მშვიდობით ბენზინო: Toyota-მ დაიწყო ავტომობილების სერიული გამოშვება, რომლებიც წყალბადზე მუშაობენ
8270 Views

მშვიდობით ბენზინო: Toyota-მ დაიწყო ავტომობილების სერიული გამოშვება, რომლებიც წყალბადზე მუშაობენ

იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა Toyota-მ დაიწყო მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ძრავის მქონე მანქანების სერიული გამოშვება. ახალი სედანი «Mirai» მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, ცუდი გამონაბოლქვის ნაცვლდ კი აწარმოებს სუფთა წყალს. კონსტრუქტორები აცხადებენ, რომ ავტომანქანის ერთხელ გამართვა საკმარისი იქნება 650 კმ მანძილის გასავლელად.

Toyota-მ თავისი პირველი წყალბადზე მომუშავე სედან «Mirai»-ის გაყიდვა ქვეყნის შიგნით მიმდარე თვეში დაიწყო. 2016 წლიდან დაანონსებულია ავტომობილის აშშ-ში გაყიდვა.

ახალი ავტომობილის ფასი იაპონიაში შეადგენს 60 000 აშშ დოლარს. ამასთან, ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეკოლოგიური სედანის ყველა მყიდველი სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით მიიღებს 17 000 აშშ დოლარს.

რამდენადაც «Mirai» მუშაობს წყალბადზე, მას სჭირდება სპეციალური გასამართი სადგურები. პროცესს სულ რამოდენიმე წუთიანია. ამასთან, მწარმოებლის მონაცემების მიხედვით, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სავსე ავზით ავტომობილი გაივლის 650 კმ-ს, ხოლო 1 კმ-თვის საკმარისი წყლით გამართვა დაჯდება მხოლოდ 0,01 აშშ დოლარი.

ავტომობილის უნიკალურ ძრავაში ენერგიის გამომუშავება ხდება წყალბადის მჟავა რეაქციის წარმოქმნით ელექტროქიმიურ გენერატორში. ელექტროძრავის სიმძლავრე შეადგენს 136 ცხენის ძალას.

უახლოეს მომავალში წყალბადზე მომუშავე მანქანების ბაზარზე გამოსვლს გეგმავს Honda. კომპანია 2016 წლიდან იწყებს FCV მოდელების გაყიდვას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like