თავი ასწიეთ და გაიღიმეთ, თქვენ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ!

თავი ასწიეთ და გაიღიმეთ, თქვენ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ!

ადამიანების უმრავლესობა დღეს არ ცხოვრობს ისე, როგორც ოცნებობს იცხოვროს და ხშირად ამის გამო ისინი თავს თვლიან უიღბლოდ და ცხოვრებისგან დაჩაგრულად. ზოგს ეწყება დეპრესია, ვარდებიან უიმედობაში და კარგავენ ცხოვრების სტიმულს. თუმცა, რეალობა არც ისეთი საგანგაშოა როგორც ასე, ერთი შეხედვით ჩანს. მართალია სასიამოვნო არაა როცა აცნობიერებ რომ ცხოვრება გვატარებს იმ გზებით, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, მაგრამ წუწუნი გამოსავალი არ არის და არც არასოდეს უნდა იდარდოთ ამის გამო და იცით რატომ?

ცხოვრების გზა ეს არ არის სწორი, პირდაპირი და მარტივი, რომელსაც საბოლოოდ  ერთ კონკრეტულ დანიშნულებასთან მივყავართ. ესაა გზა უამრავი მიხვეულ-მოხვეულით, ბევრი აღმართით და ბევრი დაღმართით. ხოლო ამ გზაზე სიარული, არის ყველაზე დიდი თავგადასავალი, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული როგორი შეგრძნებებით ვივლით ამ გზაზე. ვივლით ბედნიერები თუ უბედურები. გავიხედავთ წინ თუ წარსულს შევაჩერდებით, შეგვაშინებს აღმართები თუ მოთმინებით მოვიტოვებთ უკან მათ. ვიწუწუნებთ ტალახიან ბილიკებზე თუ მზის ამოსვლით და ლურჯი ცის სილამაზით დავტკბებით…არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა და ის თუ რა არჩევანს გააკეთებთ, განსაზღვრას თქვენს პიროვნებას და მთლინად თქვენ ცხოვრებას.

გააგრძელეთ ყოველთვის სიარული და შეეგუეთ რომ ბევრჯელ აღმოვჩნდებით იქ, სადაც ერთი შეხედვით ”ჩვენი ადგილი არაა”. არის! და მეტიც, საჭიროა მოვხდეთ ხშირად უცნობ გარემოში, რადგან სწორედ ამ დროს იწყება ჩვენში ფასეულობების გადაფასება, ფიქრი რომ საჭიროა ცვლილებები, ვართ შემართებულები და ვიბრძვით თავი დავაღწიოთ იმას, რაც არ მოგწონს. იზრდება ჩვენი მოტივაცია და გამოვიმუშავებთ მუდმივი წინსვლის ჩვევას. მხოლოდ ასეთი ცხოვრებისეული ჩავარდნების დროს ხდება, რომ დიდი სისწარფით ვიცვლებით უკეთესობისკენ.

აბა გაიხსენეთ ყველა ბრძოლა და ტკივილი, რომელიც დღემდე გამოგივლიათ….?! გაიხსენეთ, რამდენი აღმართის გადალახვა მოგიწიათ დღემდე და დაფიქრდით, როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენზე? დარწმუნებულ ვარ, გახდით მეტად ძლიერი, შეუპოვარი, გამოცდილი და მეტად წინდახედული ადამიანი და რომ არა ეს სირთულეები, თქვენ დღეს არ იქნებოდით ის, ვინც დღეს ხართ და  ვერ გამოიმუშავებდით ‘’იმუნიტეტს’’ ცხოვრების სირთულეებთან ბრძოლისთვის.

ასე, რომ ნუ წუხართ და ნუ დარდობთ დღევანდელი რეალობის, თუნდაც გაუსაძლისი რეალობის გამო. ნუ იქნებით უკმაყოფილო ცხოვრების უსწორმასწორო გზებზე სიარულით. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის იქნება აღმასვლები და დაღმასვლები და რაც უფრო დიდი წარმატების გზას დაადგებით, ისინი მეტად გახშირდება და მით მეტი მიხვეულ მოხვეულის გავლა მოგიწვეთ.

შეცვალეთ წუწუნი მადლიერებად. თქვით ყოველ დღე მადლობა, იმისთვის რაც გაქვთ. იყავით მადლიერი დღეს, რათა ხვალ არ აღმოაჩინოთ, რომ ”გუშინ” თქვენი ოცნების ცხოვრებთ გიცხოვრიათ. გაგიკვირდებათ და ყველას, დიახ, ყველას გვაქვს ათასზე მეტი მიზეზი, რის გამოც უნდა ვიყოთ მადლიერი და ბედნიერი ყოველ დღე! იაზროვნეთ და იმოქმდედეთ პოზიტიურად. ელოდეთ მხოლოდ საუკეთესოს ცხოვრებისგან და სამყაროს ბუმერანგის პრინციპი, გარწმუნებთ ამისთვის ათმაგად მოგიზღვათ საჩუქრებს.

იყავით ბედნიერები და გაავრცელეთ ბედნიერების ვიბრაციები სამყაროში!

მიყვარხართ!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 57 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ