Subway-ს დამფუძნებლის 8 რჩევა
1834 Views

Subway-ს დამფუძნებლის 8 რჩევა

Subway-ს დამფუძნებლის 8 რჩევა ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით

ფრედ დე ლუკამ პირველი სასაუზმე Subway 17 წლის ასაკში გახსნა და მას შემდეგ ბევრი რამ ისწავლა.

1. საჭირო არ არის იყო ორიგინალური

საკუთარი ბიზნესის გახსნის პირველი ნაბიჯი — იმის განსაზღვრაა, თუ რისი ფლობა და მართვა გსურთ. ბევრი ადამიანისგან ეს მოითხოვს ძალისხმევას. მათ ღუპავთ ძალიან მარტივ შეკითხვებზე რთული პასუხების ძიების მცდელობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები ცდილობენ თავიდანვე გამოიტანონ დასკვნები. ეს იდეა საკმაოდ ამბიციურია და ორგინალური? პასუხი უფრო არის «არა». ხარვეზები ყველგან მოიპოვება.

რა თქმა უნდა, ბიზნესის ზოგიერთი სახეობა მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, მაგრამ თუ გინდათ, რომ საკუთარი თავი მიუძღვნათ მარტივ, ცხოვრებისთვის საჭირო საქმიანობას, შესაძლებელია პრაქტიკულად ყველაფრის სწავლა. ისინი, ვინც არ ხარჯავენ ენერგიას, როცა ნულიდან იწყებენ, ყიდულობენ ფრანშიზებს ან ლიცენზიებს. ამ გზით მათ შეუძლიათ კონცენტრაცია გააკეთონ მართვაზე, კლიენტების ბაზის შექმნაზე და მასშტაბურ წარმოებაზე, რასაც უზრუნველყოფენ ბევრი ფრანშიზები. მოძებნეთ ნიშნა მანამ, სანამ მისი გადამოწმების შანსი მოგეცემათ. თუ დაიწყებთ ძალიან დიდხანს გაანალიზებას, მაშინ ვერასოდეს ვერ იპოვით.

2. დაისახეთ ამბიციური მიზნები

«პირველი სასაუზმის გახსნის შემდეგ, უნდა ვიფიქროთ, რომ დავისახოთ გრძელვადიანი მიზანი», — მითხრა პიტ ბაკმა ერთი საათის შემდეგ, რაც მე დავთანხმდი სენდვიჩ-სუბმარინის გაყიდვას. მე უცნაურად მომეჩვენა ასეთი მიზნის დასახვა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ საქმეს დავიწყებდით, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიგვიღია. გრძელვადიანი მიზნის დასახვამ ჩვენი ყურადღება სასაუზმის გახსნის მთავარი მიზნიდან გადაიტანა იმაზე, თუ რისი მიღწევა შეგვეძლო. ეს თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რადგან ის აჩვენებს დანიშნულების საბოლოო პუნქტს, რაც გვეხმარება არ გადავუხვიოთ გზიდან. როცა თქვენ ყოველდღიურ პრობლმებს ეჯახებით და გეჩვენებათ, რომ გაიჭედეთ, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ამ მეთოდს.

3. ნუ გაართულებთ
წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვიტეთ საკუთარი ბიზნესის დაწყება. რა უნდა გაითვალისწინოთ და გააკეთოთ დასაწიყისისთვის? ბიზნეს-გეგმა დაწეროთ? ითვალისწინებთ თუ არა რისკებს და როგორ გამოკვებავთ ოჯახს? ღირს თუ არა სხვების აზრის გათვალისწინება და რჩევების მოსმენა? ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგი არ იწყბს თავის ბიზნესს, ეს არის სწორედ ბევრ შეკითხვებზე პასუხების გაცემის შიში. მე არ ვამტკიცებ, რომ დაგეგმვა ცუდია. თუ თქვენ ყველაფერს ტოვებთ იმისათვის, რომ დაკავდეთ ბიზნესით, ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ ცხოვრებაში, ეს კარგი იდეაა. მაგრამ, თუ დაწყების წინ გინათ, რომ დარწმუნებული იყოთ წარმატებაში, სავარაუდოდ ასე ვერასოდეს ვერ დაიწყებთ.

4. ისწავლეთ პრაქტიკაზე

დროთა განმავლობაში მე აღმოვაჩინე, რომ მომზადების, გამოცდილებისა და განათლების მიუხედავად, ბევრი სხვა მეწარმე, ისევე როგორც მე, სწავლობდა მცდელობებსა და შეცდომებზე. როცა ეს ადამიანები იწყებდნენ ბიზნესს, მათ არ ჰქონდათ პასუხები შეკითხვებზე და განსაკუთრებული ცოდნა იმისათვის, რომ წარმატებული კომპანია შეექმნათ. მათ ეს უნარები შეიძინეს მაშინ, როცა ყოველდღიური მუშაობა დაიწყეს. ცხოვრების სკოლაში სწავლა და დარტყმების მიღება ნებისმიერი ბიზნესის განვითარების პროცესის განუყრელი ნაწილია. ამ სკოლაში თქვენ პასუხებს არ გცემენ. ეს უფრო არის საქმის კეთებაში სწავლა. ძლიერ დარტყმებს ბევრი სასოწარკვეთამდე მიჰყავს და ამბიცები უსუსტდებათ. ერთად-ერთი დამამშვიდებელი ფაქტორია – ფიქრი იმაზე, რომ მიღებული გამოცდილება და დარტყმები დაგეხმარებათ უკეთესად იმუშაოთ მომავალში.

5. მუდმივად მოიფიქრეთ რაიმე ახალი

Subway-ში ჩვენ მუდმივად ვცვლით რამეს, ზოგჯერ ეს ცვლილებები ძალიან უმნიშვნელოა, ისეთი უმნიშვნელო, რომ არც ღირს მათზე საუბარი. მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ ცივი სენდვიჩის 7 ვარიანტის გაყიდვით, რომლებიც სიგრძეში 30 სმ იყო. შემდეგ მომხმარებელს შევთავაზეთ ამის ნახევარი ზომის ბუტერბროდები. მოგვიანებით შევიტანეთ სალათები. თავიდან ჩვენ ვიყენებდით მხოლოდ თეთრ პურს, შემდეგ კი გადავედით პურის მრავალფეროვან ხაზზე, სოუსებზე, ტოპინგებზე და ა.შ. ერთი წლის თავზე ათასამდე სიახლე შევიტანეთ მთლიანობაში. მაგრამ როცა უკან ვიხედებით და მათ ვაანალიზებთ, მხოლოთ ათი მათგანი იყო მნიშვნელოვანი, ანუ მხოლოდ მათ გამოიწვიეს რეალური ცვლილებები. წინასწარ თუ გეცოდინება რა ცვლილებები მოგიტნს შედეგ კარგია, მაგრამ ამას წინასწარ ვერასოდეს გაიგებ, სანამ არ იმოქმედებ, ამიტომ იძულებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ სწრაფად, ოღონდ ისე, რომ არ შევქმნათ კომპანიაში ქაოსი.

6. ენდეთ საკუთარ ხალხს

ბიზნესის ეფექტურობა განისაზღვრება სამსახურებრივი ინსტრუქციებით, დელეგირების ხარისხით ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად და ყოველი დავალებისთვის შერჩეული სწორი ადამიანებით. უპირველეს ყოვლისა, ყველა საქმე უნდა იყოს კარგად სტრუქტურირებული იმისათვის, რომ კომპანიის საჭიროებებს პასუხობდეს. ამის შემდეგ თქვენ უნდა შეძლოთ გადააბაროთ მოვალეობები და პასუხისმგებლობები. და ბოლოს, უნდა დაიქირაოთ საუკეთესო ადამიანები, ასწავლოთ და შეინარჩუნოთ ისინი. რაც მთავარია, თქვენ უნდა გჯეროდეთ მათი! ბიზნესის შექმნის პირველ ეტაპზე ამისთვის მე არ მეცალა. ერთის მხრივ დიდ ყურადრებას არც ვაქცევდი ამ საკითხს, მეორეს მხრივ – მე მქონდა უამრავი პრობლემა და უამრავი საქმე. საბედნიეროდ, ბოლოს მე გავიგე, რომ ერთად-ერთი სწორი მეთოდი არის საქმეში პრიორიტეტების გამოყოფა და მათი შესრულების სხვებისთვის დავალება.

მე ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენგანი შინაგანად ეწინააღმდეგბა მოვალეობების გადაცემას. თავიდან ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავად კეთება. ჩვენ ვიცით რა უნდა ვაკეთოთ, გვინდა, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. შეცდომა იმაშია, რომ გვეჩვენება, თითქოს ამის გაკეთბა ჩვენს გარდა არავის შეუძლია. ასეთი მიდგომით ხელმძღვანელებმა ზოგჯერ შეიძლება ხელი შეუშალონ მიზნის მიღწევას. ასეთ დროს ყველა ელის მათ გადაწყვეტილებას, რომ საქმიანობა გაგრძელდეს. თქვენ უნდა მოამზადოთ ადამიანები იმისათვის, რომ წვლილი შეიტანონ თქვენს ბიზნესში. უზრუნველყავით ყველა რესურსებით და მხარდაჭერით, რომელიც პირადად მათ სჭირდებათ და გააძლიერეთ თითეული მათგანის როლი, შემდეგ ჩამოეცალეთ გზიდან და მიეცით სამუშაოს შესრულების საშუალება.

7. დროულად აიღეთ კრედიტი

ბიზნესის მთავარი წესი — ყოველთვის გქონდეთ ფული და არასოდეს, არასოდეს არ დახარჯოთ ბოლომდე. იყავით ეკონომიური, აიღეთ ფული, რომელიც გჭირდებათ, რომელიც უნდა დაგიბრუნონ, რაც შეიძლება სწრაფად, აიღეთ სესხი წინასწარ, რათა შემდეგ არ დადგეთ ფინანსური პრობლემების წინაშე. გახსოვდეთ, რომ ბანკის საკრედიტო განყოფილებაში მომუშავეები ცხოვრობენ ორი ძირითადი წესის მიხედვით:

წესი № 1. თუ თქვენ გჭრიდებათ ფული, თქვენ მას ვერ მიიღებთ.

წესი № 2. თუ თქვენ არ გჭირდებათ ფული, მაშინ ადვილად მიიღებთ მათ.

ერთი შეხედვით, ეს წესები უაზროდ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს წესებია და ისინი უნდა იცოდეთ. რატომ? იმიტომ, რომ როცა თქვენ ფულის სესხება გინდათ, სწორედ მაშინ ვერაფერს ვერ მიიღებთ. შეცდომა არის ვადებში. იყავით ყურადღებით: ნუ აიკიდებთ ძალიან დიდ ვალს, ნუ გამოიყენებთ სესხს, როგორც დასაყრდენს ბიზნესში ცუდი შედეგების დროს; ნუ გადახვალთ საზღვრებს და ნუ ისესხებთ საჭიროების არ არსებობისას.

8. ყურადღება მიაქციეთ ხარისხს

ხარისხი – ეს არის ის მოვლენა, რაც იწვევს კმაყოფილი კლიენტის მიერ ჩვენი პროდუქტის ხელახალ შეძენას. იყო დრო, როცა ჩვენ ამას ვერ ვასრულებდით. პრინციპში მე მესმოდა, როგორ უნდა გაგვეფორმებინა გარიგება. როცა მოდიოდა კლიენტი, ვიღებდი შეკვეთას, მაშინვე ვაკეთებდი სენდვიჩს და ვაწვდიდი მას. მნიშვნელოვანია სიზუსტე და სისწრაფე. მე ვიღებდი ფულს, ვიღიმოდი, ვიხდიდი მადლობას და მორჩა. მე არ ვუფიქრდებოდი რა მომსახურებას ვუწევდი კლიენტს. მე ვიცოდი, რომ სასაუზმე უნდა ყოფილიყო სუფთა და ვალაგებდი მას კლიენტების მოსვლის შუალედებში და დახურვის შემდეგ. მე ვთვლიდი, რომ ეს საკმარისი იყო.

მე ვიცოდი, რომ სენდვიჩი უნდა მომზადებულიყო ახალი პურით, მაგრამ ამას ყოველთვის არ ვასრულებდი. ხშირად მრჩებოდა გაუყიდელი პური. იმ დროისთვის პური ხუთი ცენტი ღირდა. რამდენადაც ბევრი ფული არ გვქონდა და ჩვენი პირველი რესტორანი ცოტას გამოიმუშავებდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მარაგების ამოყიდვა, არაფერი არ უნდა გადაგვეყარა. სინამდვილეში ეს შეცდომაა. ხუთი ცენტის შენახვა – ეს არის მოკლევადიანი სარგებელი, რომელიც იწვევს გრძელვადიან დანაკარგებს.

ყოველდღიურად ახალი კლიენტების მოზიდვა — ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რადგან კლენტები — არის ბიზნესი, თქვენი ერთად-ერთი აქტივი. თქვენი ბიზნესის ღირებულება პირდაპირპროპორციულია კლიენტების რაოდენობის, რომელთა დაინტერესებას და შენარჩუნებას შეძლებთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like