თქვენ ბატი-ბუტის შეფუთვა ხართ

თქვენ ბატი-ბუტის შეფუთვა ხართ

თქვენ ხართ საშტამპე პრესი, პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, ამანათის ყუთი, ელექტრო მოტორი. თქვენ ბატი-ბუტის შეფუთვა ხართ, რომელიც, მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად უწევს კონკურენციას მსგავს პროდუქტს და მიისწრაფის, რომ არ დარჩეს თაროზე შეუმჩნეველი არამედ აღმოჩნდეს მყიდველის ხელში.

გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა წარსდგეთ როგორც პროდუქტი. თანამშრომლის დაქირავებისას კომპანია ახდენს კაპიტალდაბანდებას. თანამშრომლის დაქირავება და მისთვის კუთვნილი ხელფასის გადახდა არაფრით არ განსხვავდება მჩარხველი დაზგის წარმოებისგან, ან ასლის გადამღები აპარატის და მტვირთამწესაგან. ადამიანის სამსახურში აყვანა იგივეა რაც ნებიმიერი სახის პროდუქციის ყიდვა, რომელიც გაზრდის კომპანიის მუშაობის ეფექტურობას.

მაგალითად კომპანია განსაზღვრავს რომ სავაჭრო პალატის ახალი დადგენილება გაზრდის ან შეამცირებს გაყიდვებს და ამით ამართლებს მოსალოდნელ ხარჯებს.ანალოგიურია ახალი თანამშრომლის დაქირავებაც. კომპანიას უნდა, რომ დახარჯულმა სახსრებმა გაზარდოს გაყიდვები.კომპანია იმედოვნებს რომ თუ მოახდენს ინვესტირება ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაში CAD/CAM შეამცირებს წარმოების ხარჯებს.

თქვენ პროდუქტი ხართ. თქვენი სამსახურის შემქმნელი კლიენტი.თქვენ-პროდუქტს კლიენტი შეიძენს იმ შემთხვევაში თუ თქვენ მასში დადებით ემოციებს გამოიწვევთ და შესძლებთ მის გარკვეულ პრობლემის გადაჭრას.ასევეა ბატი-ბუტის ყიდვისას, მომხმარებელი თქვენს სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს თუ შეფუთვა მის ყურადღებას მიიპყრობს.

თქვენი შეფუთვა ეს თქვენი გარეგნობაა, თქვენი მოსმენის კულტურა, ის თუ როგორ იქცევით,როგორ იცინით და ამ ყველაფერს თავს ვერ აარიდებთ, რადგანაც ეს თქვენ ხართ.შესძლებთ კლიენტს შეუქმნათ პოზიციური დამოკიდებულება, თუ თქვენ კომპანიის კორპორატიული ეთიკის ნორმებში ჯდებით და უსვამთ გონივრულ შეკითხვებს.

თქვენ კლიენტში გამოიწვევთ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს, თუ შეხვედრისთვის დეტალურად მოემზადებით .

და რაც მთავარია კლიენტი ანუ თქვენი დამქირავებელი კომპანია დაგიქირავებთ თქვენ იმ შემთხვევაში თუ ჯიბეში აღმოაჩნდათ საკმარისი თანხა და თუ თქვენი წყალობით გადაჭრილი პრობლემით მომხმარებელი მიიღებს მეტს.

რათქმაუნდა თქვენ არ ხართ რობოტი. მაგრამ თქვენ გიყიდიან ისე როგორც ავტომატიზირებულ ამწყე დაზგას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

Uncategorized @ka

თქვენი მარკეტინგული კომპლექსი

სამსახურის მიღების კომპლექსი შედგება მარკეტინგისა და გაყიდვებისაგან. ეს იგივეა რაც ფირმის პროდიუქციის მიყიდვა კლიენტისთვის. როდესაც თქვენ პირადი მარკეტინგით ხართ დაკავებული უნდა გაითვალისწინოთ მარკეტინგული კომპლექსის ყველა ელემენტი. მარკეტინგის თქვენეული გგმა შესდგება

სიახლეები

სასწაული,რომელიც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში

დასვენების დღე იყო. მეც გამოსასვლელი დღე მქონდა. არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ ვფიქრობდი და ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. აივანზე ჩემს ყვავილებს მზის სხივები ეფერებოდნენ თითქოს.ნიავი ოდნავ არხევდა ფარდას.საოცარი იდილია სუფევდა სახლში.თავს კომფორტულად ვგრნობდი.თუმცა

ცხოვრებისეული

ჩარლის სიყვარულის მგზნებარე მანიფესტი

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი, რომ დარდი და ემოციური ტანჯვა მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია იმისა, რომ საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას ჰქვია “იყო ნამდვილი“; როდესაც საკუთარი თავის