სიუხვე მიეცემათ მათ, ვინც მას თავად განკარგავს

სიუხვე მიეცემათ მათ, ვინც მას თავად განკარგავს

სცადეთ შეასრულოთ ერთი მარტივი პრაქტიკა და თქვენ დაინახავთ როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ თქვენს თვალწინ …

მიეცით ადმაიანებს ყველაფერი ის, რაც თქვენი შეხედულებით მათგან გაკლიათ (მზრუნველობა, პატივისცემა, დახმარება, სიყვარული, მადლიერება, კომპლიმენტები და სხვა…)

თქვენ რაღაც არ გაკმაყოფილებთ ან არ გყოფნით? მაშინ უბრალოდ მოიქეცით ისე, თითქოს თქვენ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ და ის აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი ის რასაც თქვენ გასცემთ, ადრე თუ გვიან დაიწყებს თქვენთან დაბრუნებას.

გახსოვდეთ თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რაც ჯერ არ გაგიციათ. ნებისმიერი ენერგიის შემოდინება, განისაზღვრება მისი გადინებით და თუ თქვენ გეჩვენებათ რომ სამყარომ რაღაც დაგაკლოთ  ან ვერ მიიღეთ ის რაცაც ელოდებით მისგან, დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ თქვენ ყველაფერი ის უკვე გაქვთ რაც დაიმსახურეთ, უბრალოდ თქვენ მას ვერ  ამჩნევთ და არ აფასებთ, რადგან თქვენ თვითონვე  ქვეცნობიერად ბლოკავთ ზემოთ ნახსენები ენერგიის ნაკადებს…

ცხოვრების კეთილდღეობის წყარო, არ შეიძლება განიხილებოდეს ადამიანისგან დამოუკიდებლად, ის არის ნაწილი თქვენი ყოფიერების და თქვენი შინაგანი სამყაროსი. მნიშვნელოვანია – ნუ დაივიწყებთ მადლიერებასა და აღიარებას ყველა იმ კეთილდღეობისა და სიმრავლის მიმართ, რაც თქვენს გარშემო უკვე არის.

პატივი ეცით სამყაროს, რომელიც თქვენს გარშემოა. შეიგრძენით მზის სხივებისგან მიღებული სითბო, დატკბით ყვავილების სილამაზით, დაიჭირეთ სიამოვნების მომენტი როდესაც მიირთმევთ წვნიან ფორთოხალს ან საზამთროს, ან თუნდაც ცივ წყალს, ან როცა ბუნება გაგრილებთ ზაფხულის სასიამოვნო წვიმით. ყველაფერი ეს ხომ ჩვენთვის, ადმიანებისთვის ხდება. კეთილდღეობა და სიუხვე თქვენთვისაა. ცხოვრება გელოდებათ, როდის გასცემთ თქვენ იმ ემოციებსა და ენერგიებს, რაც გინდათ რომ მიიღოთ მისგან.

მას შემდეგ, რაც თქვენ დაიწყებთ გარშემო ყველაფერ ამის შემჩნევას, ამით თქვენ გააღვიძებთ თქვენ შიგნით მყოფ სიმდიდრეებს და კეთილდღეობას. მიეცით მას შესაძლებლობა გამოვიდეს გარეთ, მისი არსებობა თქვენს ხელშია. როდესაც ქუჩაში უცნობ ადმაიანს გაუღიმებთ, თქვენ უკვე ათავისუფლებთ პატარა ნაწილს თქვენი შინაგანი ენერგიისა. თქვენ უბრალოდ გააგრძელეთ გაცემა… იმისთვის რომ შეიგრძნოთ, თქვენი თავი კეთილდღეობასა და სიმდიდრეში, ამისთვის საჭიროა თქვენ გააცნობიეროთ, რომ ეს ყველაფერი თქვენს შიგნითაა, და თუ თქვენ დაიწყებთ მის გაცემას, ასე თუ ისე, ადრე თუ გვიან, ის დაბრუნდება თქვენთან  გარეგანი ფორმებით. თან აუცილებლად მიიღებთ იმაზე მეტს ვიდრე გაეცით.   გახსოვდეთ:  “სიუხვე მიეცემათ  მათ, ვინც მას თავად განკარგავს”

ავტორი: ლევან  გვანცელაძე

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი

შეიხი მოზა: არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი – შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი. ჰიჯაბისა და ფარანჯას გარეშე არაბული სამყაროსთვის მისი სტილი — თამამია. ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე

Print Friendly, PDF & Email

ჩექ-ლისტი: «7 ნაბიჯი ნათელი ცხოვრებისთვის»

1. გიხაროდეთ და ისიმოვნეთ ცხოვრების ყოველი წუთით, უკვე ახლავე. 2. ყველა საქმე, რომელიც გაბრკოლებთ ან გძაბავთ, გადაეცით კარგ შემსრულებელს. 3. შეადგინეთ იმ დავალებების სია, რომელთა შესრულებაც სიამოვნებას განიჭებთ. 4. დაიწყეთ

Print Friendly, PDF & Email

მოკლე იგავი ნამდვილ წარმატებაზე

ერთხელ ერთი ბიზნესმენი მოხვდა კუნძულზე და დაინახა მზის გულზე მშვიდად მწოლიარე აბორიგენი, რომელიც წვენს წრუპავდა (თავად მოიფიქრეთ რის წვენს). — რატომ წევხარ და არაფერს არ აკეთებ? — მიმართა მას. — და რა უნდა

Print Friendly, PDF & Email

აი, რატომ დგება კრიზისი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში

შენთვის გართულდა ცხოვრება, რადგან დაგავიწყდა საიდან დაიწყე და დაივიწყე როგორ მოხვედი იქ, სადაც დღეს ხარ. დაივიწყე ყოფილიყავი მადლიერი, იმის რაც ცხოვრებამ კარგი მოგიტანა. გართულდა ცხოვრება, რადგან დაივიწყე ის ადამიანები, ვინც

Print Friendly, PDF & Email

ქარიზმატული ადამიანების 14 ჩვევა

ბევრი ადამიანი სასოწარკვეთით აცხადებს: «მე $100 დოლარიანი არ ვარ, რომ ყველას მოვეწონო!» რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოეწონები. მაგრამ იყო ქარიზმატული პიროვნება – ეს ძალიან კარგია. ქარიზმას მქონე ადამიანები ადვილად აღწევენ

Print Friendly, PDF & Email

8 რჩევა დიდი გურუებისგან

1. უოსტონ უფროსი, IBM-ის დამფუძნებელი – იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ როგორც მის, ისე სხვა კომპანიაში ის გირჩევთ: «გააორმაგეთ შეცდომების რაოდენობა». 2. თომას ედისონი – როგორც ცნობილია, მან გამოიგონა ელექტრო ნათურა.

Print Friendly, PDF & Email