სუნთქვა, ემოციების კონტროლის საუკეთესო საშუალება

სუნთქვა, ემოციების კონტროლის საუკეთესო საშუალება

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სხეულში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარე სამყარო არ ახდენს ჩვენზე გავლენას. ჩვენი ემოციური უკუკავშირი სამყაროს მიმართ რთული და კომპლექსურია.
ვიდეოში, რომელიც წარმოგვიდგინეს Julie Bayer Salzman and Josh Salzman– მა, გასაუბრება ხდება რამდენიმე ბავშვთან. მათ ეკითხებიან როგორ მოქმედებს ემოციები მათზე და რა შეგრძნებები აქვთ მათ ამ დროს ფიზიკურად.

ბავშვები ამბობენ:
„როცა გაბრაზებული ვარ, თავი მტკივდება და ეს ძალიან მტკივნეულია“, „შეიძლება ვერ გავაკონტროლო საკუთარი სხეული და გამოვიდე წყობილებიდან“, „მე მართლა არ მომწონს, როცა ვბრაზდები“, „და როცა მე ვბრაზდები, მე ვიწყებ ღრმა სუნთქვას“. „ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ, ვდუნდები და ისე ვიღებ ღრმა სუნთქვას“. „ჩემს ტვინს მოსწონს დამშვიდება და ამის შემდეგ მე სხვანაირად შემიძლია ვესაუბრო ადამიანს“.

Julie Bayer Salzman: „ჩემთან პირველი შთაგონება ღრმა სუნთქვასთან დაკავშირებით მოვიდა მაშინ, როდესაც ჩემი 5 წლის გოგონა ესაუბრებოდა თავის მეგობარს და უყვებოდა იმაზე, რაც ასწავლეს მას ბაღში. მე გაოცებული დავრჩი, როცა მოვუსმინე როგორ უხსნიდა ის თავის მეგობარს სუნთქვის ზემოქმედებას ტვინის სხვადასხვა უბანზე და ემოციების კონტროლის შესაძლებლობას ამ მეთოდით. ეს გენიალური ემოციურ–სოციალური სწავლება იყო დაწყებით სასწავლო გეგმაში.“

გამოსცადეთ ღრმა სუნთქვის მეთოდი თქვენც, როდესაც თქვენი ემოციები უკონტროლო ხდება და თავად იხილეთ შედეგი. სუნთქვა ხომ ასეთ მჭიდრო კავშირშია ემოციებთან.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like

ფსიქოლოგია

რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის

1. ახალი გარემოცვა შეიარეთ იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ ან იშვიათად დადიხართ. ეს შეიძლება იყოს ახალი დიდი პარკი ან საიუველირო მაღაზია მეზობელ რაიონში. 2. ახალი სურნელი იყიდეთ ეთერზეთები და ნებისმიერი

ცხოვრებისეული

მოკვდი წინასწარ

სამურაის წესის მიხედვით – თუ ბრძოლაში გამარჯვება გსურს წინასწარ უნდა მოკვდე, რადგან მკვდარ სამურაის მეტოქის აღარ ეშინია. ახლა წარმოიდგინე ის, რისიც ცხოვრებაში  ყველაზე ძალიან გეშინია!…….. წარმოიდგინე? ნამდვილად დეტალებში წარმოიდგინე? იმაზეც

სარეკლამო ვიდეო

სუპერმარკეტის სუპერ-რეკლამა

გერმანული მაღაზიათა ქსელის Edeka-ს რეკლამა, რომელმაც ნახევარ კვირაში 5 მილიონ ნახვას გადააჭარბა. გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away,