ტესტი: გაიგეთ თქვენი ემოციური ინტელექტი (EQ)
5938 Views

ტესტი: გაიგეთ თქვენი ემოციური ინტელექტი (EQ)

მეცნიერები მივიდნენ იმ ვარაუდამდე, რომ წარმატებას არ განსაზღვრავს მხოლოდ მაღალი გონებრივი ინტელექტი და მაღალი აკადემიური მოსწრება. მათ აღმოაჩინეს უნარების ნაკრები, რომლებიც დაკავშირებულია ემოციებთან და ამ უნარების ნაკრებს მათ ემოციური ინტელექტი უწოდეს. უამრავი კვლევა დღეს უკვე ადასტურებს, რომ ეს ინდიკატორი (ემოციური ინტელექტი) მართლაც განმსაზღვრელია წარმატებისა. თუმცა ამ ტერმინს უკავშირდება ასევე ცხოვრებით ტკბობის მაღალი ხარისხი, ჯანსაღი ურთიერთობების არსებობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. (wellbeing). ანუ ეს უნარები ხელისშემწყობია როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერულ წინსვლაში.

კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ ამ უნარების დახვეწა და განვითარება შესაძლებელია.

არსებობს ბევრი განმარტებები ემოციური ინტელექტის შესახებ. ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც კარგად ყოფნა, თვითკონტროლი და ცხოვრებით ტკბობის ხელოვნება.
შემოგთავაზებთ იმ უნარების ნაკრებს, რომლებიც განსაზღვრავენ ემოციურ ინტელექტს:

• მართოთ საკუთარი ემოციები და გრძნობები და ასევე სხვებისაც და გამოიყენოთ ეს ინფორმაცია იმისთვის,რომ ხელი შეუწყოთ აზროვნებასა და მოქმედებებს.
• მოერგოთ საქმეს და სოციუმს მარტივად ყოველდღიურ და პროფესიულ საქმიანობებში
• შეინარჩუნოთ თვით-ცნობიერება
• იქონიოთ მყარი თვით-კონტროლი.
• გქონდეთ კონტაქტი საკუთარ ემოციებთან,მაშინაც კი,როდესაც ისინი მკვეთრად იცვლებიან
• მოახდინოთ ემოციების ამოცნობა/იდენტიფიცირება და გქონდეთ მყარი კავშირი მათთან
• გქონდეთ ემპათიის გრძნობა და შეგეძლოთ თანაუგრძნოთ სხვებს
• გააღვიძოთ სხვაში მოტივაცია, ენთუზიაზმი. გამოიჩინოთ მხარდაჭერა და დაუამოთ ტკივილი სხვას.
• მიიღოთ ინტელექტუალური გადაწყვეტილებები ისე,რომ შეინარჩუნოთ ბალანსი გრძნობებსა და საჭიროებებს შორის.
• იქონიოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე.
• შეინარჩუნოთ მოტივაცია თქვენი პირადი ბედნიერებისთვის.
• აცნობიერებდეთ საკუთარ და სხვის ემოციებს.
• ზუსტად იჭერდეთ რა დროს გრძნობთ თავს კარგად და რა დროს ცუდად და როგორ გადახვიდეთ ერთი მდგომარეობიდან მეორე.

შეიძლება თქვენ უკვე მიიღეთ პასუხი რამდენად განვითრებული გაქვთ ეს უნარები, მაგრამ დამატებით წარმოგიდგენთ მცირე კითხვარს, რომელიც გარკვეულ დონეს მიაკუთვნებს თქვენს უნარებს:

დათვალეთ თქვენი დადებითი პასუხები და ინებეთ გასაღები…

1. შემიძლია ვთქვა,რომ მე არ განვიცდი დანაშაულის გრძნობას, მაშინ, როცა ვაკრიტიკებ საკუთარ თავს და განვიხილავ ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომებს. არ განვიცდი დანაშაულის გრძნობას ჩავარდნების დროს. ეს მიქმნის განცდას, რომ შეცდომებზე შემიძლია ვისწავლო, განვვითარდე და მივიღო ცხოვრებისგან მეტი.
დიახ  — არა

2. როდესაც მე ვარ ცუდ ხასიათზე და გაღიზიანებული, როგორც წესი გამოვყოფ შესაბამის პრობლემებს და ვმუშაობ მათ გადაწყვეტაზე.
დიახ  — არა

3. მე თითქმის არასდროს ვარ უბედური და დამწუხრებული. მე ვუყურებ ცხოვრებას პოზიტიურად და მჯერა, რომ გარემო მაფასებს დადებითად და რომ ჩემი ბედნიერება დამოკიდებულია ჩემს საკუთარ ძალისხმევაზე.
დიახ  — არა

4. უმეტესწილად თავს ვგრძნობ ძლიერად, ეფექტურად და კომპეტენტურად – და მე შემიძლია გავუმკლავდე ადამიანების ემოციურ გამოხატვებს.
დიახ  — არა

5. მე თითქმის არასდროს მხვდება გზაზე ისეთი დაბრკოლებები, რაც ხელს შეუშლის ჩემს განვითარებასა და დაგეგმილი სტრატეგიის განხორციელებას.თუკი არ გამოდის ერთი გზა, მე ვირჩევ სხვა მისამართს, რომ მივაღწიო მიზანს.
დიახ  — არა

6. მე არ მიჭირს გამოვთქვა სიტყვები “მე შენ მიყვარხარ” ან გამოვხატო გულისმიერი გრძნობები.
დიახ  — არა

7. მე სიამოვნებას მგვრის ჩემს მეგობრებთან გატარებული დრო. არ ვდარდობ იმის გამო, რომ დრო მეხარჯება მათთან ურთიერთობისას
დიახ  — არა

8. მე ლაზათიანად გამოვხატავ კომპლიმენტებს. ამით არ ვეხები და არ ვხდი ვინმეს ჩემზე დამოკიდებულს, თუმცა ვაფასებ უკუკავშირს.
დიახ  — არა

9. მე მაქვს რწმენა, რომ ვარ უნარიანი და როდესაც სიტუაცია მოითხოვს შემიძლია შევცვალო სტრატეგია და სტანდარტი.
დიახ  — არა

10. მე შემიძლია ვისაუბრო პირად და მნიშვნელოვან გრძნობებზე და საკითხებზე ყველასთან, ყოველთვის, თითქმის ყველანაირ სიტუაციაში.
დიახ  — არა

მზად ხართ შეჯამებისთვის? მაშინ დათვალეთ თქვენი დადებითი პასუხები და ინებეთ გასაღები…

0 -3. აქ მოხვედრა მიუთითებს,რომ თქვენ ფართო დიაპაზონი გაგაჩნიათ იმისათვის, რომ ჩადოთ ინვესტიცია ამ მიამართულებით. მართალია ემოციური ინტელექტის ავტორი, გოლმანი, ამტკიცებს,რომ ეს სააღმზრდელო კომპეტენციაა, მაგრამ ამის შესწავლა არასდროს არ არის გვიან. უნდა ისწავლოთ დადებითი დამოკიდებულებები უარყოფით მოვლენებთან.პირველი ამოცანა შეიძლება იყოს „გადასწავლება“ და შემდეგ შესწავლა. რეაგირება, რომ თქვენი სისუსტეები გადააქციოთ სიძლიერედ. ეს ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ფსიქოთერაპიის პრეროგატივაა,მაგრამ ფსიქოთერაპიის მიზანიც ხომ ის არის,რომ თქვენ საკუთარი თავის თერაპევტად იქცეთ. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი უნარები,თუკი მოთმინებით იქნებით ცვლილებებისადმი. ეს პირველ რიგში გააუმჯობესებს თქვენში თვით-კონტროლის უნარს. ასევე თქვენი პირველადი მიზანი უნდა იყოს ცნობიერებაში შესაძლებლობების გაფართოება,სხვადასხვა რესურსების მოძიება, რეაგირების და მოქნილობის შეძენა.

4-7. თქვენი შედეგი მშვენიერია,თუმცა უნდა ვაღიაროთ,რომ ეს ნაკლებად არის ბრწყინვალე და სრულყოფილი…ვსაუბრობთ იმაზე,რომ მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრძნობებს, თქვენ შეგიძლიათ მეტად ემპათიური გახდეთ და თანაუგრძნოთ როგორც სხვებს,ასევე საკუთარ თავსაც.
თქვენ შეიძლება ბევრსაც ეხმარებით აკონტროლოს საკუთარი ემოციები,მაგრამ მეტი იმუშავეთ ამაზე და დახვეწეთ ეს უნარი. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმუშაოთ და განავითაროთ მოტივაციის მართვა და თვით-კონტროლი.

8-10. გილოცავთ! თქვენ მაღალუნარიანი ბრძანდებით თვით-რეგულირების საკითხებში. თქვენ შეიძლება გქონდათ ძალიან კარგი ბავშვობა, ან ჯერ კიდევ გაქვთ ძალიან კარგი ბავშვობა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ კარგად გრძნობთ თავს თქვენს თავთან და ასევე სხვებთან კომუნიკაციისას. კავშირში ხართ საკუთარ გრძნობებთან და გაქვთ საკუთარი არჩევანი ნებისმიერ სიტუაციაში. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ იცით როგორ განახორციელოთ ეს არჩეული გადაწყვეტილებები ბრძნულად. შეგიძლიათ ამოიცნოთ სხვისი იმედები და შიშები და იცით როგორ გაუმკლავდეთ საკუთარ ემოციებს. თქვენ გაქვთ ემპათია და სითბო, თქვენ თქვენი ემოციები ხელში გიჭირავთ.
და თუ თქვენ მიიღეთ ეს დახასიათება,გთხოვთ გააგრძელოთ ასე,რადგან მსოფლიოს აკლია და სჭირდება ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ.

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
“დანტე ალიგიერის საზოგადოება”
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like