ტოპ -მოდელების 13 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალს გამოადგება

ტოპ -მოდელების 13 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალს გამოადგება

მოდური ჟურნალების გარეკანზე დაბეჭდილი მოდელები ყველას იდეალურად ეჩვენება, თუმცა, ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი, უბრალოდ საკუთარი თავის მოვლაზე გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე სხვები და სილამაზე მათთვის რაიმე ცალკეული პროცედურები კი არა, ცხოვრების სტილია.

ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების ნაცვლად, ისინი ენდობიან სილამაზის საკუთარ რეცეპტებს, რომლებიც ეხმარებათ ხანგრძლივი ჩვენებების შემდეგ სახის კანისა და თმის აღდგენაში.

B2P.GE ამ სტატიით გაგიზიარებთ მათ საიდუმლოებებს:

ჯიჯი ჰადიდი

  • «დედაჩემმა სახეზე გამონაყარისგან ერთ ღამეში გათავისუფლება მასწავლა. გაღიზიანებული ადგილის კგამოსაშრობად ბილის პასტას ვისმევ».
  • «საჭიროა სწორი კვება, მაგრამ აუცილებელია ერთი დღის გამოყოფა და ყველაფრის ჭამა, რაც მოგინდებათ».

მირანდა ქერი

  • პილინგისთვის მირანდა მშრალ, ნატურალური ძუისგან დამზადებულ ჯაგრისს იყენებს. მასაჟს ის ფეხის თითებიდან იწყებს, ადის ზემოთ მკერდისკენ, შემდეგ კი ხელის თითებიდან მხრებისკენ გადადის. ეს მეთოდი კანს არამარტო სინაზეს ანიჭებს, არამედ ასუფთავებს მკვდარი უჯრედებისგან, ასევე აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის ცირკულაციას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ცელულიტის წარმოქმნას.
  • მოდელის კოსმეტიკურ ჩანთაში უმთავრესი ადგილი უჭირავს ასკილის ზეთს, რომელსაც გამაახალგაზრდავებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ყოველ საღამოს, მოდელი სუფთა სახის კანზე ისმევს ზეთს და იტოვებს ღამის მანძილზე. ზეთი კვებავს კანს, არბილებს და ბზინვარებას ანიჭებს. ჩვენებების შემდეგ, მირანდა ასევე დემაკიაჟის საშუალებად იყენებს მას.
    სხვათა შორის, კანი მადლობას გეტყვით, თუ რომელიმე სხვა ზეთსაც გამოიყენებთ, მთავარია ის შეეფერებოდეს თქვენი კანის ტიპს.

ჯოან სმოლსი

  • მოდელის განცხადებით, თმასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთი სასწაულმოქმედი ნიღაბით.
  • მისი რეცეპტი მარტივია: მწიფე ავოკადოს პიურეს უნდა აურიოთ 2ც კვერცხის გული და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. ნარევი მთელ თმაზე და ძირებზე უნდა წაისვათ კარგად. პროცედურა კვირაში 2-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

ადრიანა ლიმა

  • როგორც ნებისმიერ ახალგაზრდა გოგოს, ადრიანასაც დროდადრო სახეზე გამონაყარი უჩნდება. თუმცა ის სწრაფად უმკლავდება ამ პრობლემას ჩაის ბუჩქის ზეთით. დღეში ორჯერ მოდელი სახის გაღიზიანებულ ადგილებზე ბამბის ჩხირით ისმევს აღნიშნულ ზეთს.

ჰაიდი კლუმი

  • იმ გოგონებს, რომლებსაც სურთ, რომ ფეხები ჰქონდეთ მოვლილი და ყურადღება მიიქციონ, ჰაიდი ურჩევს შემდეგ რეცეპტს: დამატენიანებელი საშუალება და ავტო-რუჯი ერთმანეთში აურიეთ. სკრაბის ან ღრუბელის დახმარებით მოიცილეთ მკვდარი უჯრედები ფეხების კანიდან. ზემოთ აღნიშნული ნაზავის წასმით თქვენ შეძლებთ ფეხის კანის ნაკლის დაფარვასაც და ლამაზი კონტურის შექმნასაც.

ირინა შეიკი

  • სუფთა და შემშრალებულ თმაზე მოდელი ისმევს დამატენიანებელ კონდიციონერს და ფალგის ქაღალდით იფუთავს თავს. ასეთ ფორმაში მას არც სანაპიროზე გასვლის ერიდება, რადგან მზის სხივები ათბობს ფალგას და სითბოზე ნიღაბის შემადგენელი ნივთიერებები აქტიურდება, რის გამოც უფრო ღრმად აღწევენ თმის სტრუქტურაში. ასეთი ნიღაბი მისწრებაა მტვრევადი თმისთვის.
  • ირინა შეიკი კოსმეტიკურ საშუალებებში უპირატესობას ანიჭებს ნატურალურ ქოქოსის ზეთს. ის სახეს ბზინვარებას ანიჭებს, ატენიანებს და ინფექციისგან იცავს.
  • ყოველ დილით მოდელი ცივ წყალს ივლებს, სახეს ყინულის კუბით იწმენდს და კიტრის ნიღაბსაც ხშირად იყენებს: «მე ეს ყველაფერი დედისგან ვისწავლე, მას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული საშუალებები ეყიდა, მაგრამ იაფფასიან და ეფექტურ მეთოდებს იყენებდა».

ჟიზელ ბუნდჰენი

  • ჟიზელის კოსმეტიკური ფავორიტი არის ცივი დაწნეხვით მიღებული ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთი. ზღვის მარილთან ერთად ჟიზელი ზეითუნის ზეთისგან ამზადებს სკრაბს, რომელიც კანს ხდის ერთგვაროვანს და ბრწყინვალეს, ასევე გამოაქვს ტოქსინები მისგან და ებრძვის ცელულიტს.

კაროლინა კურკოვა

  • მაკიაჟს მოდელი ქოქოსის ზეთის დახმარებით იშორებს, ის მშვენივრად უმკლავდება მყარ კოსმეტიკურ საშუალებებსაც კი. ქოქოსის ზეთი ატენიანებს და უვლის კანს. მასში დიდია ამინომჟავების და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების შემცველობა.
  • ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა აღიარა, რომ მას ცხიმიანი კანი აქვს. ფაიფურის ტონალობისა და იდეალურად მოვლილი კანის მისაღებად ის ლიმონის წვენს იყენებს, რომლისგანაც სახის ტონიკს ამზადებს. რეცეპტი მარტივია: პროპორციით 1/1-ზე ლიმონის წვენს აზავებს ჩვეულებრივ წყალში და სახეს იწმენდს.

ნაომი კემპბელი

  • «ყავა — სასწაულმოქმედი იარაღია ცელულიტის წინააღმდეგ», — განაცხადა ერთხელ კემპბელმა. მაშინაც კი, როცა პრობლემას «ფორთოხლის ქერქი»-ს ფორმა აქვს, ყავის სკრაბი საუკეთესო საშუალებაა. პირველივე გამოყენების შემდეგ თქვენი კანი ბავშვის კანივით ჩვილი გახდება. რაც უფრო მაღალია კოფეინის შემცველობა ყავაში, მით უფრო ელასტიური გახდება კანი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნების 11 პრინციპი ბიზნესში

ბიზნესი – ისეთივე წინააღმდეგობაა, როგორიც რეალური ორთაბრძოლა. იბრძვიან ყველანი: ადამიანები ადამიანების წინააღმდეგ, ბიზნესმენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, კანონები კონტრაქტორების წინააღმდეგ, გარემოებები გამართლების წინააღმდეგ, გეგმარება ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ. ამიტომ, ბიზნესმენებისთვის საჭიროა საკუთარ არსენალში

ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

მამამ ალბათ გასწავლათ გარკვეული ნაწილი ამ სტატიაში მოყვანილი საკითხებიდან. მაგრამ თუ მას არ დაუთმია სათანადო დრო ამ ყველაფრისთვის, მაშინ აქ მოყვანილი ჩამონათვალი ნამდვილად გამოგადგებათ მამაკაცებს: 1. შეეცადეთ შეხვდეთ ისეთ გოგოებს,

რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს სინანულმა?!

დღევანდელ სტატიაში მინდა შემდეგი კითხვით მივიქციო თქვენი ყურადღება. საინტერესოა შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ სინანული და მსგავსი ნეგატიური განცდები ჩვენს სასარგებლოდ? პასუხი ერთმნიშნელოვანია! რა თქმა უნდა კი! სინანული განუხორციელებელი მიზნების გამო,

საქმიანი მოლაპარაკებების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უამრავი კონფლიქტური სიტუაცია გვხვდება, მშვიდობის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული დიპლომატია. მოლაპარაკების ხელოვნების ცოდნა საჭიროა ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მისი პროფესიისა და საქმიანობისა, რადგან ჩვენი

ლუიზა ჰეის 25 საუკეთესო ციტატა, რომლებიც მოქმედებენ ჯადოსნურად!

ლუიზა ჰეი – ნიჭიერი ფსიქოლოგი, პოზიტიური აზროვნების და ქმედების საფუძველზე თვითდახმარების ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი. 30-ზე მეტი წიგნის ავტორი ფსიქოლოგიის შესახებ. მისი ერთ-ერთი ბესტსელერია «შენ შეგიძლია გაამთელო საკუთარი ცხოვრება», რომელიც გადათარგმნილია

ბავშების აღზრდაში მამების როლის დამადასტურებელი 7 ფაქტი

ითვლება, რომ ბავშვის აღზრდაში მამამ უნდა ჰქონდეს «მეორე მფრინავის» პოზიცია. ზოგი მამაკაცი შეიძლება ფიქრობს, რომ მისი როლი უმნიშვნელოა, თუმცა ეს ასე არ არის. სტერეოტიპი მამის როლის შესახებ დიდი ხანია ცნობილია,