სტატია, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის
1609 Views

სტატია, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

1. აკეთეთ ის, რაც გიყვართ
გაიგეთ თუ რა მოგწონთ რეალურად, ეს ყველაზე მთავარია და ამავდროულად ყველაზე რთული. ოქროს წესი გვეუბნება – აკეთე ის, რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს და მაშინ ბევრად ბედნიერი გახდები. ინტერნეტის განვითარებით ყველაფერი უფრო გამარტივდა – თქვენი მცდელობების მიტანა პუბლიკამდე უფრო მარტივია და პუბლიკაც აუცილებლად შეაფასებს მას. გარდა ამისა, საქმე, რომელიც მართლა აღგაფრთოვანებთ, მიმზიდველობის მთავარი ფაქტორია საწინააღმდეგო სქესისთვის. ყველაფერთან ერთად მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ საკუთარი გზის პოვნა მარათონია, რომელიც შეიძლება ბევრ (ათეულ) წელს გაგრძელდეს.

2. იკვებეთ სწორად
უარი თქვით ნაგავზე, რომელსაც მიირთმევთ, სვამთ და ეწევით ყოველდღე. არავითარი საიდუმლოება და ეშმაკური დიეტები – უბრალოდ მიიღეთ ნატურალური საკვები, ხილი, ბოსტნეული, წყალი. არ არის აუცილებელი გახდეთ ვეგეტარიანელი და სრულად უარი თქვათ სასმელზე – საკმარისია მხოლოდ მაქსიმალურად შეზღუდოთ შაქარი, ფქვილი, ყავა, ალკოჰოლი და ყველა „პლასტმასის“ საკვები.

3. ისწავლეთ უცხო ენები
ეს არარეალურად გააფართოვებს სამყაროს აღქმის სიღრმეს და გაგიხსნით დიდ პერსპექტივებს სწავლების, განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის. ინტერნეტის რუსულენოვანი მომხმარებლების რაოდენობა 60 მლნ-ია, ხოლო ინგლისურენოვანი – მილიარდი. ინგლისური ენის ცოდნა ახლა არამხოლოდ ინტელიგენტების ახირება, არამედ ცხოვრებისეული აუცილებლობაა.

4. იკითხეთ წიგნები
მაგალითად, პროფესიული ლიტერატურა, ისტორია, ზუსტი მეცნიერება, პიროვნული ზრდა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ბიოგრაფიები, ხარისხიანი მხატვრული ლიტერატურა. თუ არ გაქვთ დრო წაიკითხოთ, რადგან ზიხართ საჭესთან – მაშინ მოისმინეთ აუდიოწიგნები. ოქროს წესია – წაიკითხე/მოისმინე მინიმუმ ერთი წიგნი კვირაში, ეს წელიწადში 50 წიგნია, რაც გადააბრუნებს თქვენს ცხოვრებას.

5. გონივრულად გაატარეთ გამოსასვლელი დღეები
წადით მუზეუმში, გამოფენაზე, დაკავდით სპორტით, გადით ქალაქგარეთ, გადმოხტით პარაშუტით, მოინახულეთ ახლობლები, ნახეთ კარგი ფილმი. გააფართოვეთ სამყაროსთან კონტაქტის ზონა. როცა ყველაფერს მოივლით, წაიყვანეთ მეგობრები და უამბეთ იმაზე, რაც იცით. მთავარია ნუ გაჩერდებით ერთ ადგილზე. რაც უფრო მეტ შთაბეჭდილებას მიიღებთ, მით უფრო საინტერესო გახდება ცხოვრება და მით უფრო უკეთ გაერკვევით საგნებსა და მოვლენებში.

6. წერეთ
აწარმოეთ ბლოგი ან ჩვეულებრივი დღიური, სულ ერთია რა თემაზე. ტრაგედიად ნუ ჩათვლით, რომ მჭერმეტყველებით არ გამოირჩევით და 10-ზე მეტი მკითხელი არ გეყოლებათ. მთავარია, რომ დღიურისა თუ ბლოგის გვერდებზე თქვენ შეძლებთ იფიქროთ და განიხილოთ. თუ რეგულარულად დაწერთ იმაზე, რაც გიყვართ, მკითხელი აუცილებლად გეყოლებათ.

7. დაისახეთ მიზანი
დაისახეთ მიზანი, დააფიქსირეთ იგი ფურცელზე, Word-ის დოკუმენტში ან ბლოგზე. მთავარია, რომ მიზნები იყოს ნათელი, გასაგები და გაზომვადი. თუ მიზანს დაისახავთ, შეძლებთ მას მიაღწიოთ ან არ მიაღწიოთ. თუ არ დაისახავთ, მაშინ მიღწევის ვარიანტები საერთოდ არ გექნებათ.

8. ისწავლეთ ბეჭდვა თვალდახუჭულმა
ისწავლეთ კლავიატურაზე ბეჭდვა თვალდახუჭულმა – ამის შეუძლებლობა 21-ე საუკენეში იგივეა, რაც კალმით წერის არცოდნა მე-20 საუკუნეში. დრო ერთერთია იმ ძვირფასეულობას შორის, რომელსაც ფლობთ და ბეჭდვა ისევე სწრაფად უნდა შეგეძლოთ, როგორც ფიქრი. უნდა იფიქროთ არა იმაზე, თუ კლავიატურაზე სად მდებარეობს საჭირო ასო-ბგერა, არამედ იმაზე თუ რას წერთ.

9. დააფასეთ დრო
ისწავლეთ თქვენი საქმეების მართვა ისე, რომ მათ იმუშაონ თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე. თავდაპირველად წაიკითხეთ დევიდ ალენი (Getting Things Done, David Allen) ან გლებ არხანგელსკი (Gleb Arkhangelsky). გადაწყვეტილება მიიღეთ სწრაფად, იმოქმედეთ შეუჩერებლად, ნუ გადადებთ შემდეგისთვის. ყველა საქმე ან გააკეთეთ ან განახორციელეთ დელეგირება. შეეცადეთ, რომ ბურთი არასოდეს შეყოვნდეს თქვენს მხარეს. ფურცელზე დაწერეთ ყველა „ხანგრძლივი“ სამუშაო, რომელიც აქამდე არ არის გაკეთებული და ხელს გიშლით ცხოვრებაში. გადახედეთ, გჭირდებათ თუ არა ისინი. გააკეთეთ რაც დარჩა რამდენიმე დღის განმავლობაში და თქვენ იგრძნობთ დაუჯერებელ სიმსუბუქეს.

10. შეამცირეთ სოციალურ ქსელში დახარჯული დრო
უარი თქვით კომპიუტერულ თანამშებზე, უმიზნო ჯდომაზე სოციალურ ქსელსა და სერფინგზე ინტერნეტში. მინიმუმამდე დაიყვანეთ კონტაქტი სოციალურ ქსელებში. გაანადგურეთ სატელევიზიო ანტენა, მოდემი რომ მუდმივად არ მოგინდეთ ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ან აგენტის დაყენება, რომელიც გამცნობთ შემოსული შეტყობინებების შესახებ.

11. ნუ წაიკითხავთ სიახლეებს
შეწყვიტეთ სიახლეების კითხვა. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვან სიახლეებზე ირგვლივ ყველა ილაპარაკებს და ისედაც გაიგებთ, თანაც დამატებითი, ხმაურიანი ინფორმაცია არ გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღების ხარისხის გაუმჯობესებას.

12. ადექით ადრე
ისწავლეთ ადრე ადგომა. პარადოქსია, მაგრამ ადრიან საათებში უფრო მეტს ასწრებთ, ვიდრე საღამოს საათებში. ადამიანისთვის 7 საათიანი ძილი საკმარისია ხარისხიანი ფიზიკური დატვირთვისა და ნორმალურად კვების პირობებში.

13. დაამყარეთ სწორი კონტაქტები
შეეცადეთ გარემოცული იყოთ წესიერი, მართალი, ღია, ჭკვიანი და წარმატებული ადამიანებით. ჩვენ ვართ ჩვენი გარემოცვა, საიდანაც ვსწავლობთ იმას, რაც ვიცით. გაატარეთ მეტი დრო იმ ადამიანებთან, რომელსაც პატივს სცემთ და რომელთაგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ კატეგორიის ადამიანებში მოხვდნენ თქვენი ხელმძღვანელები). შესაბამისად, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან ნეგატიურები, მოწყენილები, პესიმისტები და ბრაზიანები. იმისთვის, რომ გახდეთ დიდი, უნდა ისწრაფვოდეთ ახვიდეთ ზემოთ. გვერდზე გყავდეთ ის ადამიანები, რომელთა სიმაღლეებამდეც გსურთ გაზრდა, თავისთავად კარგი სტიმული იქნება თქვენთვის.

14. ისწავლეთ
დროის ყველა მონაკვეთი და ყველა ადამიანი გამოიყენეთ იმისთვის, რომ გაიგოთ რაიმე ახალი. თუკი ცხოვრება შეგახვედრებთ პროფესიონალს ნებისმიერი სფეროდან, შეეცადეთ გაიგოთ რაში მდგომარეობს მისი სამუშაოს არსი, რა მოტივაციები აქვს, რა მიზნები. ისწავლეთ სწორი შეკითხვების დასმა – ტაქსის მძღოლიც შეიძლება იქცეს ინფორმაციის შეუფასებელ წყაროდ.

15. იმოგზაურეთ
დაიწყეთ მოგზაურობა. უბედურება ნამდვილად არ არის ის, რომ საკმარისი თანხა არ გაქვთ არგენტინის ან ახალი ზელანდიისთვის – დასვენების ხარისხი არანაირად არ არის დაკავშირებული დახარჯულ თანხებთან. როცა დაინახავთ თუ როგორი მრავალფეროვანია სამყარო, აღარ იტრიალებთ პატარა სივრცეში თქვენს ირგვლივ, გახდებით უფრო ტოლერანტული, მშვიდი და ბრძენი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like