ტიმ ფერისი: როგორ მოვასწროთ ყველაფერი ისე, რომ ნაკლები ვიმუშაოთ

ტიმ ფერისი: როგორ მოვასწროთ ყველაფერი ისე, რომ ნაკლები ვიმუშაოთ

ტიმ ფერისი არის პიროვნული პროდუქტიულობის შესახებ პოპულარული წიგნის «როგორ ვიმუშაოთ კვირაში 4 საათი» ავტორი. მის წიგნში შესაძლებელია ნახოთ სხვადასხვა რჩევები, დაწყებული საკუთარი წვრილ-წვრილი დავალებების აუტსორსინგით ჩინეთში და დამთავრებული სამუშაო დღის ოპტიმიზაციით. წარმოგდგენთ მთავარ რჩევებს მათ, ვისაც სურს ცხოვრების გამარტივება და ნაკლები მუშაობა.

1. თუ თქვენ დღეში 12 საათი სამუშაო მაგიდასთან ატარებთ და მაინც ვერ ასწრებთ საქმეების გაკეთბას, მაშინ ცვლილებების დროა. «ნუ მიჰყვებით მოდელს, რომელიც არ მუშაობს — წერს ფერისი. – თუ რეცეპტი უვარგისია, არაფერი გამოვა, როგორი კარგი მზარეულიც არ უნდა იყოთ». თავად ფერისმა წარმატებას მიაღწია შემდეგი წესის გამოყენებით: რაიმეს ყიდვის შეთავაზებით ის რეკავს მხოლოდ დილის 8-დან 8:30-მდე და საღამოს 6-დან 6:30-მდე, რადგან ამ დროს შესაძლებელია თავი აარიდოს მდივნის, დამხმარეს ან სხვა პერსონალის პასუხს და პირდაპირ ხელმძღვანელს დაუკავშირდეს.

2. ინტერესი, ენერგია და შესაძლებლობების დონე მუდმივად იზრდება ან იკლებს. იმ მომენტში მუშაობის მცდელობა, როცა თავს ცუდად გრძნობთ – არაპროდუქტიულია. სჯობს ასეთი მომენტების დაგეგმვა და მათი გათვალიწინება, ვიდრე მათი გადალახვის მცდელობა ან ეკრანისთვის საათობით უშედეგოდ ყურება.

3. ნაკლები საქმის კეთება – ეს სიზარმაცეს არ ნიშნავს. ნუ აითვისებთ კულტურას, რომელიც პირად მსხვერპლს პროდუქტიულობაზე მაღლა აყენებს. პროდუქტიულობა და დაკავებულობა – ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. არ არის საჭირო შესრულებული სამუშაოს მოცულობის გაზომვა: გაზომეთ შედეგები და უარი თქვით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც უდიდესი დრო მიაქვთ.

4. შეწყვიტეთ რთული გადაწყვეტილებების გადადება «შეუფერებელი მომენტის» გამო. ეს კლავს თქვენს პროდუქტიულობას. შესაფერისი მომენტის ლოდინი – ეს უბრალოდ გაჭიანურების ტაქტიკაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ საკუთარი თავი რაიმეთი დააკაოთ.

5. ადამიანებს სთხოვეთ პატიება და არა ნებართვა. თანხმობის მიღება მარტივი მეთოდია რაიმეს გადადების ან თავის არიდებისგან, რისი გაკეთებაც არ გინდათ. ასე შეიძლება სხვისი დადანაშაულება. მაგრამ თუ თქვენ გინდათ, რაიმეს გაკეთება და ფიქრობთ, რომ უარს გეტყვიან, არ გაჩერდეთ, მაინც გააკეთეთ. თუ ზარალი კატასტროფული არ იქნება, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გამოასწოროთ ან ბოდიში მოიხადოთ.

6. აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რაშიც ძლიერი ხართ და ნუ ეცდებით გამოასწოროთ საკუთარი სისუსტეები. ადამიანების უმრავლესობა ძალიან ცოტა რამეში აღწევს საშუალოზე მაღალ შედეგებს, ხოლო დანარჩენ ურთიერთობებში, ისინი ძალიან სუსტები არიან. სუსტი მხარეების გაძლიერების მცდელობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გამოასწორებს სიტუაციას და  მიგაახლოვებთ საშუალო დონესთან. თუ თქვენ მოიმართებით ძლიერ მხარეებზე, აუცილებლად მიაღწევთ მაღალ დონეს, რაც გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის.

7. ისწავლეთ სტრესის გამოყენება და არ მისცეთ მას საშუალება დაგასუსტოთ. მძიმე სტრესის გადატანა რთულია, მაგრამ განსაზღვრული დონის სტრესის გარეშე სავარაუდოდ მოტივაციაც ვერ გექნებათ. ასეა მაგალითად როცა ხელმძღვანელი გიყვირით, დაუმსახურებლად გაკრიტიკებთ და ა.შ. «კარგი» სტრესის მაგალითი ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც წინ გიბიძგებთ და რისკები, რომლებიც გაიძულებთ კომფორტის ზონიდან გასვლას.

8. ფიქრებში აღწერეთ ყველაზე ცუდი სცენარი: რა მოხდება თუ თქვენ რადიკალურად შეცვლით საკუთარ ცხოვრებას? თქვენ შეიძლება გაგათავისუფლონ სამსახურიდან, გაგიჭირდებათ იპოთეკის გადახდა, მოგიწევთ მანქანის გაყიდვა. როცა შეძლებთ ძლიერი შიშის ნაცვლად ეს სცენარი წარმოიდგინოთ, თქვენ მიხვდებით, რამდენად ნაკლებმოსალოდნელია თითოეული მათგანი და შეძლებთ მოიფიქროთ მათი შეჩერების გეგმა.

9. ზოგჯერ შიში ოპტიმიზმის ნიღაბის ქვეშ იმალება. თქვენ შეიძლება საკუთარ უმოქმედობას ამართლებთ იმით, რომ მომავალში უკეთ იქნება ყველაფერი. ახლა უკეთ გრძნობთ თავს იმასთან შედარებით, ვიდრე ერთი კვირის, თვის, ან წერთი წლის წინ იყავით?

10. დაისახეთ არარეალური და ძალიან ამბიციური მიზნები. როცა ადამიანები ისახავენ «გონივრულ» მიზნებს, ისინი შედიან მრისხანე კონკურენციის ზონაში. გიჟური, შეუძლებელი მიზნები უფრო მარტივია, თუმცა გაცილებით ნაკლები ადამიანი ცდილობს მათ მიღწევას.

11. დაივიწყეთ თაიმ-მენეჯმენტი. ამ სფეროზე რჩევები ყოველთვის ეხება მეტის მოსწრებას დღის მანძილზე. მაგრამ საქმის კეთებისას საჭიროა მობილიზდეთ იმაზე, როგორ გააკეთოთ ნაკლები: ეგრევე ყველაზე რთული საქმის გაკეთება და ყველა დანარჩენის შეწყვეტა. წერილებზე სწრაფად პასუხის გაცემა საერთოდ აუცილებელი არ არის. თუ ასე იქცევით, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ ძალიან არაპროდუქტიულ საკთხებზე. მობილიზდით იმაზე, რასაც შედეგი მოაქვს.

12. გახსოვდეთ 80/20-ზე წესი: 80% შედეგს იძლევა დროის და ძალისხმევის 20%. დაუსვით საკუთარ თავს ორი შეკითხვა: რა გარემოებების 20% ქმნის ჩემთვის პრობლემებისა და უსიამოვნებების 80%-ს? რა გარემოებების 20%-ს ქმნის ჩემთვის სასურველი შედეგების 80%? ასე თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ ამოცანები, გაარკვიოთ ვინ არიან თქვენი კლიენტები, გაერკვეთ ურთიერთობებში, რაზე უნდა თქვათ უარი იმის გამო, რომ მობილიზდეთ თქვენთვის სასარგებლო და პროდუქტიულ აქტივობებზე.

13. ყველა საქმისათვის გამოყავით რაც შეიძლება ნაკლები დრო. გაიხსენეთ პარკინსონის კანონიც: საკითხის მნიშვნელობა და სირთულე იზრდება მასზე დახარჯული დროის მიხედვით. ჩვეულებრივ თქვენ ხარჯავთ 8 სამუშაო საათს იმაზე, რისი გაკეთებაც გაცილებით მალე შეიძლება.

14. პრობლემების უმრავლესობა თავისთავად გვარდება. რაც უფრო შეზღუდავთ ინფორმაციის მოხმარების დროს, მით უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ უსარგებლო და არაპროდუქტიულ საკითხებზე. შეეცადეთ ნაკელბად იკითხოთ მის (მასობრივი ინფორმაციის საშუალებები)-ში გავრცელებული ინფორმაცია, შეკვეცეთ მიმოწერა და სატელეფონო საუბრები. წერილებზე დღეში მხოლოდ ორჯერ უპასუხეთ.

15. გამოიმუშავეთ უნარი, რომელიც დაგეხმარებათ საქმე არ მიიყვანოთ ბოლომდე და ადამიანებს შეაწყვეტინოთ კეთება. ყველა ჩვენგანი ცუდად გააზრებულ, რთულად შესასრულებელ და უშედეგო საქმეს ვეჭიდებით ხშირად. ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ ხშირად, თუ თქვენ შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ საკითხი არ ღირს დახარჯული დროის ფასად, თქვენ მისგან გათავისუფლდებით. ეს ეხება დაუსრულებელ თათბირებს და სატელეფონო ზარებსაც. სჯობს იყოთ ცოტა მეტად უხეში, ვიდრე ზრდილობიანი და ფუჭად ხარჯოთ დრო. არასოდეს დანიშნოთ შეხვედრები ჩამოყალიბებული გეგმის და განსაზღვრული დროის გარეშე, როცა საჭირო იქნება შეგიძლიათ ადგეთ და წახვიდეთ.

16. ზოგიერთი საქმე უბრალოდ დროს გართმევთ და მუდმივად მეორდება. ასეთი საკითხები ერთიანად მოიცილეთ. უპასუხო წერილები, შეუვსებელი ანკეტები და მსგავსი საკითხები გააკეთეთ არა სხვა საკითხების პარალელურად, არამედ თავი მოუყარეთ ერთად და მოიშორეთ ერთიანად.

17. ნუ აიძულებთ ადამიანებს ნებართვა გთხოვონ. მკვეთრად განსაზღვრეთ როდის არის ეს საჭირო, დანარჩენ შემთხვევებში ამას თავი აარიდეთ. თუ დაქვემდებარებული პირები გყავთ, ადვილია მიკრომენეჯმენტში გადავარდა, მითუმეტეს, რომ ადამიანები ხშირად ხედავენ ამის საჭიროებას. მიაჩვიეთ ისინი სხვაგვარად იმოქმედონ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ