სტენდალის 21 გასაოცარი ციტატა

სტენდალის 21 გასაოცარი ციტატა

სტენდალის სახელის წარმოთქმისას ადამიანების უმრავლესობას როგორი ასოციაცია უჩნდება პრიველად? სწორია — «წითელი და შავი», მისი რომანის სათაური. ამასთან, სტენდალი არის ლიტერატურული ფსევდონიმებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, რომელიც მარი-ანრი ბეილს-ფრანგ მწერალს, ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს ჰქონდა.

ბევრმა არც იცის, რომ პურის ფულის გამოსამუშავებლად, თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში ბეილი სწრაფად წერდა ტრაქტატებს, ბიოგრაფიებს, მემუარებს, სტატიებს, ერთგვარ გზამკვლევებს და მსგავსი მასალა უფრო მეტი აქვს დაწერილი, ვიდრე რომანები.

სტენდალის თაყვანისმცემლებმა მისი შემოქმედებიდან გამოიყვანეს ბედნიერების თეორია — ე.წ. ბეილიზმი, რომელიც ასწავლის, რომ «სამყაროს მშვენიერებით ტკბობის არც ერთი წუთი არ უნდა დაკარგო, საჭიროა იცხოვრო მოულოდნელის მოლოდინით და ღვთიური სასწაულისთვის მუდამ მზად უნდა იყო».

B2P.GE-მ თავისი მკითხველისთვის შეარჩია ავტორის რამოდენიმე, ყველაზე ცნობილი ციტატა, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანი მართლაც დააფიქრონ და შესაძლოა ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებაც კი შეაცვლევინონ.

1. სიყვარული – მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ უფსკრულის კიდეზე მიხვდე და მოწყვიტო.
2. ყველა თავისთვის არის ეგოიზმის უდაბნოში, რომელიც ცხოვრებისგან ერგოთ.
3.ნქალი თავს ლამაზდ თვლის, თუ მას კარგად აცვია.
4. მარტოობაში შეიძლება ყველაფერი გქონდეს, გარდა განწყობისა.
5. სიყვარული ყველაფერს პატიობს, ნებაყოფლობით არყოფნის გარდა.

6. შეხედულებები — ფლირტის მძიმე არტილერია: შეხედულებით შეიძლება გამოხატო ყველაფერი და ამასთან, ყველაფერი უარყოს, რადგან შეხედულებას სიტყვაზე ვერ დაიჭერ.
7. სიყვარულს მხოლოდ ერთი კანონი აქვს: საყვარელი ადამიანი უნდა გააბედნიერო.
8. ჩვენ მწუხარებისგან ნუგეშს ვერ ვიღებთ, უბრალოდ ყურადღება გადაგვაქვს.
9. ქალისთვის გულახდილობა თითქმის იგივეა, რომ საჯაროდ შიშველი გამოჩნდეს.
10. გონების მოქნილობას შეუძლია სილამაზე შეცვალოს.

11. დიადი ადამიანი არწივს ჰგავს: რაც უფრო მაღლა აფრინდება, მით უფრო რთულია მისი დანახვა; თავისი სიდიადისთვის ის დასჯილია სულიერი მარტოობით.
12. ყველა გენიოსი, რომელიც ქალად დაიბადა, დაკარგულები არიან საზოგადოების ბედნიერებისთვის.
13. რაც უფრო ძლიერი ხასიათი აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად მერყევია ის სიყვარულში.
14. მწერალმა ისვე არ უნდა იფიქროს კრიტიკაზე, როგორც ჯარისკაცმა ჰოსპიტალზე.

15. მხოლოდ ჭკუას შეუძლია გამოაწრთოს სხვა ჭკუა, მარტო რაიმეს შექმნა შეუძლებელია.
16. სიყვარული — ერთად-ერთი ვნებაა, რომელიც ანაზღაურდება იმავე მონეტით, რომელსაც თავად ჭრის.
17. იდეალი — ეს არის უძლიერესი საშუალება, რომელიც აორმაგებს ნიჭის ძალას და კლავს უნიჭობას.
18. თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი მიდის შეცდომებზე და სულელურ ქცევაზე; მნიშვნელოვანი ნაწილი უმოქმედობას ხმარდება და თითქმის ყოველთვის მთელი ცხოვრების აზრი ისაა, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არ უნდა ვაკეთოთ.
19. მე სულ მაკანკალებს იმაზე ფიქრის გამო, რომ ჭეშმარიტების თქმა მინდა, მე ვიწერ მხოლოდ ამოოხვრას.
20. … პირადი სარგებლის მიღების მიზანი მხატვარში კლავს ყოველგვარ შემოქმედებით ხელოვნებას.
21. არაფერია იმაზე სასარგებლო ჭორებისთვის, როგორც მათგან გაქცევა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.


ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კოტეჯი „გარემო „ შთაგონების ადგილი გაზაფხულზე

დაახლოებით რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც სასტუმრო “გარემოს“ ფეისბუქ ფეიჯი  დავალაიქე  და მას შემდეგ გამიჩნდა  სურვილი ჩავსულიყავი რაჭაში და საკუთარი თვალით დამეთვალიერებინა  საქართველოს ეს ულამაზესი ადგილი.   ზამთარში ვერ მოვახერხე,თუმცა

კარიბი ყველასთვის: არიჩიე შენი კუნძული

გაზაფხული იწყებს შემოსვლას, მაგრამ ზამთარი უკან დახევას ჯერ არ აპირებს, ამ პერიოდში ავიტამინოზი ვლინდება მთელი თავისი შედეგებით: დაღლილობა, გაღიზიანება, ნაცრისფერი გამომშრალი კანი, სილურჯე უპეებზე. ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის –

პოზიტიური ისტორიები განწყობისთვის

ჩვენ, ადამიანები, სხვა ადამიანებში ყოველთვის ვპოულობთ იმას, რასაც ვეძებთ. თუ სიკეთეს დავუწყებთ ძიებას მას აუცილებლად ვიპოვით და თუ ცუდ თვისებებს – მათაც აუცილებლად ვიხილავთ. ცხოვრება სავსეა ლამაზი წუთებით და ამაღელვებელი,

როგორ უნდა დავაჩქაროთ გამოცდილების მიღება

როდესაც ‘’ისინი’’ გეტყვიან რატომ? თქვენ უნდა უთხრათ: ”რატომაც არა” ?! ცხოვრებაში როცა მოხდება ფაქტი ჩვენ მას ვეღარ ვცლით, მაგრამ… დაინახო, განასხვავო და გაარჩიო ფაქტი-შესაძლებლობათ -გამოწვევაა ნომერი 1. ფაქტებს ვიღებთ და შანსებს

13 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას ფუჭად ხარჯავთ და ვერც კი ამჩნევთ

1. თქვენ დიდ დროს ხარჯავთ იმაზე, რაც ამად არ ღირს ვიდეოთამაშები. ტელევიზორი. ინტერნეტი. ბევრი ჭამა. ბევრი სასმელი. სიის გაგრძელება შეიძლება. შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად. სად და როგორ ატარებთ საკუთარი დროის

მინიმუმ რას უნდა მიმხვდარიყავით 35 წლამდე?

ამ კითხვაზე უმრავლესობა დაუფიქრებლად გვიპასუხებს- განათლება, კარიერა, ოჯახი და შვილები! კი ბატონო, ვინ გედავებათ…და მაინც, იქნებ ამ მწირე ჩამონათვალს კიდევ რამე შემატოთ? რეალურად სიტყვა „უნდა“ ჩვენივე მოგონილია. სტერეოტიპებს ვეწინააღმდეგები, ამიტომ