სტივ ჯობსის 20 შთამაგონებელი ციტატა პერფექციონისტებისთვის

სტივ ჯობსის 20 შთამაგონებელი ციტატა პერფექციონისტებისთვის

ადამიანი, რომელიც იდგა პერსონალური კომპიუტერების აღმოცენების ერის დასაწყისთან, კომპანია Apple-ის დამფუძნებელი, სტუდია Pixar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი — სტივ ჯობსი ტექნოლოგიებში აფასებდა სილამაზეს და მოხერხებულობას. მან სრულყოფილება ცხოვრების ძირითად პრინციპად აქცია.
B2P.GE-მ შეაგროვა 20 ყველაზე ცნობილი გამონათქვამი ადამიანისა, რომელმაც არამარტო სამყარო შეცვალა და აჩუქა მას ტექნოლოგიები, არამედ ჩამოაყალიბა სტილი და ფილოსოფია.

1. ჩვენ ვიმყოფებით აქ იმისათვის, რომ ცხოვრებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. აბა სხვა რისთვის ვართ აქ?
2. მე არ ვენდობი კომპიუტერს, რომლის აწევაც არ შემიძლია.
3. თქვენ რა გსურთ, მთელი ცხოვება გაზიანი სასმელი გაყიდოთ თუ სამყარო შეცვალოთ?
4. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარზე მეტი იმისა, რითაც წარმატებული მეწარმეები წარუმატებლებისგან გამოირჩევიან — ეს არის შეუპოვრობა.
5. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ იკამათოთ კლიენტთან იმის გამო, თუ რა სურს მას, რადგან იმ მომენტისთვის, სანამ ამას გააკეთებთ, მათ უკვე ახალი რამ ენდომებათ.
6. ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან რა უნდათ მანამ, სანამ არ აჩვენებ რამეს.
7. მე ყველა ჩემს ტექნოლოგიას გავცვლიდი სოკრატესთან შეხვედრის სანაცვლოდ.
8. მე ერთად-ერთი ადამიანი ვარ, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ერთ წელში მეოთხედი მილიარდი დოლარის დაკარგვა. ეს ძალიან კარგად ახდენს პიროვნების ფორმირებას.
9. ერთხელ პიკასომ თქვა: «კარგი მხატვრები აკოპირებენ, დიდი მხატვრები იპარავენ». ჩვენ არასოდეს მოვრიდებივართ სხვებისთვის გენიალური იდეების მოპარვას.
10. გამონათქვამი, რითაც მე ყელაფერში ვხელმძღვანელობ? – «თქვენ ვერასოდეს გაიგებთ რას ეძებთ მანამ, სანამ არ იპოვით მას».
11. აზრი არ აქვს ჭკვიანი ადამიანების დაქირავებას, შემდეგ კი მითითებებს თუ რა უნდა აკეთონ. ჩვენ ვქირაობთ ადამიანებს, რომლებიც გვეუბნებიან რა უნდა ვაკეთოთ.
12. სასაფლაოზე ყველაზე მდიდარ ადამიანად ყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის… იმ აზრით დაძინება, რომ შენ რაიმე მშვენიერი შექმენი — ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
13. როცა ფული არ მყოფნიდა, ფულის საშოვნელად კი არ გავრბოდი, ვიჯექი და ვფიქრობდი. იდეა — ყველაზე ძვირადღირებული საქონელია დედამიწაზე.
14. მე მჯერა, რომ ადამიანის თვისებები განისაზღვრება მისი გარემოცვით და არა მემკვიდრეობით.
15. იყავი პატიოსანი საკუთარი თავის წინაშე, ყველაფერი გააკეთე დროულად, არასოდეს დანებდე, იარე შენი მიზნებისკენ მაშინაც კი, თუ ყველაფერი ცუდად მიდის.
16. სწორედ განვლილი გზა არის ჯილდო.
17. არ დაუშვა შეცდომები — ნიშნავს არასრულფასოვნად ცხოვრებას.
18. როცა იზრდებით, თქვენ თავს გახვევენ მიმღეობას, თითქოს სამყარო უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, მშვიდად იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით… ეს ძალიან შეზრუდული მიდგომაა. ცხოვრება გაცილებით მდიდარი იქნება, როცა შეიგნებთ ერთ მარტივ ფაქტს: ყველაფერი თქვენს გარშემო შექმნილია თქვენნაირი ადამიანების მიერ. მას შემდეგ, რაც შეიგნებთ, რომ თავად შეგიძლიათ დაწეროთ მისი სცენარი, სამყარო ახლებურად დაინახავთ.
19. ტექნოლოგიები — ეს არაფერია. რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ძალიან სწორი – ეს არის ადამიანებში რწმენა. მიეცით მათ ინსტრუმენტები და მათი დახმარებით ისინი შეძლებენ რაიმე მშვენიერის შექმნას.
20. თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ დახარჯავთ მას იმისთვის, რომ სხვისი ცხოვრებით იცხოვროთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ