სანამ რაიმე ახალს დაიწყებთ, საჭიროა ძველის კეთების შეწყვეტა

სანამ რაიმე ახალს დაიწყებთ, საჭიროა ძველის კეთების შეწყვეტა

გთავაზობთ 14 მაგალითს, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ:

1. შეწყვიტეთ შთაბეჭდილებების ნაცვლად ნივთებზე ხარჯვა

მართალია კარგია როცა ლამაზი ტანსაცმელი და ძვირფასი აქსესუარები გაქვს, ზოგჯერ ეს გვეხმარება თავი უფრო მიმზიდველად ვიგრძნოთ, მაგრამ თქვენ არ ხართ მატერიალური მოცემულობა. შინაგანი არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეხსიერებაში ყოველთვის ის ამაღელვებელი მომენტები დარჩება, როცა სულიერად ამაღლებულ განწყობაზე იყავით. თქვენ შეიძლება ვერც გაიხსენოთ როგორ გამოიყურებოდით ასეთ მომენტებში და ვინ იყო თქვენს გარშემო.

2. შეწყვიტეთ საკუთარი ცხოვრების გალამაზება გამოგონილი ისტორიებით.
არაფერია იმაში საშიში, რომ უბრალო ადამინი იყოთ. იმისათვის, რომ კარგი განწყობა შეიქმნათ სულაც არ არის საჭირო ,რომ მოჩვენებითი იყოთ ან იტრაბახოთ. უბრალოდ თქვით სიმართლე – სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ცრუ წარმოდგენას შექმნით საკუთარ პიროვნებაზე და ადრე თუ გვიან თავად დაიწყებთ არარსებულის დაჯერებას. ამან შესაძლოა შორს წაგიყვანოთ რეალობიდან და ამ ყველაფერთან შეჯახება ძალიან მტკივნეული იქნება.

3. ნუ გეშინიათ სიტყვის «დიახ».
სახლში, პლედში გახვეული თბილად ჯდომა და ინტერნეტში ყოფნა ძალიან მოსახერხებელია, ცნობილი და მაცდუნებელი ფაქტია, მაგრამ ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ, რომლებიც უბრალოდ უნდა შეამჩნიოთ. დაესწარით შეხვედრებს, ჩაერთეთ ახალ პროექტებში, გადით გარეთ და შეისწავლეთ სამყარო, გაუსინჯეთ გემო და ნუ შეგეშინდებათ საუბრის. გაცილებით უკეთესია გართული იყოთ, ვიდრე დღეებს ლიტურგიულ ძილში ატარებდეთ.

4. შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება იმის გამო, რომ ფიზიკური ვარჯიშისთვის ვერ პოულობთ დროს.
მხოლო მაშინ, თუ ნამდვილად არ გაქვთ ამის დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დრო გაქვთ, მაინც შეწყვიტეთ საკუთარი თავის მართლება. თუ თქვენი სხეული მიეჯაჭვება სავარძელს, ჩათვალეთ, რომ დიდი ალბათობით ტვინიც ასეთ მდგომარეობაში იქნება.

5. ნუ შეგძულდებათ საკუთარი თავი ტკბილეულის ჭამის გამო.
გარდა ამისა, შეწყვიტეთ ტკბილეულის ჭამა მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ თავს ვერ იტანთ. შოკოლადი შეიძლება პრობლემების სწარფად მოგვარების საშუალებად მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არის სხვა, უფრო პროდუქტიული საშუალებები, რითიც შეიძლება ებრძოლოთ სტრესს.

6. შეწყვიტეთ გამუდმებით სოციალურ ქსელებში ყოფნა.
მეგობრებთან შეხვედრის დროს ტვიტერს კითუხლობთ? მუდმივად ანახლებთ გვერდს, როცა სტუმრად ხართ? ყოველ დილას იწყებთ მოსული შეტყობინებების შემოწმებით? საკმარისია! თქვენ ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნდეთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ საყვარელი ადამიანები ყოველთვის გვერდით არ იქნებიან. დააფასეთ მათთან გატარებული მომენტები.

7. შეწყვიტეთ იმ ადამიანებზე დროის ხეჯვა, ვისთვისაც თქვენ ძვირფასი არ ხართ.
ზოგიერთ ადამიანს არაფერი კარგი არ მოაქვს თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ ენერგიას გაცლიან. გახსოვდეთ, თუ ვინმესთან ერთად მხირულობთ წვეულებაზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სერიოზული საუბარიც პროდუქტიული იქნება. საჭირო არ არის ცხოვრებისეული ურთიერთობების აგება შემთხვევით კავშირებზე. შეეცადეთ ურთიერთობა იქონიოთ საინტერესო და თქვენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

8. შეწყვიტეთ ზედაპირულად განსჯა.
არასერიოზულია, როცა ადამიანზე პირველი შთაბეჭდილებები მისი გარეგნული მომხიბვლელობით იქმნება. ჩვენ არც სურათი ვართ და არც ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელშია განთავსებული. შეეცადეთ ადამიანები უფრო ახლოს გაიცნოთ და ისინიც შეძლებენ თქვენი შინაგანი მომხიბვლელობის დანახვას.

9. შეეშვით იმაზე ფიქრს რას იტყვიან სხვები.
თქვენ დიდი ხანია დაამთავრეთ სკოლა. თუ ვინმე მოგწონთ – უთხარით მას ამის შესახებ. თუ გინდათ რომ მეგობრების ახალ წრეს, კლუბს ან პროექტს შეუერთდეთ, ნუ შეგეშინდებათ ახალბედასთვის დამსახასიათებელი უხერხულობის. ნუ იტყვით უარს საკუთარ მისწრაფებებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს. ნუ ეცდებით გამოიყურებოდეთ როგორც «სულერთია» მხოლოდ იმიტომ, რომ «ამოუცნობად» და «საინტერესოდ» გამოჩნდეთ. თქვენ ასე უბრალოდ უემოციოდ და მოსაწყენად გამოჩნდებით.

10. შეწყვიტეთ წუწუნი იმის გამო, რომ სულ დაკავებული ხართ.
არავის არ აწუხებს თქვენი წუწუნი და არც არავის ეცოდებით, საკუთარი თავის გარდა. თვითშეცოდება კი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. შემდეგ ჯერზე, როცა დივანზე იქნებით წამოწოლილი, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ არც თუ ისე დაკავებული ხართ.

11. შეწყვიტეთ ყველას გაანალიზება.
მოდი მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ყველა იმ მოტივის გარკვევას, რის გამოც ადამიანები ამა თუ იმ საქციელს სჩადიან. ვიღაცას ეყვარებით, მაგრამ რაღაც მომენტში მიგატოვებთ. ვიღაც არასტაბილურობით გაგაკვირვებთ. ვიღაც მხარს დაგიჭერთ საჭირო მომენტში, როცა არ ელოდებით. უფლება მიეცით ყველა ადამიანს იყოს თავისთავადი, არ არის საჭირო იწინასწარმეტყველოთ ქცევები და მოუძებნოთ ახსნა ყველაფერს, რასაც სხვა ადამიანები აკეთბენ. ბოლოს და ბოლოს თქვენც ხომ საკმაოდ არაპროგნოზირებადი ხართ. სწორედ ეს ხდის ცხოვრებას საინტერესოს.

12. შეწყვიტეთ სინანული.
ჩაიწერეთ იდეები, სანამ ახალია. დააფიქსირეთ ცხოვრება – გადაიღეთ ფოტოები, გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ახალგაზრდა ხართ, მაშინ კიდევ გექნებათ დრო, რომ ყველაფერი ინანოთ. თუ არც ისე ახალგაზრდა ხართ, მაგრამ ცოცხალი და ჯანმრთელი ხართ და იდეებიც ძველებურად გაქვთ – მაშინ რა გაქვთ სანანებელი?

13. შეწყვიტეთ ოცნებაზე უარის თქმა შიშის გამო.
ოცებობთ რომ წიგნი დაწეროთ? მაშინ დაიწყეთ ახლა. გინდათ ფილმი გადაიღოთ? ისწავლეთ კამერის გამოყენება. გინდათ საკუთარი ბიზნესი შექმნათ? გათვალეთ საწყისი რისკები და წინ! შესაძლოა თქვენ სცადოთ და არ გამოგივიდეთ, მაგრამ თუ თქვენ არც კი ცდით, მაშინ საერთოდ არაფერი გამოგივათ. ნუ შეგეშინდებათ. იმოქმედეთ.

14. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ ყოველთვის ყველაზე კარგი იყოთ.
სრულყოფილება – ხანგრძლივი პროცესია. ყველა ცდება. ყველას ჭირდება დასვენება. ამიტომ, ზოგჯერ უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალება მიეცით საკუთარ თავს, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით სწორ გზას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ