ტკივილი გადის მაშინ, როცა მისი აუცილებლობა ქრება

ტკივილი გადის მაშინ, როცა მისი აუცილებლობა ქრება

ტკივილი – ეს არის იმის მიღების საშუალება, რისი მიღებაც უმტკივნეულოდ შეუძლებელია

ზოგიერთი ფსიქოთერაპევტი თვლის, რომ პრაქტიკულად ყველა დაავადების საფუძველი არის ფსიქოლოგიური მიზეზი. მაგრამ კლასიკური მედიცინა ოფიციალურად ცნობს შვიდ დაავადებას, რომელბშიც ფსიქოლოგიური ფაქტორი არის წამყვანი.
დაავადება ჩნდება, როგორც მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება, რასაც სხვა გზით ვერ იკმაყოფილებს ადამიანი.
მაშ ასე, რის საშუალებას იძლევა ტკივილი?
1. საკუთარ თავზე ზრუნვა დანაშაულის გრძნობის გარეშე

წამლები, თავის მოვლის საშუალებები, ძვირადღირებული ანალიზები, პროცედურები, გამოკვლევები – ეს ყველაფერი გარანტირებული გაქვთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ავად ხართ.
შეეცადეთ იგივე თანხა დახარჯოთ სტილისტის ან მასაჟისტის მომსახურებაზე. რამოდენიმე თაობის ქალბატონებისთვის ეს ხელმიუწვდომელია. ყოველთვის არის ისეთი რამ, რისთვისაც ფული უფრო საჭიროა.
2. დასვენების უფლება
პარადოქსი იმაშია, რომ თანამედროვე ქალების უმეტესობა, მაშინაც კი, როცა მუშაობენ ე.წ. ფრილანსერებად ან თავისუფალი გრაფიკით, მაინც ცხოვორბენ შემდეგი პრინციპით: – “ქალს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს დასვენებისთვის – ფეხმძიმობა და ავადმყოფობა”.
მთელი ჩვენი სისტემაც მოწყობილია ამ პრინციპის მიხედვით. ბავშვს არ შეუძლია სკოლის გაცდენა, თუ წასვლა არ უნდა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ავად გახდება. არ არის აბსურდი ეს ყველაფერი?!
3. ახლობლებზე ზრუნვის უფლება
შესაძლებლობა, რომ თავი იგრძნო ქალად, რომელზეც ზრუნავენ.
რატომღაც მიღებული არ არის ძლიერებზე, ჭკვიანებზე და წარმატებულებზე ზრუნვა, მითუმეტეს მათზე, ვისაც თავად შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე. ავადმყოფობა ამ ზრუნვისა და სინაზის მიღების საშუალებას იძლევა.
თუ ახლობელი ადამიანები მაინც აიგნორებენ დახმარების თხოვნის ამ ორაზროვან გზავნილებს, მაშინ ავადმყოფობა პროგრესირებას დაიწყებს და რაღაც მომენტში ამ თხოვნების მოსმენა მაინც მოუწევთ. რეანიმაციულ პალატასთან მორიგეობა მათთვის გარანტირებული იქნება.
4. ახლობლების და მეგობრების ყურადღება
ავადმყოფობა – ეს არის საშუალება, რომ თავი განსხვავებულად იგრძნო, ყურადღება მიიქციო. შენს შესახებ საუბრობენ, შენს გარშემო განიხილავენ საკითხებს. შენ ხდები “დღის თემა”. რაც უფრო მძიმე და გართულებულია ავადმყოფობა, მით მეტი “აჰ და ოჰ” ისმის გარშემო.
5. პატივისცემა
ადამიანი, რომელსაც გადატანილი აქვს მძიმე ტანჯვა იწვევს პატივისცემას.
თუ ის, რითაც შენ მოცემულ მომენტში ხარ დაკავებული, რატომღაც არ იწვევს პატივისცემას (პირველ რიგში თავად შენში), მაშინ სერიოზული ავადმყოფობა მოგიტანთ ან პატივისცემას. საკუთარი თავის „გმირად“ შეგრძნებაზე ჯერ არავის უთქვამს უარი.
6. იმ საკითხების გადაუჭრელობის შესაძლებლობა, რომლებიც უნდა გადაიჭრას
როცა ბავშვი სერიოზულდ ხდება ავად, გაყრის იდეის გადადება მოგიწევთ.
პირადი ავადმყოფობა გაიძულებთ ახალი პროექტების შეჩერებას და საქმიანობის სფეროს შეცვლას. ახლობელ ადამიანზე ხანგრძლივი ზრუნვა – სერიოზული მიზეზია იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების და კარიერის შესახებ შეკითხვები არ დასვა.
7. საკუთარი თავის ნელა, აუჩქარებლად მოსმენა
ავადმყოფობის დროს ცხოვრება იშვიათად ნელდება და წინა პლანზე გადმოდის ის, რაც ადრე დაიგნორებული და შეუმჩნეველი იყო. ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი ნაბიჯი ხდება მნიშვნელოვანი.
8. “მომაკვდავის ბოლო სურვილი”
ავადმყოფი ადამიანის სურვილების გათვალისწინება მიღებულია და ავად გახდომისას შესაძლებლობა ჩნდება მაგალითად ქმარი აიძულოთ რომ შეაკეთოს ონკანი და კარის მორყეული სახელური. აღარაფერს ვამბობთ სხვა, გლობალურ თხოვნებზე.
9. სამყაროს სხვა კუთხით დანახვა – ავადმყოფობა საშუალებას გვაძლევს სხვა რეალობაში აღმოვჩნდეთ.
თუ თქვენ საათობით გიცქერიათ ჭაღის ქსოვილის ნაკეცებისთვის ან კედლის ბზარებისთვის – ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობთ – თუ საათობით დაკვირვებიხართ თითოეულ კვადრატულ მეტრს, დაგვეთანხმებით, რომ ასეთ დროს სამყაროს სულ სხვა მხრიდან ხედავ.
10. საკუთარი ცხოვრების გადახედვა
სერიოზული დაავადება გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც მანამდე არ გვიფიქრია.
როცა დგება პერსპექტივა იმისა, რომ ეს შეიძლება დასასრული იყოს, მაშინ ყველა ტყუილი, საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ სადღაც ქრება და რჩები სიმართლესთან.
ამ მომენტში ხდება სისტემის გლობალური გადაწყობა.
მთელი ცხოვრების გადაფასება.

მოთხოვნილებები, ეს ისეთი რამეა, რომელთა დაკმაყოფილებაც გვიწევს. შეკითხვა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, თუ რა გზით ვახერხებთ ამას. თუ ზრდასრული ადამიანი რაიმე მიზეზების გამო არ არის მზად თავისი მოთხოვნილებები გამოაცხადოს ხმამაღლა, მაშინ გაუცნობიერებლად ირთვება “სხეულის თეატრი” და ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იქნება სხეულის მანიპულაციით – ანუ ავადმყოფობით.
თანდაყოლილი დაავადებები ან 6-8 წლამდე ბავშვების ავადმყოფობა ეს დედის შეკვეთაა. საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ბავშვის ავადმყოფობის ხარჯზე. დაწყებული სამსახურში წაუსვლელობიდან, პირადი ქალური მისიის მოპოვებით – “მძიმე ავადმყოფი ბავშვის დედა”.
ასეთ დროს ირთვება ძლიერი ფსიქოლოგიური თავდაცვა.
ამიტომ საჭიროა ფრთხილად მიუდგეთ ამ საკითხს:
1. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: რისი მიღების საშუალებას მაძლევს ეს ავადმყოფობა? შეადგინეთ სია. გულახდილათ და მაგალითებით.
2. გაიარეთ თითოეული პუნქტი. საკუთარი თავის განსჯის გარეშე, მხოლოდ იმის აღიარებით, რომ ეს მეთოდი გეხმარებათ რაღან მნიშვნელოვანის მიღებაში.
3. უფლება მიეცით საკუთარ თავს ყველაფერი ეს მიიღოთ ღიად, ურთიერთობებში, ხმამაღლა თქვეთ თქვენი სურვილების, მოთხოვნილებების შესახებ. გამოუტყდეთ საკუთარ თავს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ