გეჩვენებათ, რომ არ შეგიძლიათ ფუჭად საუბარი, საერთოდ არაფერზე. უბრალოდ თქვენთვის ეს არასასიამოვნოა, რაგან ჭორაობა და ფუჭი საუბარი კლავს დროს და ტვინის უჯრედებს.

4. თქვენ ვერ ეგუებით უგრძნობელობას, იდიოტიზმს და თავხედობას 
დომინირებადი პიროვნებები ცოდნისა და აღზრდის უკმარისობაზე დგანან. ძლიერი პიროვნებები გონიერები და ერუდირებულნი არიან. სწორედ ამაში მდგომარეობს მათ შორის არსებული ძირითადი სხვაობა.

თუ თქვენ დიდ დროს და ენერგიას ხარჯავთ საკთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებაში, მაშინ ვერასოდეს შეეგუებით იმას, თუ როგორ მსჯელობენ ადამიანები საკთხებზე, რომელთა არსიც კი არ ესმით. ძლიერი ადამიანი არასოდეს გამოიყენებს საკუთარ ცოდნას იმისათვის, რომ მოახდინოს ადამიანებით მანიპულირება. თუმცა შეუძლია მათ მიანიშნოს, რომ სანამ რამეს იტყვიან, ჯერ უნდა იფიქრონ.

5. თქვენ შეგიძლიათ მოსმენა
ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ მოსმენა. თითქოს ამას ყველა აფასებს, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანები, რომლებიც მიჩვეული არ არიან რომ მათ უსმინონ, მსგავსმა ყურადღებამ შესაძლოა შეაშინოს კიდეც.

6. თქვენ არ გჭირდებათ ყურადღება
ძლიერი ადამიანი არ ცდილობს ყურადღების ცენტრში მოხვედრას. თუმცა თქვენი პიროვნება გარშემომყოფებს იზიდავს. სწორედ ამიტომ არის, რომ სოციალური კონტაქტების უმეტესობა, რომლებიც თქვენ გყავთ დაგიგროვდათ იმიტომ, რომ იმ ადამიანებს სურთ მათ გარემოცვაში იყვნენ ისეთები, როგორიც თქვენ ხართ.
მითუმეტეს, ნუ დაივიწყებთ, რომ ზოგჯერ თქვენ გჭირდებათ გადატვირთვა. ნუ შეგეშინდებათ შესვენების. ეს ნორმალურია – იზრუნოთ საკუთარ გრძნობებზე ისე, როგორც სხვების გრძნობებზე ზრუნავთ.

7. თქვენ უშიშარი ხართ
შესაძლოა ეს პუნქტი თქვენ არ გეხებათ, ეს ალბათ ერთად-ერთია, რისიც გეშინიათ. მაგრამ სხვებსა და თქვენს შორის სხვაობა არის იმაში, რომ თქვენ ამ შიშს არ აძლევთ უფლებას მოგერიოთ და ხელი შეგიშალთ ისე ცხოვრებაში, როგორც გსურთ.

8. თქვენ საკუთარ მოწყვლადობას განიხილავთ, როგორც ახალი შესაძლებლობას
მოწყვლადობა გაიძულებთ გახდეთ სრულყოფილი. თქვენ იცით, რომ შეუდარებელი არ ხართ, მაგრამ არ გეშინიათ შეცდომების დაშვების და ამ შეცდომებზე სწავლის. თუ ადამიანი არ მოქმედებს, ის არ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობს.

რასაკვირველია, ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ თქვენს გვერდით ყოფნა რთულია. მაგრამ მათ ურთულდებათ თქვენთან ურთიერთობა იმიტომ, რომ თქვენ გსურთ გარემოცვაც თქვენთან ერთად იზრდებოდეს. თუ სირთულე ამაში მდგომარეობს, მაშინ უკეთესია დარჩეთ იმ ადამიანად, ვინც ხართ.

თქვენ როგორი პიროვნება ხართ? რამდენი ნიშანი იპოვეთ საკუთარ თავში? მოგვიყევით კომენტარებში!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like