შინაგანი რწმენა თუ არ გექნება, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის

შინაგანი რწმენა თუ არ გექნება, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის

ადამიანებს ყოველთვის არ სურთ სამოტივაციო სიტყვების მოსმენა.ზოგჯერ  წუწუნი და უიმედობა ყველაფერს ურჩევნიათ. თავს კომფორტულად  გრძნობენ თუ პლედში გაეხვევიან და უიმედო ფიქრებს მიეცემიან, მაგრამ თუ გიფიქრია, რამდენი ხნით  გაქვს  უფლება,ასე მოექცე საკუთარ თავს?! სხეულს და სულს შეგვიძლია მივცეთ უმოქმედობის მხოლოდ ერთი საათი,ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ  ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და გავიგოთ რა გვსურს სინამდვილეში! ჩვენ უმოკლეს დროში უნდა გავაცნობიეროთ,რომ  დროს ფუჭად ვკარგავთ.ნამდვილად არ არის  ხანგრძლივი თერაპიების დრო ახლა.უმოქმედობა ეს დასასრულია. არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები,ჩვენ ხომ  არაფერი შეგვიქმნია ჯერ!

ხშირად სამყარო გვეხმარება ხელი შეგვიწყოს ოცნებების ასრულებაში,მაგრამ ზოგჯერ პირიქით ხდება. თითქოს გიპირისპირდება,უამრავი დაბრკოლება გეღობება წინ და ფიქრობ,რომ შენს ოცნებებს ვერასოდეს შეასხამ ფრთებს. მაგრამ თუ შინაგანი რწმენა არ გექნება ცხოვრება გვერდზე ჩაგივლის. არ მოვლენ მომავლიდან აგენტები და არ გეტყვიან შენ საუკეთესო ხარ, შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ,ამაში შენ თავად უნდა დაარწმუნო მთელი სამყარო.რადგან სამყაროს მოსწონს მებრძოლები, მას ყოველთვის აღაფრთოვანებდა რაინდები და ახლაც იგივე ფასეულობები აქვს.

ხშირად ვფიქრობ, რატომ გვჭირდება გამუდმებით  იმის შეხსენება,რომ ოცნებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.რატომ გვჭირდება გამუდმებით ბრძოლა ოცნებებისთვის?

ალბათ იმიტომ,რომ სწორედ იმაშია ცხოვრების მუღამი –  როდესაც საკუთარი ხელით აშენებ – შენს სახლს,შენს მდინარეს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

მოგზაურმა გოგონებმა აღმოაჩინეს ცნობილი ფილმების გადაღების ადგილები

ფინელმა გოგონებმა – ტია ემანმა და სატუ უოლდენმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით FanGirl Quest, რომლის უნიკალური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოგზაურობენ ცნობილი კინოფილმების გადაღების ადგილზებში და მიზნად ისახავენ პეიზაში და

ფსიქოლოგია

წერილი საყვარელ მეუღლეს – “მე მჯერა…”

ამბობენ თუ კი რეალური რაიმე გჯერა, გწამს ის აუცილებლად ისე იქნება როგორც შენ გინდა (რა თქმა უნდა ამისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო). მე მჯერა: დილით რომ ავდგები “გამათბობლის” თავზე უაზროდ დაკიდებული

პოზიტივი და ნეგატივი

გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად