სტივ ჯობსის 15 შთამაგონებელი ციტატა
1303 Views

სტივ ჯობსის 15 შთამაგონებელი ციტატა

კომპანია Apple-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრეზიდენტმა სტივ ჯობსმა უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. სამყაროს ის ყველაზე მეტად დაამახსოვრდა ხარისხისადმი მიდგომით (ზოგჯერ ის ამ საკითხში დაუნდობელი იყო), წარმოუდგენელი წარმატებით და პერსპექტივის ხედვით. 24 თბერვალს ის 61 წლის გახდებოდა. თუ თქვენ ცოტაოდენი შთაგონება გჭირდებათ, წაიკითხეთ ეს 15 ყველაზე სამოტივაციო ციტატა, რომლებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

1. «გახსოვდეთ სიკვდილი — ეს საუკეთესო საშუალებაა თავი აარიდოთ იმაზე ფიქრს, რომ რაიმე დასაკარგი გაქვთ. თქვენ არანაირი მიზეზი არ გაქვთ, რომ საკუთარ ოცნებას არ მიყვეთ.»
2. «შეუძლებელია კარგი პროდუქტის შექმნა ადამიანების გამოკითხვაზე დაყრდნობით ან ფოკუს-ჯგუფების გამოყენებით. ადამიანებმა თავად არ იციან რა უნდათ მანამ, სანამ არ აჩვენებ.»
3. «ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მანტრა – ფოკუსი და სიმარტივე. სიმარტივე გაცილებით რთული შეიძლება იყოს ვიდრე სირთულე – საჭიროა ბევრი მუშაობა ცნობიერების გასაწვრთნელად, რომ მარტივი რაღაცეები შექმნას.»
4. «არ შეიძლება წერტილების შეერთება წინ ყურებით; მათი შეერთება მხოლოდ უკან ყურებით შეიძლება. ამიტომ, თქვენ მოგიწევთ დაიჯეროთ ის, რომ წერტილები ერთდება მომავალში. საჭიროა გჯეროდეთ რამის – ინტუიციის, ცხოვრების, ბედის, კარმის… ასეთი მიდგომა არასოდეს მაძლევდა სულიერად დაცემის საშუალებას და ჩემ ცხვორებაში მნიშვნელოვანი მოვლენების მიზეზი იყო.»

5. «სამუშაო თქვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს და სრულად დაკმაყოფილებული რომ იყოთ, ამისათვის უნდა აკეთოთ ის, რაც შესანიშნავად მიგაჩნიათ. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ის საქმე, რაც გიყვართ. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ თქვენი საქმე, გააგრძელეთ ძიება. არ გაჩერდეთ. ოდესმე აუცილებლად ნახავთ. კარგი საქმეები, როგორც მჭიდრო უთიერთობა, წლების მანძილზე უფრო უკეთესი ხდება. არ გაჩერდეთ»
6. «სასაფლაოზე ყველაზე მდიდარ ადამიანად ყოფნას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. იმაზე ფიქრით დაძინება, რომ რაიმე შესანიშნავი გავაკეთე – აი რას აქვს მნიშვნელობა.»
7. «მე ვფიქრობ თუ თქვენ გააკეთეთ რაღაც და არც თუ ისე ცუდად გამოგივიდათ, საჭიროა კიდევ რაიმე კარგის გაკეთება და არა ერთ რამეზე დიდი ხნით ჩაციკვლა. უბრალოდ უნდა გაარკვიოთ კიდევ რით გინდათ რომ დაკავდეთ.»
8. «ინოვაციები იქმნება ადამიანების მიერ, რომლებიც გხვდებიან კორიდორში ან ურეკავენ ერთმანეთს ღამის 10:30-ზე, რადგან მათ თავში მოუვიდათ იდეა, ან მიხვდნენ, როგორ გადაჭრან პრობლემა, რომელზეც მუშაობენ. ეს არის 6 ადამიანის არაოფიციალური შეხვედრა, რომლებსაც დაუძახა ვიღაცამ, ვინც თვლის, რომ მოიგონა ყველაზე მაგარი რამ არსებულიდან და სურს გაიგოს რას ფიქრობენ ამის თაობაზე სხვები.»
9. «Apple-დან გაგდება გახდა ჩემთვის საუკეთესო მოვლენა ცხოვრებაში. მე მივიღე თავისუფლება, რომელმაც საშუალება მომცა ჩავბმულიყავი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პერიოდში.»
10. «როცა მე ვიყავი 17 წლის, წავიკითხე ციტატა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: «თუ ყოველ დღე იცხოვრებ ისე, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა, ერთხელაც დაიწყებ სწორად ცხოვრებას». ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და ბოლო 33 წელი ყოველ დილით ვდგები, ვიხედები სარკეში და საკუთარ თავს ვეკითხები «დღეს დედამიწაზე არსებობის ბოლო დღე რომ იყოს ჩემთვის, გავაკეთებდი თუ არა იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებ??» და თუ პასუხია «არა», რამოდენიმე დღის მანძილზე, მე ვფიქრობ და ვხვდები, რომ დროა რაღაც შევცვალო.»

11. «მე მინდა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დავტოვო.»
12. «ინოვაცია გამოარჩევს ლიდერს სხვებისგან.»
13. «ბიზნესის ჩემი მოდელია — ჯგუფი The Beatles. ოთხი ყმაწვილი, რომელთაგან თითოეული აკონტროლებდა მეორეს მავნე ჩვევებს. ისინი აწონასწორებდნენ ერთმანეთს და შედეგი აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე მიღებული შემოსავალი. ჩემი აზრით ასეთი უნდა იყოს ბიზნესი: დიდებული საქმეები მარტო არ კეთდება, ეს ყოველთვის გუნდის მიღწევაა.»
14. «სჯობს იყო პირატი, ვიდრე ფლოტში მსახურობდე.»
15. «ზოგჯერ, ინოვაციების დანერგვისას უშვებ შეცდომებს. სჯობს მათი სწრაფად აღიარება და სხვა ინოვაციების გაუმჯობესებაზე გადასვლა.»

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like