შემოსავლის საკუთარი წყაროები

შემოსავლის საკუთარი წყაროები

ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ოჯახების უმრავლესობისთვის საკმარისი იყო შემოსავლის მხოლოდ ერთ წყარო. დღეისათვის ძალიან ცოტა ოჯახია, რომლისთვისაც საკმარისია ერთი ან ორი შემოსავლის წყაროს ქონა.

მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებ, ამიტომ მოდით გავრისკოთ და ვივარაუდოთ -თითქმის ვერავინ შეძლებს თავი გაიტანოს ისე, რომ შემოსავლის ბევრი წყარო არ ჰქონდეს.

თქვენ გაქვთ საკმარისი შემოსავლის წყარო მოცემულ მომენტში?
იქნებ დადგა დრო, არსებულისთვის კიდევ ერთ დაგემატებინათ?

მაშ ასე, შეეშვით ილუზიებს, იმისათვის, რომ შეძლოთ ამის გაკეთბა, დაგჭირდებათ სამი, ყველაზე დიდი ფულის „მთისგან“ რამოდენიმე წყარო:

1) ინვესტიცია
2) ბიზნესი
3) უძრავი ქონება

ამასთან სრულიად არ არის საჭირო უარი თქვათ უკვე არსებულ შემოსავლის წყაროებზე, მაგალითად, სამსახურიდან წასვლაზე. ამ სტატიაში განვიხილავთ რამოდენიმე ძირითად წესს, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ აირჩიოთ სამიდან ერთ-ერთი და შექმნათ შემოსავლის ახალი წყარო.

საქმე ეხება „მთას“ სახელწოდებით ბიზნესი
წესი 1. ნებისმიერ წყაროს უნდა ჰქონდეს მდინარედ ქცევის შანსი
ნუ მოჰკიდებთ ხელს იმას, რასაც მძლავრი განვითარების პოტენციალი არ აქვს. დასვით შემდეგი შეკითხვები:

  • როგორია ამ საქმის პერსპექტივები?
  • შესაძლებელია თუ არა მისი გაფართოვება, შექმნა?
  • შესაძლებელია თუ არა ფრანშიზას ორგანიზება?

ეგრევე გადახაზეთ ბიზნესი, რომელსაც გაფართოვების პოტენციალი არ აქვს.

წესი 2. ნუ შეეცდებით იყიდოთ წყარო, შეეცადეთ გაუხსნათ მას კალაპოტი.
საკუთარ საქმეში ფულის ჩადება ნამდვილად დაგჭირდებათ, რადგან ხარჯები და პასუხისმგებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ეს განასხვავებს ბიზნესს დაქირავებული სამსახურისგან.

პირველი ბიზნესისგან საკმარისია ყოველთვიურად გადადოთ მცირერიცხოვანი თანხა და არა ათობით და ასობით ათასი ლარი. თქვენი ამოცანაა ბიზნესი დაატრიალოთ და არა იყიდოთ. იმისათვის, რომ ფული ქარს არ გაატანოთ, განსაზღვრეთ ყოველთვიური ინვესტიცია საკუთარი ბიზნესისთვის მოკრძალებული თანხით. დაიწყეთ მცირედით!

წესი 3. მოძებნეთ მოკავშირეები და არა მუშები კალაპოტის გასაჭრელად.
დასვით შემდეგი შეკითხვები:

  • ვინ არის უფრო დაინტერესებული წარმატებაში – ის, ვინც საქმეს ფლობს, თუ ის, ვინც უბრალოდ დაქირავებულია?
  • მზად ვარ თუ არა, უკვე ახლა, სხვების ცხოვრებაზე და მათ ოჯახებზე ავიღო პასუხისმგებლობა?

დასაწყისისთვის ისწავლეთ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, ამიტომ მოძებნეთ ბიზნეს-პარტნიორები და არა დაქირავებული თანამშრომლები. დაკავდით გუნდის შექმნით და არა უმუშევართა ძებნით.

წესი 4. არავითარ შემთხვევაში არ გახდეთ საკუთარი შემოსავლის წყაროს მონა
მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე წესები გკარნახობთ არ დაიქირაოთ ადამიანები, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ თავად უნდა იმუშაოთ მათ მაგიერ, ვინც არ მოიწვიეთ. მიზანი სხვა რამეშია, თქვენ უნდა შექმნათ რეზიდუალური (პასიური) და არა სწორხაზოვანი შემოსავალი, რომლის პირობებშიც თქვენ მინიმალურ დროს დახარჯავთ მის განვითარებაზე (დღეში 3-დან 6 საათამდე), რაც დაგეხმარებათ გამოყოთ თავისუფალი დრო და მიმართოთ ის ახალი შემოსავლის წყაროების შექმნაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი მუშაობდეს თქვენზე და არა პირიქით.
და კიდევ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები:

«რა დრო დავხარჯე დღეს პასიური (რეზიდუალური) შემოსავლის შექმნაზე?»
თუ თქვენი პასუხი იქნება: «მე არ ვხარჯავ ამაზე დროს» – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძველებურად აგრძელებთ მუშაობას საკუთარ ბიზნესზე. აი ეს არის მთელი განსხვავება.

პერსპექტივაში თქვენს ბიზნესს მოგება უნდა მოჰქონდეს თქვენთვის მაშინაც კი, როცა თქვენ ისვენებთ, მოგზაურობთ ან გძინავთ.

წესი 5. შეიყვარეთ საკუთარი ბიზნესი
თუ არ მოგწონთ რასაც აკეთებთ, თუ არ შთაგაგონებთ მომსახურება და პროდუქტი, რომელსაც აწარმოებთ, თქვენი ბიზნესი სამწუხაროდ ვერ გახდება მომგებიანი და ვერ შეცვლის ადამიანების ცხოვრებას.

თქვენ წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც არის თქვენი გრძელვადიანი ინტერესები და არა იქ, სადაც თქვენ გათვლას აკეთებთ რაიმე საბოლოო რეზულტატზე.
აქციეთ საკუთარი ბიზნესი თავგადასავლად.

აი ეს არის მთელი ძირითადი წესები.
როგორც ხვდებით, მთლიანობაში ისინი გაცილებით მეტია, მაგრამ სწორედ ეს წესები დაგეხმარებათ დაადგეთ სწორ გზას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

მენეჯმენტი და მარკეტინგი

გაყიდვების 8 წესი

გამყიდველებად არ იბადებიან, ხდებიან. ხშირია შემთხვევა, როცა გამყიდველი უხეშია, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი არ მუშაობს ამ თანამდებობაზე გაყიდვების ხელოვნებისადმი სიყვარულის გამო. ის, ვინც გაყიდვებში მხოლოდ მოვალეობის გამოა მომართულია არა

სიახლეები

როგორ გამოვიმუშაოთ ფული მოგზაურობისას,  ანუ შემოქმედებითი ბიზნესი გზაში

დათანხმდებოდით თუ არა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის გემოგზაურათ სხვადასხვა ქალაქებში და თან ფული გეშოვათ? – სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი დადებით პასუხს გასცემს ამ შეკითხვას. ისიც ფაქტია, რომ ადამიანების უმრავლესობას ამის არც სახსრები

ბიზნესფსიქოლოგია

როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად – 5 გამოჩენილი ადამიანის რჩევა

1. არ ღირს გვიანობამდე მუშაობა გამოჩენილი ადამიანები მთელ დღეს მუშაობაში არ ატარებდნენ. მაგალითად, ფილოსოფოსი მიშელ ფუკო მუშაობდა 9:00-დან 15:00 სთ-მდე. ბეთჰოვენი მზის ამოსვლიდან შუადღმდე მუშაობდა. არც ერთ მათგანს არ უმუშავია