შენში არის პოტენციალი
1564 Views

შენში არის პოტენციალი

ყველაზე მდიდარი ადგილი დედამიწაზე არც ნავთობის საბადოები კუვეიტის და ერაყისა და არც ოქროს და ბრილიანტის საბადოები სამხრეთ აფრიკის. არც ამერიკის ვერცხლის საბადოები, არამედ სასაფლაოზეა. ის არც ისე შორია შენი სახლიდან.

რატომ არის სასაფლაო..?
ის რაც დამარხულია საფლავში. იქ დამარხულია დაუწერელი წიგნები, სიმღერები რომლებიც არ ამღერებულა, სურათები რომელიც არ დახატულა, ბიზნესები რომლებიც არ განხორციელდა, ოცნებები… უდიდესი ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ როგორც ალკოჰოლიკები, უდიდესი ქალბატონები რომლებიც დაიღუპნენ როგორც მრუშები, რომლებთანაც ერთად დაიმარხა ეს სიმდიდრეები. ეს ტრაგედიაა.

ამ ერის ყველაზე დიდი სიმდიდრეები არის დამარხული სასაფლაოზე. რადგან ის შენი ოჯახის წევრები, ან ნათესავები რომლებმაც ვერ გაიგეს თავისი მოწოდების შესახებ, ვერ შევიდნენ თავის ოცნებებში, მათ ვერ განახორციელეს, ეს ნახატები, მუსიკა, ბიზნესი რომელიც ვერ განხორციელდა იქ არის საფლავში.

შეიძლება შენს გვერდზე იჯდეს ადამიანი და ეს სიმდიდრე მათაც წაიღონ საფლავში. მთვარია ეს სიმდიდრე ჩვენც არ წავიღოთ საფლავში. რა ქვია ამ სიმდიდრეს რომელიც საფლავშია დამარხული? _ პოტენცილი.

რა არის პოტენციალი?

  1. დაფარული შესაძლებლობა.
  2. ძალა რომელიც ჯერ არ გამოგიყენებია.
  3. ჯერ არ განხორციელებული წარმატება. ის არის უხილავი ძალა.

რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?
ის ასევე მნიშვნელოვანია ღმერთისთვის. ღმერთი არის პოტენციალის ღმერთი. ყველაფერს რასაც ის ქმნის დებს მასში პოტენციალს. პოტენციალი არის ის რაც შენ სინამდვილეში ხარ, მაგრამ ჯერ ვერავინ ხედავს, ეს არის ის რასაც ცხოვრებაში შეგიძლია მიაღწიო და არ მიგიღწევია. როცა შენ სხეულს წაიღებენ საფლავზე ღმერთის სურვილია რომ ის იყოს სრულიად ცარიელი და დამარხონ.

ღმერთმა უთხრა ადამ და ევას, დაასახლეთ მთელი დედამიწა. ორ კაცს უთხრა მთელი პლანეტა… ღმერთმა მათ ახალი არაფერი არ უთხრა. ეს უკვე იყო მათ შინაგანში, ღმერთს შექმნილი ჰქონდა. თუ ღმერთი რაღაცას გეუბნევა რომ გააკეთო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შენში უკვე არის. რისკენაც ის მოგიწოდებს მან უკვე უზრუნველგყო მის შესასრულებლად. ის აძლევს თესლს მთესველს.

ღმერთს არ შთაბეჭდავს, რომ შენ სამსახური იშოვე და ამაყობ, არამედ ის რაც წინ გელოდება. პროგრესის უდიდესი მტერია შენი ბოლო წარმატება. როცა შენ ამაყობ იმით რაც უკვე გააკეთე, ეს ხელს გიშლის, რომ წახვიდე წინ და უფრო მეტი გააკეთო.

შენ უფრო მეტი ხარ იმაზე რაც უკვე გააკეთე.. შენს შესახებ შეიძლება იციან ფაქტები, მაგრამ არა ჭეშმარიტება, რადგან პოტენციალი შენს შიგნითაა ჩადებული. შეიძლება დღეს უმუშევარი ხარ, ან უფულოდ ხარ, ეს ფაქტია.. მაგრამ ჭეშმარიტება ისაა რომ შენ შეგიძლია ფულიანიც იყო, შენი ბიზნესიც გქონდეს და წარმატებული იყო.

გააანალიზე: ფაქტია – ფული არ მაქვს, მაგრამ ჭეშმარიტებაა – მე მდიდარი ვარ. ფაქტია – მე უმუშევარი ვარ, ჭეშმარიტებაა – მე ჩემი ბიზნესი მაქვს.

შენ არც კი იცნობ შენ თავს, შენ არ იცნობ შენ ქმარს, რა პოტენციალია მასში. შენ არც კი იცნობ შენ შვილებს, მათში რა არის.

დაუშვათ მიქელანჯელო მომკვდარიყო თავის ნახატებით, მოცარტი, ჩაიკოვსკი, დაუშვათ ბეთხვენს ეთქვა მე ყრუ ვარ, ვერ დავწერ. ან მარიამს გაეკეთებინა აბორტი. შენ არ იცი ვინ ცხოვრობს შენში. ნუ გაიკეთებ აბორტს, არ იცი შენს გვერდით შენს ოჯახში ვინ ცხოვრობს.

შეიძლება შენზე იციან მხოლოდ ფაქტები, მაგრამ არა ჭეშმარიტება.
გახსოვდეს; შენი მომავალი უფრო მეტია, ვიდრე შენი წარსული, ამიტომ ღმერთი ამბობს ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაგდებ, მასში დიდი პოტენციალია. იმის მიუხედავად ეხლა რას აკეთებ, ღმერთი არასოდეს არ მიგატოვებს, რადგან მან იცის რა იმალება შენში. ამიტომ არის შენი ოცნებები ასე დიდი.

რისკენაც ღმერთი მოგიწოდებს, შენში უკვე არის ამის პოტენციალი. მან უკვე ჩადო ეს შენში. ღმერთი იმის ოცნებას არ მოგცემს, რაც შენში არ ჩაუდია. ის გაძლევს თესლს, და გეუბნევა, წარმოქმენი ტყე. ჩვენ ვხედავთ თესლს, ღმერთი კი თესლში ნაყოფს, მთელ ტყეს.. ჩვენ გარეგნულად ვაფასებთ, ღმერთი კი შინაგანს ხედავს და იმ პოტენციალიდან გამომდინარე აფასებს და იძლევა მოწოდებას.

მე ვხედავ ასობით წიგნებს, მუსიკას რომელსაც თქვენს შინაგანში ატარებთ, მე ვხედავ ბიზნესმენებს, გააღვივე ეს ნიჭი რომელიც შენშია. შენში არის პოტენციალი, შენი მომავალი უფრო მეტია, ვიდრე შენი წარსული!

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like