თინა კანდელაკი: წარმატებული კარიერის საიდუმლო
2041 Views

თინა კანდელაკი: წარმატებული კარიერის საიდუმლო

38 წლის ბიზნეს ლედის – თინა კანდელაკისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, პირველ რიგში იმის, თუ როგორ გავხდეთ დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული. თინა თავს კომფორტულად გრძნობს არამხოლოდ ტელეკამერების წინ, არამედ მსხვილი PR კომპანია „აპოსტოლ მედიას“ (Apostol Media) ხელმძღვანელის სავარძელშიც.

1. იყავით მამაკაცებისგან დამოუკიდებელი
თავად გამოიმუშავეთ ფული. თუკი თქვენს მამაკაცს შეუძლია ოჯახის უზრუნველყოფა ეს ძალიან კარგია. თუმცა არ ღირს საკუთარი კარიერული ამბიციების უგულებელყოფა. ყველაზე საშინელია არარეალიზებული მოლოდინები.
საჭიროა თქვენი ტოლისა და სწორის შეყვარება – ნუ გადაახტებით საკუთარ თავს და ნურც დაბლა დაეშვებით. ეს ყველაფერი მოსკოვური ილუზიებია – გათხოვება მდიდარზე და შოკოლადში ცხოვრება. თუკი მდიდარი ადვილად ეთხოვება ფულს, ადვილადვე იღებს უკან. საჭიროა ფიქრი არა იმაზე თუ რისი მოცემა შეუძლია მამაკაცს, არამედ იმაზე, თუ რისი მიცემა შეგიძლიათ მისთვის თქვენ. როცა სექსი მოგბეზრდებათ, დაგჭირდებათ რომ რამეზე ისაუბროთ.

2. იქონიეთ თქვენი საქმე და შეიმუშავეთ განვითარების სტრატეგია
დააბანდეთ ფული მომავალში. თუკი გაქვთ ორგანიზატორის უნარ-ჩვევები დაკავდით ბიზნესით. მთავარია ნუ შექმნით ბარიერს: „არ შემიძლია“, „არ გამოვა“. საჭიროა საკუთარი მიზნების კონკრეტულად ვიზუალიზება და მისკენ სწრაფვა. მაქვს საკუთარი საპროდიუსერო კომპანია, სადაც ყოველდღიურად ვსწავლობ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარ თავს ვუსახავ გრძელვადიან გეგმებს და მივისწრაფვი მათი რეალიზებისკენ. ამგვარი მუშაობის პირობებში მთავარია ყველა შესაძლო დაბრკოლების პროგნოზირება, ყველა იმ პატარა დეტალისა და ფაქტორის გათვლა, რომელსაც პროექტის საფრთხის ქვეშ დაყენება შეუძლია.

3. ყოველთვის იარეთ წინ
ნუ შეჩერდებით მიღწეულზე, ნუ შეგეშინდებათ გამოსცადოთ თქვენი თავი რაიმე ახალ საქმეში. შეხედეთ სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით, შეისრუტეთ ინფორმაცია და არასოდეს აღმოჩნდებით უფსკრულთან. თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას, ნუ იზარმაცებთ და ირგვლივ მოიკრიბეთ ადამიანები, რომელთაც სამუშაო ისევე ძლიერად ეყვარებათ, როგორც თქვენ.

4. დაკავდით თვითგანვითარებით
ყოველი თავისუფალი წუთი წიგნთან გაატარეთ. იარეთ კურსებზე, მიიღეთ მეორე, მესამე უმაღლესი განათლება და მთავარია, იკონტაქტეთ ჭკვიან ადამიანებთან, რომელთაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. დაბეჭდეთ პოეტ უილიამ ბლეიკის (William Blake) სიტყვები და ჩამოკიდეთ თქვენს სამუშაო მაგიდასთან: „არასოდეს გეცოდინება საკმარისად, თუკი არ გეცოდინება უფრო მეტი, ვიდრე საკმარისია“.

5. ნუ ეცდებით მოხვდეთ ტელევიზორში, ისარგებლეთ ინტერნეტით
ინტერნეტი თანამედროვე ცხოვრების მამოძრავებელია. შესაძლებლობები იმისა, რომ პოპულარული გახდეთ ქსელში ან გააკეთოთ თქვენი ბიზნესის პოპულარიზაცია – უთვალავია. ქსელში შემიძლია ვაკონტროლო ფოტო და ტექსტი, შემიძლია გავაანალიზო რეაქცია, ვიმუშაო შეცდომებზე – აქ თვითსრულყოფის პროცესის შეუზღუდავი შესაძლებლობებია. და შეიძლება გლამურულ ღონისძიებებზე თვითგანვითარება? ძალიან მეეჭვება.

6. გაუფრთხილდით მეგობრებსა და მტრებს
დაივიწყეთ უცხო კომენტარები, თუკი მათ არ გამოთქვამენ თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები ან …მოწინააღმდეგეები. სხვათა შორის მხოლოდ მათგან შეიძლება კონსტრუქციული კრიტიკის მოსმენა. არ ღირს ავანტიურასა და სკანდალებში გახვევა, რასაც შეუძლია გააფუჭოს თქვენი რეპუტაცია.

7. ხარჯეთ ფული გონივრულად
იყავით მოკრძალებული თქვენს სურვილებში, ნუ იჩქარებთ ფულის გაფლანგვას, ის თქვენ საკუთარი საქმის განვითარებაში დაგეხმარებათ. შეიძინეთ საქმიანი კოსტიუმი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი და რამდენიმე ზედატანი, ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ საქმიანი ქალის იმიჯის შექმნაში. ნუ დახარჯავთ ფულს ამაოდ. ზოგჯერ შეიძლება თავის შეკავება ახალი ჩანთის შეძენისგან და თანხის ინვესტურება ოჯახში, მაგალითად, ბავშვების განათლებაში.

8. იფიქრეთ „ზურგზე“
ოჯახი მხარდაჭერაა ყველა ქალისთვის. თქვენი დაკავებულობის პირობებში შეეცადეთ დიდი დრო გაატაროთ ბავშვებთან, მეუღლესთან და მშობლებთან – იმოგზაურეთ, გადით ბუნებაში, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. მათ გარდა ვის შეუძლია გაჩუქოთ ამდენი სიყვარული და სითბო?

9. გეშინოდეთ ქაოსის
მუშაობის პროცესში არაფერმა უნდა მოგაცდინოთ. საჭიროა წესრიგი სამუშაო მაგიდაზე და წესრიგი საკუთარ თავში. თუკი არ შეგიძლიათ ცხოვრება შემოქმედებითი ქაოსის გარეშე, განათავსეთ საგნები ისე, რომ ყოველთვის იცოდეთ თუ სად რა გიდევთ.

10. ისწავლეთ ცხოვრებით ტკბობა
ნუ უგულებელყოფთ დასვენებას და მიიღეთ სიამოვნება ცხოვრებისგან. ცხოვრებით ტკბობა მდგომარეობს იმაში, რომ დაკავებული ხართ საყვარელი საქმით. დაკავდით იმით, რისთვისაც ხართ დაბადებული! დღეს ადამიანებს არამხოლოდ ეშინიათ იყონ ის ვინც არიან, მათ ეშინიათ იყონ გულწრფელები. ჩვენ მუდამ ვცხოვრობთ იმ შეგრძნებით, რომ საცაა გლობალური მოვლენა მოხდება, რაც ჩვენ ბედნიერებად გვაქცევს და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები ამ მოვლენისკენ მიმავალ გზაზე.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like