სიყვარულის მოზიდვის 10 ოქროს წესი
1828 Views

სიყვარულის მოზიდვის 10 ოქროს წესი

1. ყოველთვის გაიღივიძეთ ღიმილით. იფიქრეთ იმაზე, რომ დღეს ძალიან წარმატებული დღე გელით. გიხაროდეთ ყოველი წვრილმანი და დადებითი ემოციები დაგეხმარებათ ცხოვრებიდან ყველანაირი ნეგატივი გაქრეს.

2. გარშემო იყოლიეთ მხოლოდ ნათელი გონების, პოზიტიური ადამიანები.

3. იყავით საინტერესო პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. მუდმივად განვითარდით, შეეცადეთ ყოველდღიურად რაიმე ახალი შეისწავლოთ და გაიგოთ, გახსოვდეთ: ადამიანი, რომელსაც არ ბეზრდება საკუთარ თავთან ყოფნა, ყოველთვის იწვევს სხვა ადამიანების ინტერესს.

4. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გახარებთ, რასაც სიყვარული და ბედნიერება მოაქვს თქვენთვის. რა თქმა უნდა არსებობს ისეთი მოვლენები და საგნები, რომლებსაც თავს ვერ აარიდებთ, არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა სურვილისდა მიუხედავად ძალაუნებურად მოგიწევთ, თუმცა ეს არ არის ტრაგედია და ამ შემთხვევაში შეეცადეთ მათში მოძებნოთ ყველაფერი დადებითი და შეხედოთ პოზიტიურად. ამის შემდეგ, ძალიან მალე თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი განწყობა შეიცვლება, ურთიერთობები გამოსწორდება და თავს მსუბუქად და კომფორტულად იგრძნობთ.

5. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი იმაში, რომ გამონაკლისი ხართ. ყველა ადამიანი უნიკალურია და სიყვარულს იმსახურებს. ნუ გააკრიტიკებთ და ნუ ეჩხუბებით საკუთარ თავს. იამაყეთ საკუთარი თავით, შეიყვარეთ ის და თქვენ შეამჩნევთ როგორ დაიწყება პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.

6. ნუ დაკარგავთ შინაგან ჰარმონიას. თუ გრძნობთ, რომ შიში, ზიზღი ან გაღიზიანება გერევათ, შეეცადეთ სწრაფად გადაერთოთ პოზიტივზე: ნათელი და სასიამოვნო მოგონებები, საყვარელი ადამიანის სახე, ოცნება – ყველაფერი ამის გახსენება დაგეხმარებათ, თან ამგვარად შეძლებთ დაიცვათ თავი უსიამოვნებებისგან, რომლებსაც უპირობოდ იზიდავს უარყოფითი ემოციები.

7. თუ შემორჩენილი გაქვთ ყოფილი შეყვარებულ(ებ)ის ფოტოები, რაც თქვენში ტკივილს და ცუდ მოგონებებს იწვევს, ჩაალაგეთ ისინი ყუთში და სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან – გადაყარეთ. ფენ-შუის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს დაგეხმარებათ საბოლოოდ დაუსვათ წერტილი წარსულ ურთიერთობებს და გაიხსნათ ახალი გრძნობებისთვის.

8. იოცნებეთ სიყვარულზე. ლამაზ და ნათელ ფერებში წარმოიდგინეთ ის, წვრილმან დეტალებამდე დახატეთ თქვენს წარმოსახვაში ბედნიერების სურათები. ნათლად წარმოიდგინეთ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ბედნიერი იქნებით. ფიქრებში გაითამაშეთ სიუჟეტები, სადაც თქვენი რჩეული ადამიანი მოიქცეოდა ისე, რაც ბედნიერებას მოგანიჭებდათ ორივეს. თქვენს მიერ სამყაროში გაშვებული დადებითი ფიქრები ადრე თუ გვიან მატერიალიზდება – არ დაივიწყოთ ეს.

9. ქაღალდის ლამაზ ფურცელზე დეტალურად აღწერეთ ის მამაკაცი (ქალი), რომლის შეხვედრაც გსურთ ცხოვრებაში. შეეცადეთ კონკრეტულად გადმოსცეთ მისი ნიშან-თვისებები: გარეგნობა, ხასიათი, საუბრის მანერა, ჩაცმის სტილი. გაეცით პასუხი შეკითხვებს: სად მუშაობს? რამდენს გამოიმუშავებს? როგორი მეგობრები ჰყავს? რა თვისებები აქვს? რა გატაცებები? სულიერი მახასიათებლები? შეუძლია თუ არა თანაგრძნობა? ერთგულება? აქვს თუ არა იუმორის გრძნობა? ტაქტი? აქვს თუ არა თავგანწვირვისთვის მზაობა? – რაც უფრო დეტალურად აღწერთ მომავალი შეყვარებულის პორტრეტს, მით უფრო ზუსტად შეიძლება შესრულდეს თქვენი “შეკვეთა”.

10. შეადგინეთ სურვილების სია. თუ სიყვარულს თქვენთვის გადამწყვეტი როლი აქვს, განათავსეთ ამ სიის შუაგულში თქვენი სურათი ისეთი მამაკაცის (ქალის) ფოტოსთან ერთად, რომლის გარეგნობაც მოგწონთ. შემდეგ ფოტოები გარშემო მორთეთ ყველა იმ ატრიბუტით, რასაც ბედნიერება მოაქვს. მოძებნეთ სახლის ფოტო, როგორშიც გინდათ რომ სასურველ ადამიანთან ერთად იცხოვროთ და მიაკარით სიას. შეგიძლიათ დაამატოთ მანქანის, ბავშვების და კიდევ ბევრი საინტერესო და სასურველი რამის ფოტო, რის გარშემოც თქვენი ფიქრები ტრიალებს და რასაც ბედნიერების მომტანად თვლით. ვიზუალიზაცია – ფანტაზიის რეალობად ქცევის ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like