სუფრის სერვირება და ეტიკეტი

სუფრის სერვირება და ეტიკეტი

A. ხელსახოცი.
E. ჭიქა წყლისთვის.
K. ძირითადი დანა.
B. თეფში.
F. თეთრი ღვინო.
L. დანა თევზისთვის.
C. სუფის ფიალა, ან თეფში.
G. წითელი ღვინო.
M. კოვზი სუფისთვის.
D. თეფში პურისთვის და კარაქისთვის, კარაქის დანით.
H. ჩანგალი თევზისთვის.
I. სადილის ჩანგალი.
J. სალათის ჩანგალი.
N. დესერტის კოვზი და ჩანგალი ტორტისთვის.

დააკვრდით, რომ ხშირად გვირჩევენ სალათის ჩანგალი (J) დავდოთ სადილის ჩანგლის მარცხნივ (I), მაგრამ ამ სერვირებაში ნაგულისიხმევია, რომ სტუმარი სალათამდე ძირითად კერძს ელოდება, ამიტომ სადილის ჩანგალი დევს სალათის ჩანგლის წინ.

როგორ მოვიქცეთ? ჭამის დაწყებისას:

მიუხედავად იმისა, თუ რას გეუბნებოდათ დედა, კულინარიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თუ კი ცხელი კერძი უკვე მოგართვეს, არაა აუცილებელი დაველოდოთ სუფრის სხვა წევრებს. ცივი საკვების შემთხვევაში დაელოდეთ სანამ მასპინძელი გამოაცხადებს სადილს და დაელოდეთ, სანამ მთავარი სტუმრები დაიწყებენ ჭამას.

საკვები, რომელიც შეიძლება მივირთვათ ხელით:

1. პური: გატეხეთ პური, ფუნთუშა ან ალადები შუაზე, ან პატარა ნატეხებად, სანამ წაუსმევთ კარაქს.

2. ბეკონი: თუ ბეკონზე არის ქონი, მაშინ მიირთვით ის დანა-ჩანგლით, თუ არა და დატეხეთ ჩანგლით და მიირთვით თითებით.

3. საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ თითებით: მიჰყევით მასპინძლის მითითებებს. თუ კი საჭმელი მოტანილია ლარნაკით, მაშინ მიღებამდე გადმოიტანეთ ის საკუთარ თეფშზე.

4. საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ხელით: ბუტერბროდები, ნეკნები, ასთაკვები (омары), მოლუსკები, მოზრდო ფრთები და ფეხები (არაოფიციალურ შემთხვევებში), სენდვიჩები, ხილი, ზეთისხილი, ნიახური, მშრალი ორცხობილა და ნამცხვრები.

როგორ მოვიშოროთ დელიკატურად ის კომპონენტები, რომელიც არ იჭმება:

1. ზეთისხილი კურკა: გადმოვიღოთ კოვზზე და დავდოთ ჩვენს თეფშზე.

2. ქათმის ძვლები: გამოიყენეთ თქვენი ჩანგალი მათ დასაბრუნებლად თეფშზე.

3. თევზის ძვლები: გამოიღეთ თითებით.

4. დიდი ძვლები და საჭმელი, რომელიც არ მოგეწონათ შეუმჩნევლად უნდა მოაქციოთ ხელსახოცში და დადოთ მოშორებით.

P.S. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადრე ჩანგლის გამოყენება სკანდალური ფაქტი იყო. XI საუკუნეში საბერძნეთის პრინცესა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მის ქორწილში გამოჩნდა ჩანგლები. ხალხმა ეს ღვთის რისხვად მიიჩნია.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ