იაპონური მეთოდიკა სიზარმაცის წინააღმდეგ – 1 წუთის პრინციპი
2404 Views

იაპონური მეთოდიკა სიზარმაცის წინააღმდეგ – 1 წუთის პრინციპი

«ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ, ვივლი სატრენაჟორო დარბაზში, იოგაზე, გავიკეთებ მასაჟს, დავიყენებ მუცლის პრესს…» — ყოველი ჩვენგანი პერიოდულად რაღაც მიზანს ისახავს და არ ცდილობს მიაღწიოს მას. მუდმივად გადააქვთ შემდეგ თვეზე ან წელზე.
ზოგჯერ ადრე ვიწყებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ მაგალითად სატრენაჟორო დარბაზში კვირაში სამჯერ, რამოდენიმე საათით სიარული ზედმეტია და თავს ვანებებთ.

კაიძენის მეთოდიკა – 1 წუთის პრინციპი

არსებობს იაპონური მეთოდიკა – კაიძენი, რომელშიც დევს ე.წ. 1 წუთის პრინციპი. ამ მეთოდიკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი კონკრეტული საქმით დაკავებულია 1 წუთის მანძილზე, მაგრამ ყოველდღიურად და ერთი და იგივე დროს. 1 წუთი — ეს ძალიან ცოტაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილი შესასრულებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ მეთოდის დახმარებით სიზარმაცე ვეღარ დადგება თქვენს გაზაზე. იგივე საქმეს, რისი გაკეთებაც არ გსურდათ ნახევარისაათის მანძილზე, მარტივად შეასრულებთ ერთ წუთში.
სახტუნაოზე ხტუნვა, მუცლის პრესის და თვალების ვარჯიშის გაკეთბა, იოგით დაკავება, უცხო ენაზე წიგნის წაკითხვა – როცა დრო შეზღუდულია 1 წუთამდე, ამ დავალებების შესრულება რთულად არ გეჩვენებათ, პირიქით, მათ სიხარული და კმაყოფილება მოაქვთ.
პატარა ნაბიჯებით თქვენ ნელ-ნელა სრულყოფილი ხდებით და დიდ შედეგებს აღწევთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ თავში რწმენას გამოიმუშავებთ, თავისუფლდებით დანაშაულის და უსუსურობის გრძნობისგან, შეიგრძნობთ წარმატებას და გამარჯვებას. გამარჯვების გრძნობით შთაგონებული თქვენ ნელ-ნელა ზრდით 1 წუთიან საქმიანობას 5 წუთიანით და ასე შემდეგ.
საბოლოოდ ისე გადახვალთ ნახევარ საათიან ვარჯიშზე, რომ ვერც კი გაიგებთ. პროგრესი სახეზე იქნება!
კაიძენი იაპონიაში დაიბადა. თავად სიტყვა შედგენილია და ორ რამეს მოიცავს — «კაი» («ცვლილება») და «ძენ» («სიბრძნე»). ასეთი მენეჯმენტის ავტორია მასაკი იმაი. ის თვლის, რომ კაიძენი — ეს არის ნამდვილი ფილოსოფია, რომელიც შეიძლება ერთდროულად წარმატებით გამოვიყენოთ როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.
დასავლური კულტურის ადამიანებს იაპონური მეთოდიკა შეიძლება არაეფექტურად მოეჩვენოთ, რამდენადაც დასავლეთში გამყარებულია შეხედულება, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე კარგი რეზულტატის მიღება შეუძლებელია. თუმცა მასშტაბურმა პროგრამებმა, რომლებიც დიდი ძალისხმევას მოითხოვენ, შეიძლება ადამიანი გამოფიტოს, გატეხოს და დარჩეს შედეგის გარეშე. კაიძენის პრინციპი ყველასთვის გამოსადეგია და ცხოვრებისი ბევრ სფეროში შეიძლება მისი გამოყენება. მაგალითად, იაპონელები იყენებენ ეტაპობრივი და მუდმივი განვითარების სტრატეგიას მენეჯმენტის სფეროში. დარჩა მხოლოდ თქვენი მოთხოვნების ჩამოყალიბება და კაიძენის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like