სხვა ადამიანები არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან

სხვა ადამიანები არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან

გჭირდება სხვა ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება იგრძნო??

რა უცნაური და საინტერესოა არა? რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები? რომ მათი გავლით მოვიდეს ჩვენში ყველა ის გრძნობა, რომელიც რეალურად ჩვენში გამომუშავდება?
იქნებ საკუთარ თავს არაფერს ვუკეთებთ, რომ ეს ყველაფერი თავად ვიგრძნოთ..მე გთავაზობთ სცადოთ და საკუთარ თავს დაუსვათ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და ძალიან ძლიერი შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს: – რა უნდა გავაკეთო მე, რომ ჩემმა მოქმედებებმა მაგრძნობინოს საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება? და გულწრფელად უპასუხოთ.

ამაზე პასუხი ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. ზოგისთვის შეიძლება ეს მოქმედებები იყოს საყვარელი საქმის კეთება, ჰობით დაკავება ან უბრალოდ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვა და ამ ყველაფრით თუნდაც იმის განცდა, რომ სასარგებლოები ვართ სხვა ადამიანებისთვის და სამყაროსთვის. რა დროსაც შესაძლოა ვგრძნობთ, რომ ჩვენს მისიას ვასრულებთ და სწორ გზაზე ვართ.

მაგრამ რა ხდება როცა ჩვენი ცხოვრების სტილი არ გვაძლევს საკუთარი თავის გამოხატვის, თვითრეალიზების საშუალებას, საყვარელი საქმით და ჰობით დაკავებას და ჩვენ თავად ვერ ვანიჭებთ ამ დროს საკუთარ თავს სიამოვნებას?

რა ხდება როცა დრო არ გვაქვს მივყვეთ ჩვენი გულის ხმას, ჩვენს გულწრფელ სურვილებს?  თუნდაც ეს იყოს დილით ადრე ბუნებაში გასეირნება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, ცეკვა, საკუთარი თავის მოვლა, ზრუნვა საკუთარ თავთან სიახლოვე და საკუთარ სურვილებზე პრიორიტეტის მინიჭება. საკუთარი შეხედულებების, აზრის და იდეების პატივისცემა, საკუთარი თავის პატიება და ა.შ. და თუ ამ ყველაფერს ემატება არასწორი რწმუნებულება, რომ რთულია ჩვენი ოცნების ცხოვრებით ცხოვრება, მაშინ რაღა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს აღარ ვაკეთებთ და სხვა რა დაგვრჩენია, ვეძებთ გარე გამაბედნიერებლებს და ვიჯერებთ, რომ სხვებს შეუძლიათ ჩვენი გაბედნიერება.  ბევრი ადამიანი ხარჯავს უამრავ ფულს არასაჭირო ნივთების, ტანსაცმელების, საკვების და ძვირაფასი აქსესუარების შეძენის გამო და იმ მიზნით, რომ როგორმე შეივსოს შინაგანი სიცარიელე, თუმცა ეს არაჯანსაღი მიდგომაა და ამას მხოლოდ მოკლე პერიოდით აქვს შედეგი. რეალურად ამ დროს ჩვენ დამოკიდებული ვხდებით სხვა ადამიანებზე, ნივთებზე, გარემოებებზე. არასწორ ადგილზე ვეძებთ ბედნიერების შეგრძნებას და ვერ ვაცნობიერებთ, რომ რეალურად ეს მხოლოდ ბედნიერების სტიმულატორებია, გარედან მიღებული და არა ბუნებრივი, შიგნიდან გამოსული ბედნიერება. ამ ყველაფერთან ერთად, როცა გარე წყაროა ჩვენი ბედნიერების მიზეზი, ყოველთვის ჩნდება ამ ყველაფრის დაკარგვის შიში და გამოდის, რომ ვცხოვრობთ სხვებზე დამოკიდებული, მიჯაჭვული და ველოდებით როდის გაგვაბედნიერებს სხვა და რაც ყველაზე მტკივნეულია ხოლმე – გვმართავს ამ ყველაფრის დაკარგვის შიში.

საბედნიეროდ, რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ნამდვილი ბედნიერების განცდა ჩვენ თავად შეგვიძლია გამოვიმუშაოთ. ეს ჩვენი ბუნებრივი უნარია. ეს ჩვენი პრეროგატივაა.

შეკითხვაზე:  რა უნდა გავაკეთო ახალა, რომ ვიგრძნო ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები, სიამოვნება, სიმსუბუქე, სიყვარული…? საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ ნებისმიერი პასუხი ყველაზე მეტად მართალი და ჭეშმარიტი იქნება, რადგან ჩვენში ყოველთვის არის სწორი პასუხები, მთავარია სწორი შეკითხვების დასმა. ასეთი მიდგომით კი თავიდან ავირიდებთ ადამიანებზე მიჯაჭვულობას, შიშით ცხოვრებას სხვა ადამიანების გამოყენებას ჩვენი ბედნიერებისთვის, სხვა ადამიანებზე მანიპულირებას – მიზნით რომ მერე მათ რამე გააკეთონ ჩვენ გასაბედნიერებლად და ამ გადაწყვეტილებით გავაცნობიერებთ, რომ სხვა ადამიანები ნამდვილად არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან და ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ჩვენს ხელშია.

რა საინტერესოა, ვინ ვიქნებოდით და რას ვიგრძნობდით ფიქრის გარეშე, რომ გვინდა სხვამ გაგვაბედნიეროს? ფიქრის გარეშე, რომ სხვა შეუძლია ჩვენი გაბედნიერება? ამ ფიქრების გარეშე რას დავინახავდით ჩვენში და რას შევამჩნევდით? ალბათ იმ რეალობას, რომელიც ჩვენი ფიქრების მიღმაა და რომელიც იმაზე მეტად კეთილი და მარტივია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ეს შეყვარებული წყვილები დააბერეს მაკიაჟის საშუალებით, რათა მათი რეაქცია ენახათ

სტუდიაში მოიწვიეს რამოდენიმე შეყვარებული წყვილი, რომლებიც დაქორწინებას გეგმავდნენ. შემდეგ მათზე იმუშავა ვიზაჟისტმა – ისინი დააბერეს 50, 70 და 90 წლის ასაკამდე. წარმოუდგენელია იმ რეაქციის აღწერა როცა მათ საკუთარი თავი და

Print Friendly, PDF & Email

ბარბარა შერი: ფულის სწრაფად შოვნის 17 იდეა წიგნიდან «შენი ოცნების სამუშაო»

არის სიტუაციები, როცა საჭიროა ფულის სწრაფად გამომუშავება. ჩნდება შეკითხვა, როგორ ვიშოვოთ ფული? პანიკის გარეშე! გამოსავალი ყოველთვის არსებობს! წარმოგიდგენთ 17 იდეას ბარბარა შერის წიგნიდან «შენი ოცნების სამუშაო», რომლებიც უპასუხებენ შეკითხვას —

Print Friendly, PDF & Email

რძალ–დედამთილის პოზიტიური ურთიერთობისთვის

წყვილის ურთიერთობაზე ხშირად დიდ გავლენას ახდენს მესამე პირის ჩართვა. მითუმეტეს თუ ეს ავტორიტეტული მშობელია. თუმცა არსებობს სხვადასხვა საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთობები ჯანსაღად შევინარჩუნოთ პარტნიორთანაც და მის მშობლებთანაც. აქ წარმოდგენილია რამდენიმე

Print Friendly, PDF & Email

უინსტონ ჩერჩილის 10 ციტატა

1. ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას მარტო თვითონ არ უშვებს — ის სხვებსაც აძლევს შანსს. 2. მე ყოველთვის ვარ მზად ვისწავლო, მაგრამ მე ყოველთვის არ მომწონს, როცა მასწავლიან. 3. წარმატება —

Print Friendly, PDF & Email

კაფე „პიატო„ შთაგონების ადგილი წიგნის მოყვარულთათვის

ზამთარი ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებული განწყობა გვეუფლება. ზამთრის პეიზაჟები, საახალწლო სამზადისი სადღესასწაულო განწყობას ამაღლებს და გვიჩნდება სურვილი ისეთ ადგილას აღმოვჩნდეთ სადაც დაგვხვდება ზღაპრული გარემო. ადგილი, სადაც თავს კარგად ვიგრძნობთ და

Print Friendly, PDF & Email

თვითნაბადი მილიარდერების წარმატების 21 საიდუმლო – ბრაიან ტრეისი

ბრაიან ტრეისის 1 საათიანი ვიდეო-ტრენინგი “წარმატების 21 საიდუმლოს” შესახებ! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell

Print Friendly, PDF & Email