როგორ დავიბრუნოთ “შეყვარებულობის” შეგრძნება

როგორ დავიბრუნოთ “შეყვარებულობის” შეგრძნება

ბევრი თქვენთაგანი იძახის: „ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი“, „სიყვარული გამინელდა“ და გაინტერესებთ დაგიბრუნდებათ თუ არა ეს გრძნობა უკან. გაგიგონიათ გამოთქმები „გადაუყვარდა“, „ აღარ უყვარს“, „ მობეზრდა“ და ა.შ.?

კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაიბრუნოთ გრძნობა და გახდეთ ხელახლა შეყვარებულები, თუკი იმუშავებთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე და გამოიმუშავებთ ქორწინებისთვის წარმატების უნარებს. აი ფილმორის პასუხიც:

„რთული კითხვაა, რადგან რასაც ადამიანები ეძახიან შეყვარებულობას, ეს არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ურთიერთობის საწყის ეტაპზე არიან. ეს არის აღფრთოვანებისა და ვნების სინთეზი. ეს აღფრთოვანებისა და ვნების გრძნობები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. ბევრ თქვენგანს შეიძლება ქვეცნობიერად აქვს სურვილი განიცადოს ეს გრძნობები ისევ და ისევ, რაც იყო თავდაპირველად და რაც ალბათ მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა.

ამ დროს თქვენ გრძნობთ თითქოს „რაღაცას კარგავთ“, ნუ თუ ეს ყველაფერი ქრება? მთავარი ხაზი ამ ყველაფრისა გახლავთ ის, რომ თქვენ ვერც შეინარჩუნებთ ამ ყველაფერს, ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. მე ვგულისხმობ, რომ მე შეიძლება დავქორწინდე უმაგრეს, ვნებიან კინო ვარსკვლავზე, ასე ვთქვათ ჩემი ოცნების მამაკაცზე (ჩემს შემთხვევაში ჯონი დეპი), და ორი წლის შემდეგ, როცა ის გაივლის ოთახში, მე ვთქვა „აჰჰ, გაუმარჯოს საყვარელო“. მისი უბრალოდ თანაარსებობა ვეღარ მომკვეთავს მუხლებში. ეს განმარტება სადღაც მოსაწყენი ჩანს, რადგან არაბუნებრივია რეალობასთან.

გეტყვით, თქვენ შეიძლება დაქორწინდეთ საუკეთესო შეყვარებულზე მსოფლიოში, თუმცა ყოველდღიურად შამპანიური და ხიზილალაც შეჩვევადია. ეს არ არის ინდივიდუალური. ეს ყველასთან ასეა და ეს არ ნიშნავს, რომ შენ ახლა უკვე აღარ ხარ სრულიად შეყვარებული შენს პარტნიორზე.

ნუ მოიწყენ! აქ არის ქიმიური და ბიოლოგიური მიზეზები ამისა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ შეგვიძლია მოვატრიალოთ ის ამაღელვებელი შეგრძნებები. ჩვენ შეგვიძლია ეს გავხადოთ საინტერესო და მიმზიდველი ისევ.

როგორ?
– შევქმნათ და ჩავაყენოთ ჩვენი თავი ისეთ სიტუაციაში, რაც არის ახალი, რაღაც დონეზე „სარისკო“ ან თუნდაც ფარულად „აკრძალული“. ეს შეიძლება გულისხმობდეს ახალი ცეკვის შესწავლას ერთად, ან საცეკვაოდ წასვლას, იყიდო ახალი ნივთები ორივესთვის, სცადოთ ბურანით გაკატავება თოვლში, ან სექსი პლიაჟზე. მე ვგულისხმობ ისეთ რამეს, რაც არ შედის ყოველდღიურ ყოფიერებაში. შეინარჩუნეთ ცოტა ინტრიგა. შეანელეთ ცხარე არომატით და გახადეთ ეს ყველაფერი პიკანტური“.

ახლა თქვენ იცით რა უნდა გააკეთოთ, რომ დაიბრუნოთ თქვენი გრძნობები უკან და გახდეთ „შეყვარებული“ ხელახლა. გადით გარეთ და სცადეთ რაიმე საინტერესო, თუნდაც სარისკო ან საშიში ერთად. ეს განაახლებს ერთმანეთისადმი აღფრთოვანებას და დაუბრუნებს ვნებას თქვენს ურთიერთობას. (დანა ფილმორი–ს მიხედვით)

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like