შეუპოვრობის გამომუშავების 7 ხერხი

შეუპოვრობის გამომუშავების 7 ხერხი

წარმატება არ არსებობს იაფი. თუ თქვენ გინდათ, რომ შედეგები გქონდეთ, ამისთვსი უდნა გადაიხადოთ. წარმატებისკენ გზა – გრძელი და სირთულეებით სავსეა. ბევრი ადამიანი ნებდება, როცა ამ სირთულეებს აწყდება. მხოლოდ ცოტა მათგანი აგრძელებს წინსვლას. სწორედ ეს ადამიანები აღწევენ მიზნებს.

როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს დაცემა, თქვენ უნდა მოძებნოთ საკუთარ თავში ძალა, რომ არ დანებდეთ. მიზნების მიღწევაში შეუპოვრობას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სტატია “7 Sure-Fire Ways to Develop Persistence ” გვაძლევს რჩევებს, როგორ გამოვიმუშაოთ შეუპოვრობა:

1. შეისწავლეთ წარმატებული ადამიანების ცხოვრება
იმის გაცნობიერება, რომ შეუპოვრობა ადამიანებს დაეხმარა წარმატების მიღწევაში შთაგაგონებთ ამ თვისების საკუთარ თავში განვითრებისთვის. მოიძიეთ და წაიკითხეთ წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები. იმ დროს, როცა ბევრი ყურადრებას აქცევს მათ მიღწევებს, თქვენ ყურადღება მიაქციეთ მათ შეუპოვრობას, რომლის წყალობითაც ამ ადამიანებმა მიზნების მიღწევა შეძლეს.

2. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ იოლი იქნება – მოემზადეთ რთული გზისთვის
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ნებდებიან – არასწორი მოლოდინია. ისინი ელიან, რომ მარტივად გამოუვათ ყველაფერი და გაოცებული რჩებიან, როცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. მათი ენთუზიაზმი სწრაფად ქრება და სულიერად ტყდებიან.
წარმატებისკენ მიმავალ გზას სწორი მოლოდინით დაადექით. გახსოვდეთ, რომ წარმატებისთვის გადახდა არის საჭირო. მოლოდინი იქონიეთ, რომ გზა რთული იქნება – ეს დაგეხმარებათ შინაგანად მოემზადოთ რეალობასთან შესახვედრად.

3. სათანადოდ შეაფასეთ საჭრო დრო
ზუსტად ისე, როგორც საჭიროა გზადაგზა შემხვედრი სირთულეების სათანადოდ შეფასება. რა თქმა უნდა ყველას უნდა წარმატების სწრაფად მიღწევა, მაგრამ ეს სამწუხაროდ შეუძლებელია. წარმატებისკენ მიმავალი გზა – ეს არის მარათონი და არა სპრინტი და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ.

4. იქონიეთ ძლიერი მოტივაცია
სიმტკიცისა და ურყევი ხასიათის შესანარჩუნებლად თქვენ გჭირდებათ მოტივაციის ძლიერი წყარო. იმისათვის, რომ არ დანებდეთ და გააგრძელოთ წარმატების მიღწევა, თქვენთვის მნიშნელოვანი მიზეზია საჭირო. ის ჩვეულებრივ გამომდინარეობს თქვენი მიზნიდან. თქვენ დარწმუნებით უნდა იცოდეთ რატომ გინდათ მიზნის მიღწევა. თქვენი მიზეზი უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე წინაღობები, რომლებსაც გზადაგზა შეხვდებით.

5. სწორად მიუდექით წარუმატებლობას
რამდენადაც წარმატების გზაზე წარუმატებლობა გარდაუვალია, თქვენ უნდა იცოდეთ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ მის მიმართ. ეს დაგეხმარებათ შეუპოვრობის შენარჩუნებაში. როცა არ იცით როგორ უნდა მიუდგეთ წარუმატებლობას, ისინი ზემოქმედებენ თქვენზე და გართმევენ გონებრივ ენერგიას.

6. მოძებნეთ პარტნიორები და თანამოაზრეები
წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება, თუ გარშემო პარტნიორები და თანამოაზრეები გეყოლებათ, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. ასევე თავისი გამოცდილების გაზიარებით დაგეხმარებიან თავი აარიდოთ ბევრ შეცდომას.

7. შეამცირეთ დაძაბულობის დონე
შეუპოვრობის შესანარჩუნებლად უნდა შეაკავოთ გონებრივი ენერგიის გაჟონვის ფაქტორი. გააკონტროლეთ დაძაბულობა. თუ ამას არ გააკეთებთ, ვერც იმას შეძლებთ, რომ მთელი ძალისხმევა ჩადოთ მიზნების მიღწევაში, რადგან დაკარგავთ დიდ ერნერგიას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

20 ჭეშმარიტება, რომლებიც 30 დღეში შეცვლიან თქვენს ცხოვრებას

პატარა გამოცდები, რომელთა გავლის შემდეგ, ერთ თვეში თქვენ შეცვლით საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ – ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. სრულყოფილება – ეს მოქმედება კი არა, ჩვევაა. ~ არისტოტელე მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს,

Print Friendly, PDF & Email

რა გვაბრკოლებს, რომ ლაღად და თავისუფლად ვიცხოვროდ

როდესაც ვუშვებთ ხელს წარსულს ჩვენ კი მივიწევთ წინ, უსასრულობისკენ, არ უნდა გაგვიკვირდეს რომ რეალობა ახალი და გეგმებიც ახალი ჩნდება ცხოვრებაში. წინსვლას აბრკოლებთ და ფერხდებით გზაზე თუ კი ფიქრებით წარსულზე მიეჯაჭვებით

Print Friendly, PDF & Email

საქმიანობასა და კარიერაში წარმატების მიღწევის 40 საშუალება

1. იზრუნე პროფისიონალიზმზე და არა თანამდებობაზე. 2. გამონახე საერთო ენა კოლეგებთან. 3. ისწავლე იმ ადამიანისგან, რომლის თანამდებობის დაკავებაზეც პრეტენდენტი ხარ. 4. შეისწავლე ხელმძღვანელი. 5. იყავი პასუხისმგებლიანი, აკურატული, კარგი შემსრულებელი, პუნქტუალური.

Print Friendly, PDF & Email

კონფუცის 25 შთამაგონებელი ფრაზა ცხოვრების საუკეთესო შესაძლებლობებზე

კონფუციზმი დაფუძნებულია ცნებაზე, რომ ადამინას შეუძლია განავითაროს საკუთარი ცხოვრება პიროვნული განვითარების გზით და იგი წარმართოს მისი სურვილისამებრ. წარმოგიდგენთ კონფუცის ბრძნულ ფრაზებს: 1. სიბრძნე, თანაგრძნობა და სიმამაცე არის სამი მთავარი ღირსება

Print Friendly, PDF & Email

მონიკა ბელუჩი სილამაზის, მამაკაცებისა და ქალურობის შესახებ

1. უნდა გავანებივროთ საკუთარი თავი. ჩვენ ყველა გადარეულები ვართ და წონასწორობის დაცვას ვცდილობთ. არავის შეუძლია იყოს სრულყოფილი. 2. ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასოდეს წავა, მაგრამ დადგება დღე, როცა ის

Print Friendly, PDF & Email

12 მიზეზი, რომლებიც წინსვლის მოტივაციას ახდენენ

1. სანამ ცოცხლები ვართ – შეუძლებელი არაფერია ცხოვრება სრულ თავისუფლებას და შესაძლებლობებს გვაძლევს, რომლებიც ვალდებული ვართ გამოვიყენოთ სხვდასხვა სახით წარმატების მისაღწევად. შესაძლებლობები არ იქნება მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. 2.

Print Friendly, PDF & Email