თანამედროვე რეკლამის 10 ამოცანა

თანამედროვე რეკლამის 10 ამოცანა

1. ანონსი — ამ შემთხვევაში რეკლამამ მასას უნდა აცნობოს ახალი კომპანიის, საქონლის და ა.შ. შექმნა. ყველაფერი ახალი იზიდავს ყურადღებას. საქონლის გასაყიდად საჭიროა ჯერ მის შესახებ შეტყობინება. ყველაფერი უნდა მოხდეს თანმიმდევრობით.

2. ფირმის იმიჯის შექმნა — კომპანიას უნდა ჰქონდეს იმიჯი, რომელიც მას შეეფერება. გახსოვთ ფრაზები სტილში „ჩვენთან ერთად მარტივია“? – ხვდებით რატომ იყენებენ მათ? საქმე ეხება არა წესრიგს, არამედ საჭირო ემოციის ფორმირებას.

3. საქონლის იმიჯის შექმნა — ამ შემთხვევაშიც სიტუაცია ანალოგიურია, მაგრამ არის გარკვეული სპეციფიკა: პროდუქტის ხაზში კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებები და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული საქონლისთვის თავისი იმიჯის შექმნა. ხშირია შემთხვევები, როცა ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ გარკვეულ პროდუქციაზე მოთხოვნაა და ფაქტიურად ბესტსელერები ხდებიან მაშინ, როცა სხვა პროდუქცია ამით ვერ დაიკვეხნის. ასევე სასარგებლოა იმიჯის შექმნა ახალი ხაზისთვის. მაგალითად: თუ Ferrari გადაწყვეტს ჯიპის ტიპის მანქანის გამოშვებას (Porsche-ს და Lamborghini-ს შემდეგ), ახალი ავტომობილისთვის იმიჯის შექმნა ნამდვილად აუცილებელი იქნება.

4. განმასხვავებელი ნიშანი — მაღალკოკურენტულ ბაზარზე მნიშვნელოვანია საქონლის მიმართ მომხმარებლის ყურადღების მიქწევა, რაც შესაძლებელია რაიმე განმასხვავებელი ნიშნის შექმნით. ასეთ დროს ჩვეულებრივ ამბობენ ხოლმე: „შეამოწმეთ შეფუთვაზე…“ ან „უკვე ახალი შეფუთვით…“ (და შეფუთვა უნდა იყოს ორიგინალური).

5. უნიკალური სავაჭრო შეთავაზება — ეს ყველასთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია იმის თაობაზე განაცხადის გაკეთბა, რაც არცერთ კონკურენტს არ აქვს (ან ჯერ არ აქვს). შეიმუშავეთ უსშ (უნიკალური სავაჭრო შეთავაზება) და წინ მასთან ერთად მასებში!

6. ფოკუსირება სარგებელზე და უპირატესობებზე — ასეთ რეკლამაში პოტენციურ კლიენტს უნდა გაეცეს პასუხი აქტუალურ შეკითხვაზე: „რატომ თქვენ?“. იმუშავეთ კონკურენტებზე სწრაფად და ისაუბრეთ ამაზე, მაგრამ ღია რეპოზიციონირება საჭირო არ არის.

7. კონკურენტების მოგერიება — საჭიროა ყოველთვის თვალყური ადევნოთ კონკურენტების სარეკლამო აქტივობას. როგორც კი მათ რაიმე საინტერესო ჩაუშვეს საკუთარ რეკლამაში, რამაც შეიძლება თქვენ დაგარტყათ – ნუ დაელოდებით, მოამზადეთ კონტრ-შეტევა.

8. რეპუტაციის შექმნა — ეს მნიშვნელოვანი მომენტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ მუშაობთ ბაზარზე, სადაც მომხმარებელს დიდი უნდობლობა აქვს (მაგალითად – საბანკო და საფინანსო სექტორი)

9. გაუგებრობის აღმოფხვრა — ნებისმიერი საქონლის გარშემო არსებობს მითები და გაუგებრობები, განსაკუთრებით თუ ამას ემატება კონკურენტების მიერ ალტერნატიული შეთავაზებების არსებობა. ასეთ რეკლამაში მნიშვნელოვანია შეიქმნას გზავნილი, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და აუცილებლად უნდა იქნეს მოყვანილი მტკიცებულებები.

10. სპეციალური შეთავაზება — ძალიან ხშირი და გავრცელებული ამოცანაა. როცა თქვენ აწყობთ რაიმე აქციას, რომელიც სპეციალურ შეთავაზებას გულისხმობს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ კლიენტთა აუდიტორიას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1506 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like