თანამედროვე ეტიკეტის 18 წესი
14338 Views

თანამედროვე ეტიკეტის 18 წესი

თავაზიანობის გამოვლენა რთული სულაც არ არის — ეს პირველ რიგში პატივისცემის გამოხატვაა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ არსებობს რამოდენიმე ნიუანსი, რომელთა შესახებ ყველამ არ იცის. B2P.GE შეეცადა თავი მოეყარა იმ წესებისთვის, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახადონ.

1. არასოდეს წახვიდეთ სტუმრად წინასწარ დარეკვის გარეშე 
თუ თქვენ გაუფრთხილებლად გესტუმრნენ, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ ხალათსა და თმის სახვევებში იყოთ. ერთი ბრიტანელი ლედი ამბობდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენისას ის ყოველთვის იცმევს ფეხსაცმელს, იფარებს ქუდს და იღებს ქოლგას. თუ სტუმარი მისთვის მისაღებია ეუბნება: «ოჰ, როგორ გაგიმართლათ, მე ეს წუთია მოვედი!» თუ სტუმარი არასასიამოვნოა ეუბნება: «რა სამწუხაროა, მე უნდა წავიდე».

2. ქოლგა არასოდეს არ გააშროთ გახსნილ მდგომარეობაში — არც ოფისში და არც სტუმრად ყოფნისას
ის უნდა დაკეცოთ და ჩამოკიდოთ ან სპეციალურ სადგამზე დადოთ.

3. ჩანთა არ უდნა დაიდოთ მუხლებზე ან სკამზე, რომელზეც ზიხართ 
პარტარა კლაჩის ტიპის ჩანთა შეგიძლიათ დადოთ მაგიდაზე, მოცულობითი ჩანთა სკამის საზურგეზე ჩამოკიდოთ ან იატაკზე დადოთ თუ არ არის სპეციალური ჩანთის საკიდი ან დასადები (მათ ხშირად შეხვდებით რესტორანში). პორტფელს დებენ იატაკზე.

4. ცელოფანის პაკეტები დასაშვებია მხოლოდ სუპერმარკეტიდან დაბრუნებისას, ისევე როგორც ქაღალდის საფირმო ჩანთები ბუტიკებიდან დაბრუნებისას
მათი შემდეგ ჩანთის ნაცვლად ტარება — დაუშვებელია.

5. მამაკცი არასოდეს არ ატარებს ქალის ჩანთას
ქალის ლაბადასაც იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ გასახდელამდე მიიტანოს.

6. საშინაო ტანსაცმელი — ეს არის შარვალი და სვიტერი, რომელიც უნდა იყოს მოსახერხებელი, ოღონდ ღირსეულად გამოიყურებოდეს
ხალათი და პიჟამა განკუთვნილია იმისათვის, რომ დილით აბაზანამდე მიხვიდეთ, ხოლო საღამოს აბაზანიდან საძინებლამდე.

7. იმ მომენტიდან, როცა ბავშვი დაბინავდება ცალკე ოთახში, მიაჩვიეთ მასთან შესვლისას კარზე დაკაკუნებას
ამის შემდეგ ისიც დააკაკუნებს მანამ, სანამ თქვენს ოთახში შემოვა.

8. ქალს შეუძლია არ მოიხსნას შენობაში შესვლისას თავსაბურავი და ხელთათმანები, მაგრამ არა ქუდი და ბეწვის ხელთათმანები.

9. აქსეუარების საერთო რაოდენობა საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 13 საგანს. ამასთან, ამ რიცხვში შედის საიუველირო ღილები
ხელთათმანის ზემოდან არ უნდა გაიკეთოთ ბეჭედი, მაგრამ სამაჯური დასაშვებია. რაც უფრო ბნელა ქუჩაში, მით უფრო ძვირფასია აქსესუარები. ადრე ბრილიანტები გათხოვილი ქალების საღამოს მორთულობად ითვლებოდა, თუმცა ბოლო დროს ბრილიანტის დღისით ტარებაც დასაშვები გახდა. ახალგაზრდა გოგოსთვის 0,25 კარატიანი ბრილიანტით გაწყობილი საყურეების გაკეთება სრულიად საკმარისი იქნება.

10. რესტორანში შეკვეთის საფასურის გადახდის წესი: თუ თქვენ წარმოთქვამთ ფარაზს «გეპატიჟებით», ეს ნიშნავს, რომ ფულსაც თქვენ იხდით
თუ ქალი ეპატიჟება საქმიან პარტნიორს რესტორანში, ფულსაც ის იხდის. სხვა ფორმულირება — «მოდი რესტორანში შევიდეთ» — გულისხმობს, რომ ყველა იხდის თავის შეკვეთის საფასურს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი თავად შესთავაზებს თანხის გადახდას, ქალი თანხმდება.

11. მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, ხოლო ლიფტიდან პირველი გამოდის ის, ვინც კართან უფრო ახლოს დგას.

12. ავტომანქანაში ყველაზე პრესტიჟულ ადგილად ითვლება მძღოლის უკან ადგილი მას იკავებს ქალი, მამაკაცი ჯდება მის გვერდით, ხოლო როცა ის გადმოდის მანქანიდან, ქალს კარს უღებს და ხელს აწვდის. თუ მამაკაცი საჭესთან ზის, ამ დროსაც მისაღებია, რომ ქალმა მის უკან დაიკავოს ადგილი. თუმცა, სადაც არ უნდა იჯდეს ქალი, მამაკაცმა ყველა შემთხვევაში უნდა გაუღოს კარი და დაეხმაროს გადმოსვლაში. საქმიან ეტიკეტში მამაკაცები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად არღვევენ ამ ნორმას, როცა ეყრდნობიან ფემინისტების დევიზს «ბიზნესში არ არსებობენ ქალები და კაცები».

13. ხმამაღლა საუბარი იმის შესახებ, რომ დიეტას იცავთ — ცუდი ტონია
მითუმეტეს არ შეიძლება უარი თქვათ ამის გამო კერძებზე, რომლებსაც სტუმართმოყვარე დიასახლისი გთავაზობთ. აუცილებლად შეაქეთ მისი კულინარიული ნიჭი, თან შეგიძლიათ არაფერი არ მიირთვათ. ასევე უნდა მოიქცეთ ალკოჰოლთან მიმართებაში. არ არის საჭირო ყველას გააგებინოთ, რატომ ვერ სვამთ. მოითხოვეთ თეთრი მშრალი ღვინო და ცოტა მოსვით.

14. ტაბუდადებული თემები მაღალი წრის საზოგადოებაში საუბრისას არის: პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა და ფული.
უადგილო შეკითხვაა: «ღმერთო, რა კარგი კაბაა! რა ღირდა?» თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, თქვენი რექცია უნდა იყოს თავაზიანი ღიმილი და პასუხი: «ეს საჩუქარია!» საუბარი გადაიტანეთ სხვა თემაზე. თუ თანამოსაუბრე დაჟინებით აგრძელებს საუბარს, უპასუხეთ: «მე არ მსურს ამ საკითხზე საუბარი».

15. ყველა ადამიანს, უკვე 12 წლის ასაკიდან უნდა მიმართოთ „თქვენ“-ობით . ამაზრზენია იმის მოსმენა, როცა ადამიანები მიმართავენ «შენ»-ობით მიმტანებს ან ტაქსის მძღოლებს. ოფისში სჯობს მიმართვა გქონდეთ «თქვენ»-ობით, «შენ»-ობით — მხოლოდ პირად საუბარში. გამონაკლისი შემთხვევაა თუ თქვენ ტოლები ხართ, ან ახლო მეგობრები. რა რეაქცია უნდა გქონდეთ, თუ თანამოსაუბრე უტაქტოდ იქცევა? თავიდან ჩაეკითხეთ: «უკაცრავად, თქვენ მე მომმართავთ?» ან მხრები აიჩეჩეთ და უპასუხეთ: «უკაცრავად, მაგრამ ჩვენ არ გადავსულვართ „შენ“-ობით მიმართვაზე».

16. სხვების განსჯა, ანუ ჭორაობა უბრალოდ დაუშვებელია
დაუშვებელია ცუდად საუბარი ახლობლებზე, კონკრეტულად ქმრებზე, როგორც ეს მიღებულია. თუ ქმარი ცუდია — რატომ არ გაეყრებით მას? ასევე დაუშვებელია სიძულვილითა და გრიმასით საკუთარ ქვეყანაზე საუბარი. «ამ ქვეყანაში ყველა მატყუარაა…» — ამ შემთხვევაში თქვენც მათ კატეგორიას ეკუთვნით.

17. კინოში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში ადგილების დაკავების დროს, საჭიროა ისე მიხვდიეთ თქვენს ადგილამდე, რომ უკვე იქ მჯდომ მაყურებელს ზურგი არ შეაქციოთ
პირველი შედის მამაკაცი

18. ცხრა რამ უნდა შეინახოთ საიდუმლოდ: ასაკი, სიმდიდრე, საიდუმლო გასასვლელი სახლში, ლოცვა, წამლის შემადგენლობა, სასიყვარულო კავშირი, საჩუქარი, ჯილდო და უბედურება.
და ბოლოს, ჯეკ ნიკოლსონი კარგი ტონის წესების შესახებ:
«მე შიშით ვუდგები კარგი ტონის წესებს. როგორ მივაწოდო თეფში, არ ვიყვირო ერთი ოთახიდან მეორეში გასაგონად, დახურული კარი არ გავაღო დაკაკუნების გარეშე, დავუთმო ქალბატონს. ამ უბრალო წესების მთავარი მიზანი არის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ არ შეგვიძლია მშობლებთან ქრონიკულ ომში ვიცხოვროთ — ეს სისულელეა. მე ზედმიწევნით ვაკონტროლებ საკუთარ მანერებს. ეს არ არის რაიმე აბსტრაქტული. ეს არის ყველასათვის გასაგები ურთიერთპატივისცემა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like