მსოფლიოს ტოპ-10 უგემრიელესი ყველი, რომლებიც უნდა გასინჯოთ
3107 Views

მსოფლიოს ტოპ-10 უგემრიელესი ყველი, რომლებიც უნდა გასინჯოთ

10. პარმეზანი – მაგარი, მტვრევადი, მძაფრი გემოს მქონე. ის უნდა დაჭრათ ძალიან თხელ ნატეხებად და მიირთვათ მსხალთან და მიწის თხილთან ერთად. პარმეზანს ამატებენ პასტებში, რიზოტოში, ომლეტებში. 100 გრ პარმეზანში დაახლოებით 392 კალორიაა.

 

 

9. ბრი – ძველი ფრანგული ყველი. მეფეების ყველი. მისი გემო დამოკიდებულია დაძველების ხანგრძლივობაზე, რომელიც ვარირებს სოკოსა და ხილის გემოებს შორის. ხილი და ბრი საუკეთესო შეხამებაა. 100 გრ შეიცავს 330 კალორიას.

 

 

8. კომბოცოლა (Cambozola) – გერმანული, დაწნული, ძროხის ყველი, რომლის მწარმოებლებმაც შეძლეს მსუბუქი ფრანგული ყველის და იტალიური გორგონცოლას გემოს გაერთიანება. გემოთი კამამბერეს წააგავს, მაგრამ წნულების გამო ის უფრო მსუყე და მძაფრია. ამ ყველს ძალიან უხდება ხილი (მაგალითად ნესვი, ყურძენი ან მსხალი). იმისათვის, რომ კომბოცოლას თავისებური გემო კარგად შეიგრძნოთ, საჭიროა მის არომატს ბოლომდე გახსნის საშუალება მისცეთ. ამისათვის საჭიროა ყველი სუფრაზე გატანამდე 1 საათით ადრე დადოთ თეფშზე. 100 გრ საშუალოდ 427 კალორიას შეიცავს.

7. მასკარპონე – იტალიური ნაღების ყველი მდიდარი გემოთი, რომელიც ნაღებისა და იოგურტის გემოს ჰგავს. 100 გრ შეიცავს 453 კალორიას.

 

 

 

6. კამამბერე – მსუბუქი ყველი, რომელიც ძროხის რძისგან მზადდება. ბრი და კამამბერე ერთმანეთს ჰგავს გემოთი, მაგრამ ბრი ოდნავ უფრო ცხიმიანია. 100 გრ შეიცავს 3000 კალორიას.

 

 

5. დორ ბლუ – გერმანული ლურჯი ყველი. უმჯობესია მიირთვათ თხილთან და ყურძენთან. თუ ერთდროულად რამოდენიმე სახეობის ყველს მიირთმევთ, სჯობს ეს სახეობა ბოლოსთვის შემოიტოვოთ. 100 გრ შეიცავს 354 კალორიას.

 

 

 

4. გორგონზოლა (Gorgonzola) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ყველი, რომელიც გამორჩეულად მძაფრი გემოთი ხასიათდება. მას თხილის მსუბუქი არომატი და მოტკბო გემო აქვს. 100 გრ შეიცავს დაახლოებით 358 კალორიას.

 

 

3. მოცარელა – კამეჩის რძისგან დამზადებული ყველი. ეს ყველი ძალიან უხდება პომიდორს, ბაზილიკს და ზეითუნის ზეთს. შეიძლება ცოტაოდენი შავი პილპილის დამატებაც. 100 გრ შეიცავს 250 კალორიას.

 

 

2. როკფორი – ცნობილი ფრანგული დაწნული ყველი. როკფორი კარგად მიდის ისეთ ღვინოებზე, როგორიცაა: Cahors, Sauternes, Porto. 100 გრ შეიცავს 335 კალორიას.

 

 

1. ტეტ-დე-მუან – მიეკუთვნება ექსკლუზიური შვეიცარული ყველის კატეგორიას. ფრანგულიდან თარგმანი ნიშნავს – «მონარქის თავი». ტეტ-დე-მუანი მზადდება ძროხის რძისგან, მხოლოდ ზაფხულის თვეებში. დაჭრისას ყველს აქვს ერთგვაროვანი შიგთავსი, გამოირჩევა სქელი კონსისტენციით. აქვს ძლიერი არომატი და მძაფრი გემო. უხდება თეთრ ღვინოებს. 100 გრ შეიცავს 410 კალორიას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like