1104 Views

სოფი ლორენის ახალი როლი DOLCE&GABBANA-თვის

ახალ კომერციული «მოკლემეტრაჟიან» ფილმ-რეკლამაში სოფი ლორენი ითამაშებს დიდი სიცილიური ოჯახის დედის როლს. ხუთ ულამაზეს ვაჟთან ერთად ის აღადგენს Valguarnera-ს ოჯახურ მამულს. ვიდეო-რგოლში მსახიობი ხერხავს ხმელ ტოტებს, ლესავს, ხელმძღვანელობს სახურავის შეკეთების სამუშაოებს, ხოლო როცა სახლი გარემონტდება, აწყობს დღესასწაულს, რომელზეც მოწვეულია ნახევარი ქალაქი. სტუმრებს შორის არის მოდური დუეტის კიდევ ერთი მუზა: კანადელი ქეით კინგი. ის პირველივე ნახვით შეუყვარდება სოფის უმცროს შვილს და დედაც თავის მხრივ იწონებს შვილის არჩევანს: როცა ოცდაორი წლის ტოპ-მოდელი მას ყვავილს ჩუქნის, ის აღფრთოვანებით წაიჩურჩულებს: «Meravigliosa» (იტალიურად — «შესანიშნავია»).

ფილმის რეჟისორი არის ცნობილი კინემატოგრაფი და ოსკაროსანი ჯუზეპე ტორნატორე, მუსიკის ავტორი არანაკლებ ცნობილი იტალიელი – «იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების» ორდენის ოფიცერი, «ოქროს გლობუსის», ლაურეატი, BAFTA-ს და სხვა მრავალი პრიზების მფლობელი ენიო მორიკონე.

ასეთი ვარსკვლავური გუნდი დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ შემთხვევით არ შეკრიბეს: ფილმი გათვლილია ახალი პარფიუმერული პროდუქტის Dolce Rosa Excelsa-ს გაყიდვაში ჩასაშვებად. ოფიციალური «პრემიერა» დანიშნულია მარტში — გაზაფხულზე თეთრი ამარილისის, პაპაიას ყვავილის, ნარცისის, ქაშმირის, დამასკოს ვარდის და აფრიკული ასკილის ყვავლის – რომელიც პარფიუმერიაში პირველად გამოიყენება, არომატის მქონე ნაზავი მაღაზიებში გაჩნდება. თუმცა, განსაკუთრებით ცნობისმოყვარეებს შეუძლიათ ახლავე დაიწყონ პროდუქტის მოძიება, რომელსაც ვარდებით მორთული ლაკონური გლუვი კოლბა აქვს. მისი ნახვა შესაძლებელია მაღაზია „l’etoile“-ის ქსელში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like