როგორ გავხდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი
1844 Views

როგორ გავხდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი

წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, როგორ გახდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი:

1. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი თქვენზე მოეწყოს და არა პირიქით
 ყველა ჩვენგანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. ჩვენ ან 1-ლი  –  ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვქმნით იმ ცხოვრებას, რომელიც გვინდა, ან მე-2  –  სხვებს ვაძლევთ უფლებას მართონ ჩვენი ცხოვრება ისე, როგორც მათ სურთ. თუ თქვენ ამის უფლებას აძლევთ სხვებს, ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას.

2. დაისახეთ ამოცანები
ყველა დირექტორს თავში აქვს «საბოლოო მიზანი» თავისი კომპანიისთვის. სწორედ ასე უნდა გააკეთოთ თქვენც. დღიურში ჩაინიშნეთ ან გაიგზავნეთ ელ-წერილი საკუთარ ფოსტაზე, რომელშიც აღწერთ როგორ წარმოგიდგენიათ თუ რას გააკეთებთ 3 წლის შემდეგ. შეეცადეთ დააზუსტოთ დეტალები. მაგალითად: 1) «მე ვარ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანიის სექტორში მენეჯერი», 2) «მე ვარ გუნდის წევრი, რომელიც წყვეტს გლობალურ პრობლემებს და უკვე მოვინახულე 8 ქვეყანა ბოლო ერთი წლის მანძილზე» ან 3) «მე წარმატებას ვაღწევ კვირაში 5 დღის მანძილზე». რაც უფრო კონკრეტულად დაწერთ იმას, რითაც გინდათ დაკავებული იყოთ, მით უფრო გაგიადვილდებათ ამ გეგმის განხორციელება და მიზნის მიღწევა.

3. შექმენით საკუთარი დირექტორთა საბჭო
მას შემდეგ, რაც გაარკვიეთ რისი კეთება გინდათ 3 წლის შემდეგ, თქვენ დაგჭირდებათ გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. ეს «დირექტორთა საბჭო» უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომელბსაც შეუძლიათ დაგეხმარონ მიზნებში გამყარების და შემდეგ მათი მიღწევის პროცესში. ისინი დაგეხმარებიან თქვენს წინაშე იმ კარის გახსნაში, რომელიც წარმატებისთვის გჭირდებათ. დაგეხმარებიან დავალებები შესრულებაში, გირჩევენ სასარგებლო რჩევებს ან უბრალოდ იქნებიან კარგი მსმენელები.

4. შეიმუშავეთ წლიური გეგმა კვარტლური მიზნებით
განსაზღვრეთ მიზნები მოკლევადიან პერსპექტივაზე და ყოველ ჯერზე ანგარიში აწარმოეთ მათ გარშემო. მიზნებს მიაღწიეთ ყოველკვარტლურად და მთელი წელი გახდება წარმატებული. თუ 3 წელი იქნება ნაყოფიერი, თქვენ მიაღწევთ «საბოლოო მიზანს». მუდმივად გადაამოწმეთ შედგენილი გეგმა და გადახედეთ მას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეიტანოთ კორექტირება. გააკეთეთ ეს იმისათვის, რომ იაროთ პირდაპირ აღებული კურსით.

5. მიყევით გეგმას ყოველდღიურად
თუ ყოველ დღე არ იმუშავებთ იმისათვის, რომ მიზნებს მიაღწიოთ, თქვენ ვერ შეასრულებთ კვარტლურ გეგმას, შემდეგ კი ვერც წლიურს… და ვერც მთელი ცხოვრება. აიღეთ დასვენება და დაიფქრდით იმაზე, რას აკეთებთ (და რას არა). თუ არასაკმარისი ნიჭი და შესაძლებლობები გაქვთ მიზნების მისაღწევად, მოძებნეთ მათი მიღების საშუალება (მაგალითად, ეს შესაძლებელი გახდება თუ მიმართავთ დახმარების თხოვნით «დირექტორთა საბჭოს»).

6. მობილიზდით საკუთარ პროდუქტზე
მოცემულ შემთხვევაში პროდუქტი – ეს თქვენ ხართ. მუდმივად იმყოფებით იმის ძიებაში, როგორ დახვეწოთ პროდუქტი. მოძებნეთ საშუალებები, როგორ გახდეთ უკეთესი (იქნება ეს შუალედური განათლება, გამოცდილება, საქმიანი კავშირები, სპორტით დაკავება თუ სხვა). ყოველთვის იყავით მოვლენების კურსში, იცოდეთ ბოლო სიახლეები თქვენს სფეროში. თუ თქვენი პროდუქტი დაძველდება, არავის ენდომება მისი მიღება.

7. ყურადღება მიაქციეთ თქვენი პროდუქტის «შეფუთვას»
იმუშავეთ საკუთარ თავზე, მანერაზე და ხმაზე, რაც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევისას და ეფექტურად გამოიყენეთ ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი ადგილი. როგორ ახდენთ თვითპრეზენტაციას შეხვედრებისას? როგორ გიჭირავთ თავი ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან, თანასწორი თანამდებობის და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან საუბრისას?

8. გაარეკლამეთ საკუთარი თავი
იყავით შესამჩნევი საკუთარ კამპანიაში და გარემოცვაში. მოემზადეთ ყოველი შეხვედრისთვის. ისწავლეთ როგორ მართოთ საკუთარი ხმა. ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ ხართ, რა შეგიძლიათ მუშაობისას და რა გსურთ.

9. მოახდინეთ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება
ისე გააკეთეთ, რომ სხვებს დასჭირდეთ თქვენი პროდუქტი. მოძებნეთ თქვენი სამეწარმეო შესაძლებლობების გამოყენების საშუალებები და მიმართეთ ისინი კომპანიის და მისი აქციონერების სასარგებლოდ. მოერგეთ ცვლილებებს, მაგრამ არ დაივიწყოთ ყველა კოზირის გამოყენება, რომლებიც გაქვთ მოცემულ მომენტში, ან რომლების ქონის იმედიც გაქვთ სამომავლოდ. გახსოვდეთ: თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ რაც გსურთ, თუ ასეთ განაწესს მისცემთ საკუთარ თავს.

10. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის
რეგულარულად შეაფასეთ რა ეტაპზე ხართ დღეს და სად გინდათ იყოთ ხვალ. დარწმუნდით, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ და ამას აკეთებთ საკმარისი სიჩქარით, მიზნების დროულად მისაღწევად. თუ ეს ასე არ არის, შეიტანეთ კორექტირებები თქვენს მიმართულებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ეს პროცესი უნდა განიჭებდეთ სიამოვნებას!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like