ცოლმა შემომთავაზა სხვა ქალთან შეხვედრა

ცოლმა შემომთავაზა სხვა ქალთან შეხვედრა

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ მე ვახშამზე და კინოში სხვა ქალი დამეპატიჟებინა 

მან მითხრა: “მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, რომ სხვა ქალსაც უყვარხარ და შენთან დროის გატარება სურს”.
სხვა ქალი, რომლისთვისაც ყურადღების დათმობა მთხოვა ჩემმა ცოლმა, იყო დედაჩემი. ის უკვე 19 წლის მანძილზე ქვრივია.

მაგრამ რამდენადაც ჩემი სამსახური და სამი ბავშვი მოითხოვდა ჩემგან მთელ ენერგიას და ძალებს, მე მისი ნახვა იშვიათად შემეძლო.

იმ საღამოს მე დავურეკე მას იმისათვის, რომ ვახშამზე და კინოში მიმეწვია.

— რა მოხდა? კარგად ხარ? — მაშინვე მკითხა მან.
დედაჩემი – ქალების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ეგრევე ცუდზე განეწყობიან, როცა ტელეფონი გვიან რეკავს.
— მე ვიფიქრე, რომ გესიამოვნებოდა ჩემთან დროის გატარება: — ვუპასუხე მე.
ის წამიერად დაფიქრდა და მიპასუხა:
— მე ძალიან მინდა ეს.

პარასკევს, სამსახურის შემდეგ მე მივდიოდი მასთან და ცოტა ვნერვიულობდი. როცა მის სახლს მივუახლოვდი, დავინახე როგორ იდგა კარში და ეტყობოდა, რომ ისიც ცოტა ნერვიულობდა.

ის იდგა სახლის კარში, ლაბადა ჰქონდა მოსხმული, თმა დახვეული ჰქონდა და ეცვა კაბა, რომელიც იყიდა თავისი ქორწინების ბოლო წლისთავზე.
— მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ჩემი ბიჭი დღეს რესტორანში ჩემთან ერთად გაატარებს დროს და ისინი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩნენ — მითხრა და მანქანაში ჩაჯდაა.

ჩვენ წავედით რესტორანში. მართალია ძალიან ძვირადღირებულში არა, მაგრამ საკმაოდ ლამაზ და მყურდროში. დედაჩემმა ხელი ჩამკიდა და ასე მივდიოდით, თითქოს პირველი ლედი იყო.
როცა მაგიდასთან დავსხედით, მე თავად წავუკითხე მენიუ, რადგან დედა მხოლოდ მსხვილ შრიფტს არჩევდა.
შუამდე რომ მივედი, შევხედე და დავინახე, რომ დედა იჯდა და მიყურებდა ბაგეებზე ნოსტალგიური ღიმილით.

— ადრე, როცა შენ პატარა იყავი, მენიუს ყოველთვის მე ვკითხულობდი — თქვა მან.
— ესეიგი დადგა დრო, როცა ვალი უნდა გავისტუმრო, — ვუპასუხე მე.

ვახშამზე ძალიან კარგად ვისაუბრეთ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვუზიარებდით ბოლოდროინდელ ამბებს, რაც ჩვენს ცხოვრებაშ მოხდა. მაგრამ ისე გავერთეთ, რომ დავაგვიანეთ კინოში.
როცა დედა სახლში მივიყვანე, მან მითხრა: “მე კიდევ ერთხელ წამოვალ შენთან ერთად რესტორანში. მაგრამ ამჯერად მე გეპატიჟები”.
მე დავეთანხმე.

— როგორ ჩაიარა საღამომ? — მკითხ მეუღლემ, როცა სახლში დავბრუნდი.
— ძალიან კარგად. იმაზე უკეთ, ვიდრე წამომედგინა, — ვუპასუხე მე.

რამოდენიმე დღის შემდეგ დედა გარდაიცვალა ინფარქტით. ეს ისე უცბად მოხდა, რომ არანაირი შანსი არ მქონდა მისთვის რამე გამეკეთებინა.

რამოდენიმე დღით ადრე კი მივიღე კონვერტი, რომელშიც იდო ქვითარი იმ რესტორნის ხარჯის დაფარვის, რომელშიც მე და დედა ვიყავით. ქვითართან ერთად იდო ჩანაწერიც:

“მე წინასწარ დაგავიხადე ჩვენი ვახშმის თანხა. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ შენთან ერთად ვახშმობას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გადავიხადე ორ ადამიანზე – შენთვის და შენი ცოლისთვის.

ალბათ ვერასოდეს აგიხსნი რას ნიშნავს ჩემთვის ის ვახშამი, რომელზეც შენ დამპატიჟე: ჩემო შვილო, მიყვარხარ”.

 

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1506 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like