ტესტი: როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი?

ტესტი: როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი?

ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა კარლ როჯერსმა, რომელსაც ხანგრძლივი და მოვლენებით სავსე ცხოვრება ჰქონდა, ერთხელ  მოყვა: «ბავშვობაში მე ვავადმყოფობდი და მამას წამოსცდა, რომ სავარაუდოდ ახალგაზრდა მოვკვდებოდი. ამაში ის ნამდვილად შეცდა, რაგან მე უკვე 75 წლის ვარ. თუმცა, მეორეს მხრივ, მზად ვარ ვაღიარო, რომ ის მართალიც იყო: მე თავს ახალგაზრდად ვგრძნობ და ზოგჯერ საერთოდ არ მინდა თავი მოხუცად ვიგრძნო».

ბევრი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიბერე დგება მაშინ, როცა თქვენ აძლევთ მას ამის უფლებას და ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს: სულ ერთია ოცი წლის ხართ თუ ორმოცდაათის. ყველა ციფრი პირობითია. ეს არის ზრდის ეტაპები ქრონოლოგიური მიმდევრობით. ერთადერთი რაზეც ისინი მეტყველებენ, ეს არის ის, თუ რამდენჯერ დაარტყით წრე მზეს დედამიწასთან ერთად. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბილოგიური და ფსიქოლოგიური ასაკი, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია.

ბიოლოგიური ასაკი აჩვენებს თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენი ორგანიზმი. ფსიქოლოგიური – განსაზღვრავს როგორ და რანაირ ადამიანად გრძნობთ თავს მოცემულ მომენტში. მხოლოდ პასპორტში დაფიქსირებული თარიღი გაიძულებთ სათანადოდ შეხედოთ სამყაროს, შეაფასოთ განვლილი წლები და შეადგინოთ სამომავლო გეგმა. მხოლოდ ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს განვლილი წლების შესაბამისი ფსიქოლოგიური ასაკი. ამასთან, ეს ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ადვილად შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რამდენი წლის ხართ, უპასუხეთ ტესტში მოყვანილ კითხვებს და ეს დაგეხმარებათ გაერკვეთ როგორ აღიქვამთ სამყაროს.

დაიწერეთ 4 ქულა – თუ აბსოლიტურად ეთანხმებით მოცემულობას;
3 ქულა – თუ ნაწილობრივ ეთანხმებით;
2 ქულა – თუ მეტწილად არ ეთანხმებით;
1 ქულა – თუ კატეგორიულად არ ეთანხმებით.

მაშ ასე:

1. მგონი მე მშვენიერი იმუორის გრძნობა მაქვს.
2. მე არც თუ ისე ცუდი ინტუიცია მაქვს და კარგად მესმის რას გულისხმობენ სხვები.
3. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ბევრი სასიამოვნო რამ მელის.
4. ჩემი აზრით ადამიანებს მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა.
5. ადამიანი შეიძლება მესიმპატიურებოდეს, თუ ის არ მგავს მე და არ იზიარებს ყველაფერში ჩემს შეხედულებებს.
6. მე მიყვარს ბავშვები.
7. მე მიყვარს სხვადასხვა ამოცანების გადაჭრა.
8. როცა რაიმე საქმეს ვკიდებ ხელს, ვცდილობ უკეთესად გავაკეთო.
9. მე მაინტერესებს სხვადასხვა მოვლენების მიზეზები.
10. სამსახურის გარდა ბევრი სხვა გატაცებაც მაქვს.
11. ნებისმიერ გარდატეხას ვუყურებ, როგორც უკეთესობისკენ ცვლილებას.
12. ჩემს საქმეს სარგებელი მოაქვს სხვებისთვის.
13. ზოგჯერ ოცნება მიყვარს.
14. ნებისმიერი მუსიკა მიმაღლებს განწყობას.
15. მე ინტერესით ვხვდები ახალ იდეებს.
16. როგორც წესი მე არ ვნებდები სირთულეებს.
17. მზად ვარ გულახდილად ვიცინო კარგ ხუმრობაზე.
18. მე მყავს ისეთ ადამიანი, ვისაც შემიძლია ჩემი ძვირფასი აზრები გავუზიარო.
19. მე ვიღებ სიამოვნებას ფიზიკური აქტივობისგან.
20. მე მიყვარს ახალ ადამიანებთან შეხვედრა.
21. მე მინდა ვისწავლო ის, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი.
22. მე ვცდილობ მიმზიდველად გამოვიყურებოდე, როგორც ჩანს გამომდის კიდეც.
23. მე არ მივცემ წვრილმან უსიამოვნებებს იმის უფლებას, რომ ხასიათი გამიფუჭონ.
24. მე მომწონს დრო, რომელშიც ცვხოვრობ.
25. ვფიქრობ, კიდევ მომეცემა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

ახლა კი დააჯამეთ ქულები და წაიკითხეთ შედეგები:
თუ თქვენ დააგროვეთ 75 ქულა:

დაბადების წლის მიუხედავად, თქვენ სავსე ხართ ძალებითა და საკუთარი თავის რწმენით. გიყვართ ურთიერთობა, ოპტიმისტი ხართ და კეთილგანწყობილი. დარწმუნებული იყავით, რომ მოხუცებული დიდ ხანს არ იქნებით.

50-75 ქულა

სიბერის გზაზე თქვენ მოგიხდათ ახალგაზრდობის ღირსების გარკვეულწილად მსხვერპლად გაღება. ზრუნვამ და სტრესმა დაასუსტა თქვენი მხიარულება, სამაგიეროდ ისწავლეთ სერიოზულობა და პასუხისმგებლობა. თქვენ «საშუალო» დიდი ხართ, რომელიც პრობლემებით ძალიან დათრგუნული არ არის. მაგრამ ცოტა მეტი სიმხნევე და ოპტიმიზმი არ გაწყენდათ.

50 ქულაზე ნაკლები

თქვენნაირ ადამიანებზე ამბობენ, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ უნახავთ და ყველაფრის ფასი იციან. მაგრამ ცოტა ადრე ხომ არ დადგა ეს პერიოდი? ჯერ კიდევ რამდენი რამის გაგება და გამოცდა შეიძლება ცხოვრებაში!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

რატომ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად?

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელთაც დასახული აქვთ მიზანი, იციან რა სურთ და როგორ მიაღწიოს მას. ესენი ჩვეულებრივ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მოქმედებენ და ადრე თუ გვიან მაინც აღწევენ  სასურველს მიზანს.

პიროვნება და სოციუმი

შენში არის პოტენციალი

ყველაზე მდიდარი ადგილი დედამიწაზე არც ნავთობის საბადოები კუვეიტის და ერაყისა და არც ოქროს და ბრილიანტის საბადოები სამხრეთ აფრიკის. არც ამერიკის ვერცხლის საბადოები, არამედ სასაფლაოზეა. ის არც ისე შორია შენი სახლიდან.

ჯანმრთელობა და კვება

შემოდგომის დეპრესია

შემოდგომის დეპრესიის მიზეზი,პირველ რიგში, დღის სინათლის შემცირებაა. ჩვენი ორგანიზმი ნაკლებ აუცილებელ ენერგიას იღებს, აქედანაა ძილიანობა, აპათია და მუშაობის სურვილის უქონლობა. ქვეითდება იმუნიტეტი და მძაფრდება ქრონიკული ტკივილები და დავადებები. რა თქმა