ტბის პირას ფინჯანი ყავით დაწყებული დილა

ტბის პირას ფინჯანი ყავით დაწყებული დილა


დილით,როდესაც რამდენიმე კილომეტრი გავირბინე და შემდეგ დასასვენებლად ტბის პირას ჩამოვჯექი,კიდევ ერთხელ გავაცნობიერე,რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ,რადგან იმ საქმეს ვაკეთებ,რომელიც მიყვარს.მადლობელი ვარ რომ სამყარომ მომცა ძალა და ენერგია ამისათვის. ამიტომ მინდა, შენც იგივე გისურვო, მეგობარო.მინდა საყვარელი საქმე იპოვო და როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, ამაზე ვისაუბროთ.

დღეს დილით განსაკუთრებით მწვანეა ტბა. მის სიღრმეშიც მშვენიერი სამყარო იმალება.ფრინველებიც ტკბილად ჭიკჭიკებენ და ჩემს წინ მართლაც ჯადოსნური ხედია გაშლილი.. ადამიანის სულის სიღრმეში დაფარულია მისი შესაძლებლობები.ამის შესახებ ინფორმაციას კი თავად ვფლობთ მხოლოდ. სხვას წარმოდგენაც არ აქვს თუ რა საგანძურს დავატარებთ,იფიქრე ამაზე. ტბასთან ახლოს მდებარეობს წიგნების მაღაზია,სადაც შეგიძლია ფინჯანი ყავა მიირთვა, წაიკითხო წიგნები და სამყაროს სილამაზით დატკბე.

ზოგჯერ კი ასეც ხდება, შენ გაქვს დიდი მიზნები,საკმარისი რესურსი,მაგრამ თავად მუშაობ საკუთარ თავზე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კი ვერავინ ხედავს. ისინი, თვლიან,რომ “ხელმოცარული ” ადამიანი ხარ. ეს განწყობა შენამდეც მოდის და უიმედობის ფსკერზე ხარ ამის გამო.გახსოვდეს, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ეს ნამდვილად არ გჭირდება. არავინ იცის, იმ ღამეების შესახებ,რომელსაც თეთრად ათენებ.შენ ყოველდღიურად ვითარდები,იზრდები პროფესიული კუთხით და მიზნებს მიჰყვები კვალდაკვალ.მე პოსტებში საკუთარი გამოცდილებით ვწერ. ხშირად აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში, გული მტკენია,მაგრამ უიმედობა ძალიან შორს არის ჩემგან.

წარმატებისკენ თუ მცირე ზომის ნაბიჯებს დგამ, მალე, მწვერვალზე აღმოჩნდები.შენი შრომა კი დაფასდება.ასე რომ, გახსოვდეს, მხოლოდ შენ იცი, რა შეგიძლია. გწამს საკუთარი თავის და იცი, საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი. ასე რომ, ნუ მიიტან სხვების აზრს გულთან.წაიკითხე სამოტივაციო სიტყვები დილით და იყავი ძლიერი.


გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უნდა გამოვიყურებოდეთ ყოველთვის იდეალურად?

დილით სანამ ჩემს საყვარელ კაფეში მორიგი სტატიის დასაწერად ყავას შევუკვეთავდი პირადი საკითხები რომ მომეგვარებინა ერთ-ერთ მომსახურეობის სფეროს მივმართე და მორიგი სტატიის დაწერის იდეაც მაშინათვე დაიბადა. ამჯერად შთაგონების წყაროდ იქცა ქალბატონი, 

Print Friendly, PDF & Email

გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად

Print Friendly, PDF & Email

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს კარგი მოგზაურობის განსაკუთრებული კრიტერიუმები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მხიარული კამპანია, ვიღაცისთვის კომფორტაბელური სატუმროს ნომერი. თუმცა არსებობს საერთო ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ გააფუჭონ ნებისმიერი მოგზაურობა. GoodTravel.GE – წარმოგიდგენთ იმ

Print Friendly, PDF & Email

30 მარტივი საშუალება იმისათვის თუ როგორ დაანახოთ თანამშრომლებს, რომ აფასებთ

1. მოქნილი გრაფიკი – ორგანიზაციების უმრავლესობა თანამშრომლებისგან მოითხოვს მთელი სამუშაო დროის მანძილზე ოფისში ყოფნას. თუმცა, არის კომპანიები, რომლებიც საშუალებას აძლევენ თავისზე მორგებული გრაფიკით იმუშაონ და კიდევ არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც

Print Friendly, PDF & Email

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ოცნებები

დღეისათვის მსოფლიოში 2000-ზე მეტი მდიდარი ადამიანია, რომელთა ქონება მილიარდებს ითვლის. მაგრამ მილიარდერები სხვადასხვანაირები არიან: ვიღაცას ერთი მილიარდი აქვს, ვიღაცას ათობით და ასობით მილიარდი. თუ გავაანალიზებთ ყველა მდიდარს და შევადგენთ ყველაზე

Print Friendly, PDF & Email

ჩვენგან არ მიდიან, ჩვენ ჩამოგვრჩებიან

ყველას ფრენის თავისი სიმაღლე აქვს. ბეღურები ბეღურებთან ერთად დაფრინავენ, მტრედები — მტრედებთან, არწივები — არწივებთან. თუ არწივი ფრენისას თანამგზავრად მტრედს აირჩევს, ამ უკანასკნელს მოუწევს არა მისთვის ჩვეულ სიმაღლეზე და სიჩქარით

Print Friendly, PDF & Email