სიმდიდრის წესები ლი კაშინისგან
1368 Views

სიმდიდრის წესები ლი კაშინისგან

სიმდიდრის საფუძველი №1– შენი ხარჯები შემოსავალზე ნაკლები უნდა იყოს.
სიმდიდრის საფუძველი №2 – შემოსავლების დამატებითი ნაწილი ისეთ აქტივებში დააბანდე, რომლებიც მოგიტანენ პასიურ შემოსავალს.

პირველი ნაბიჯი – ფინანსური რეზერვის შექმნა. მეტი თავდაჯერებულობისთვის ყოველთვიური საშუალო ხარჯი გაამრავლეთ 4-5 თვეზე. ეს თანხა მუდმივად უნდა გქონდეთ გადადებული (დეპოზიტზე ან ნაღდი ფულის სახით).

  • გადადე ყოველთვიური შემოსავლის 10 %, სჯობს ეგრევე ბანკში, გამოტანა რომ ვერ შეძლო მორიგი აკვიატების საყიდლად.
  • ამ 10 %-ის შოვნა ადვილია, თუ თვის მანძლზე ხარჯების ანგარიშის წარმოებას დაიწყებ. ყველა ადამიანის შემოსავლის დაახლოებით 30% იხარჯება უსარგებლო ნივთებზე.
  • იზრუნე შემოსავლის გაზრდაზე. ყოველ თვე გააკეთე რაღაც იმისათვის, რომ შენი შემოსავლი 5 %-ით მაინც გაიზარდოს.
  • ყოველი გაზრდილი შემოსავლის ნახევარი დააბანდე, მეორე ნახევარი საკუთარი სურვილების ასრულებას და სიამოვნების მიღება მოახმარე – ესეც აუცილებელია.

მეორე ნაბიჯი – ინვესტიცირება გააკეთე აქტივებში, რომლებიც იცი როგორ მუშაობს. (თუ არაფერი არ იცი – დაიწყე გარკვევა).

  • გააკეთე ინვესტიციები აქციებში, ობლიგაციებში, ფორექსზე, თუ არ იცი ეს რას ნიშნვას, აგიხსნი – იგივე კაზინოა, ოღონდ კაიფის გარეშე.
  • თავისუფლება – ეს არის არამარტო ფულის ქონა, არამედ თავისუფალი დროის ქონაც, იმისათვის, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღო.
  • დაქირავებულ მუშაკს თავისუფლების მოპოვება ძალიან უჭირს, ფრილანსერისთვის ოდნავ უფრო ადვილია.
  • თვითრეალიზაციისთვის, მაღალი ანაზღაურების მიღებისა და თავისუფალი დროის მოპოვებისთვის ოპტიმალური არჩევანი – არის საკუთარი საქმის შექმნა – პროექტის, რომელიც გულიდან წამოვა, ადამიანებს დაეხმარება. ამისთვის ფულს ნამდვილად გადაგიხდიან.
  • მარტო ბევრს ვერაფერს გააკეთებ, დღე-ღამეში 24 საათია. შეიძლება მეტი იშრომო, მეტი ანაზღაურება მოითხოვო, მაგრამ ბოლოს მაინც გაიჭედები.
  • სხვა ადამიანების დროს + გონივრული დელიგირება + მუშა სისტემის შექმნა – წარმატების გასაღებია.
  • ძრითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძალიან ცოტა ფულია საჭირო. სიამოვნებისთვის ცოტა მეტი. საქმისა და ადამიანებისთვის – რეალურად ბევრი. ყველა დანარჩენი – თამაშია, ბედნიერების დევნაა, სადაც გამარჯვებულები არ არსებობენ.
  • ჩვეულებრივ, ფულს დიდ დროს უთმობენ ის ადამიანები, ვისაც ის არ აქვს. თან შემდეგ რეჟმში – მე ღარიბი ვარ, სამაგიეროდ არ ვიპარავ.
  • გაარკვიე ფულთან შენი დამოკიდებულება. სანამ თავში ჭიები დარბიან, ქვეცნობიერად ფულის განდევნას ვერ გადაეჩვევი.
  • სიმდიდრე იზომება თვეებით, რამდენ თვეს გაძლებ უფულოდ, თუ არ იმუშავებ?
  • მილიონი დოლარი – ეს მიზანი არ არის. მიზანი არის – არსებობა, ქონა, კეთება. ამ ამოცანების გათვლა უკვე შესაძლებელია ფულით.
  • ზემოთ აწევა გაცილებით რთულია, ვიდრე დაბლა ჩათრევა. თუ შენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც ფულის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, არ სწამთ საკუთარი თავის და არ აქვთ ოცნება – მაშინ შენც მალე გადმოგედება ეს განწყობა.
  • ყოველ დღე ერთი ნაბიჯი გადადგი კეთილდღეობის მიღწევის გზაზე. თუნდაც პატარა, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია. მთავარია არ გაჩერდე და რამე აკეთო! ტენდენცია იმ ადგილზე გაცილებით მნიშვნელოვანია, საიდანაც სტარტს იღებ!
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like