სიცოცხლეზე შეყვარებული

სიცოცხლეზე შეყვარებული

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავედება თქვენი ცხოვრებისან. მეტიც ძალიან ძალიან უბრალოა,  როგორც დღეს ხშირად ვამბობთ  რუტინულია. მაგრამ მე ამ რუტინაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი იფიქრებთ, ეს იმიტომ რომ არ ვარ სიახლეების მოყვარული, რომ მეშინია ცვლილებების და ვკმაყოფილდები იმით რაც მაქვს. თუ ასე ფიქრობთ,  მაშინ მინდა გითხრათ რომ ცდებით. ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ უნდა შევიცვალო – გავხდე ,,შემტევი“ , თუ მინდა წარმატებას მივაღწიო. 

გამუდმებით ვაწყდები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ,, შეგონებებს’’ რომ ცხოვრება ბრძოლაა და ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი მებრძოლები თუ გვინდა გამარჯვენა, ან გადარჩენა მაინც. მე კი ყოველთვის როდესაც ვკითულობ ან ვუსმენ მსგავს რჩევებს სურვილი მიჩნდება მთელი ხმით ვიყვირო რომ ,, ეს არ არის სიმართლე’’.

სიმართლე არის ის რომ, არც ცხოვრებაა ომი და არც ჩვენ ვართ ჯარისკაცები, ცხოვრება უბრალოდ ცხოვრებაა, თავისი კარგი და ცუდი მომენტებით. სიცოცხლე  იმდენად ფასეულია, რომ მისი ერთი წამის დაუფასებლობაც კი დანაშაულია. როგორ გულუბრყვილობადაც არ უნდა ჩათვალოთ –  დიახ, მე მიყვარს ჩემი ცხოვრების ყოველი წამი, რაგდან მთელი ჩემი არსებობა შედგება ამ უთვალავი წამებისგან. 

ნუ დავკარგავთ ამ ძვირფას წუთებს მუდმივ შეჯიბრში. რეალურად ჩვენ ხომ ყველა უნიკალურები ვართ?!  რატომ უნდა შევადაროთ საკუთარი თავი სხვას, როდესაც ყოველგვარი შეჯიბრის გარეშე შეგვიძლია  გავხდეთ წარმატებულები ჩვენი ინდივიდუალიზმით. მთავარია შეძლოთ საკუთარი პიროვნების შეყვარება, შეწყვიტოთ ადამიანების მტრებად აღქმა და დამერწმუნეთ ამის შემდეგ ცხოვრებას უფრო მეტად შეიყვარებთ.

 

ავტორი: ანა აბრამაშვილი

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან – დაიწყეთ სახლის დალაგებით

უსარგებლო ნივთების სიყვარული — დიდი მინიშნებაა იმისა, რომ მიჯაჭვული ხართ წარსულზე და მომავლის გზაზე შეფერხებები გაქვთ. ჩვენი სახლი — ჩვენი განსახიერებაა. თუ ცვლილებები გინდათ – პირველ რიგში საკუთარი საცხოვრებილით დაიწყეთ. როცა სახლი

Print Friendly, PDF & Email

12 მეთოდი იმისათვის, რომ მიიღოთ ყველაფერი, რაც მოგინდებათ

1. ცხოვრებაში ყველაფერს ასწრებენ ისინი, ვისაც არ ეშინია რაიმე დიდებულზე იოცნებოს და შემდეგ თავისი წარმოსახვების განსახორციელებლად გარისკოს. 2. როცა მზად ხარ დანებდე, შენ იმაზე მეტად ახლოს ხარ მიზანთან, ვიდრე ფიქრობ.

Print Friendly, PDF & Email

10 ყველაზე განხილვადი გამოსვლა TED-ზე

TED-ზე ჩატარდა ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომელთა ნახვის შემდეგ კომენტარებში ძალიან დიდი დისკუსია გაიმართა. ჩვენს მიერ შერჩეული გამოსვლებიდან თქვენ გაიგებთ თუ რატომ არ გვიყვარს ყალბი ნივთები, როგორ იბადება შესანიშნავი იდეები და

Print Friendly, PDF & Email

როგორ შეიძლება საკუთარი თავის მოტივაცია?

თუ თქვენ გინდათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოასწროთ, გახსოვდეთ, რომ თვითმოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ შეძლოთ საკუთარი თავის მოტივაცია. ყოველთვის ამაღლებული განწყობა უნდა შეინარჩუნოთ, მიუხედავად სირთულეებისა, რომელბიც გზად

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი – 10 რჩევა კიმ კიიოსაკისგან

ყველა ადამიანი ბუნებით უნიკალურია, მაგრამ ის, რაც ერთს გამოუვიდა, სრულიად მიღწევადია სხვისთვისაც. კიმ კიიოსაკი ახლა ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანია, ის გახდა ინვესტორი. ეს რჩევები, რომლებიც კიმს მოჰყავს, არის მათთვის, ვინც მზადაა

Print Friendly, PDF & Email

მოუსმინე ნიშნებს, იყავი განსაკუთრებული პიროვნება

ქალაქის ცხელ დღეებს გამოვექეცი და მარტოობა ვარჩიე. მთის კურორტისკენ გავეშურე. წავიღე წიგნები, ლამაზყდიანი ბლოკნოტები, ავიღე სასტუმროს ნომერი საოცარი ხედით და როდესაც ფინჯან ყავას მივირთმევ აივანზე და ბუნების მშვენიერი პეიზაჟით ვტკბები,

Print Friendly, PDF & Email